“[მთის განვითარების შესახებ კანონის მიღების შემდეგ] შობადობამ მოიმატა. დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში შემწეობას იღებს 335 დედა, ქედაში - 70 და შუახევში - 107... მთის კანონის მიხედვით, ხულოში შემწეობას იღებს 22 300 ადამიანი, ქედაში - 12 125 და შუახევში - 13 500 ადამიანი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2015 წლის 16 ივლისს მიღებული კანონით -„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, მაღალმთიანი სტატუსი ენიჭება ზღვის დონიდან 1 500 მეტრის ან მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებას, ასევე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს, ჰიფსომეტრული სიმაღლის მიუხედავად, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ამ ეტაპზე, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 48 000-ზე მეტ ადამიანს აქვს მინიჭებული.
ცხრილი 1:
ხულოში, ქედასა და შუახევში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 2017 წლის ივლისის მონაცემებით
მუნიციპალიტეტი | ქედა | შუახევი | ხულო |
მიენიჭა | 15 112 | 13 561 | 22 268 |
შეუწყდა | 488 | 547 | 571 |
შეუჩერდა | 355 | 408 | 514 |
აღუდგა | 2 | - | 1 |
აქტიური სტატუსი | 14 269 | 12 280 | 21 184 |
მაღალმთიანის სტატუსის მქონე დასახლებებისთვის კანონი რამდენიმე შეღავათს ითვალისწინებს:
ცხრილი 2:მაღალმთიან აჭარაში სხვადასხვა შეღავათით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა
დანამატი, დახმარება, სუბსიდია | ქედა | შუახევი | ხულო | სულ |
სახელმწიფო პენსიის დანამატის მიმღებთა რაოდენობა | 2 824 | 2 616 | 4 031 | 9 471 |
სოციალური პაკეტის დანამატის მიმღებთა რაოდენობა | 935 | 1 057 | 1 680 | 3 672 |
დანამატის მიმღებ ექიმთა რაოდენობა | 16 | 16 | 22 | 54 |
დანამატის მიმღებ ექთანთა რაოდენობა | 20 | 20 | 37 | 77 |
დახმარების მიმღები პირველი, მეორე და შემდეგი ბავშვის რაოდენობა | 313 | 286 | 441 | 1 040 |
ელექტროენერგიის სუბსიდიის მიმღებ აბონენტთა რაოდენობა | 3 512 | 2 979 | 4 895 | 11 386 |
მონაცემებით, ამ შეღავათის ბენეფიციართა რიცხვი გაზრდილია.
ცხრილი 3:მაღალმთიან აჭარაში მუდმივად მცხოვრები დახმარების მიმღები ოჯახების, ასევე ოჯახის პირველი, მეორე და შემდეგი ბავშვების რაოდენობა, 2016 წელი
მუნიციპალიტეტითვე | ქედა | შუახევი | ხულო | დარიცხული თანხა, სამივე მუნიციპალიტეტი (ლარი) | |||
ოჯახი | I ბავშვი | ოჯახი | II ბავშვი | ოჯახი | III ბავშვი | ||
მარტი | 34 | 34 | 7 | 8 | 15 | 15 | 7 300 |
აპრილი | 49 | 49 | 25 | 26 | 51 | 52 | 16 200 |
მაისი | 78 | 79 | 36 | 38 | 73 | 74 | 24 200 |
ივნისი | 95 | 96 | 58 | 60 | 100 | 101 | 33 100 |
ივლისი | 114 | 115 | 68 | 71 | 117 | 118 | 39 100 |
აგვისტო | 130 | 131 | 95 | 98 | 155 | 157 | 49 400 |
სექტემბერი | 152 | 153 | 115 | 118 | 191 | 193 | 58 500 |
ოქტომბერი | 172 | 173 | 142 | 145 | 231 | 233 | 68 500 |
ნოემბერი | 184 | 184 | 168 | 168 | 265 | 265 | 76 500 |
დეკემბერი | 199 | 200 | 184 | 187 | 296 | 299 | 84 400 |
აღნიშნულ პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის ჯამში 457 200 ლარი გადაირიცხა. 2016 წლის დეკემბრის თვის მაჩვენებლები, როგორც ბენეფიციართა რაოდენობის, ასევე გადარიცხული თანხის მოცულობის, საწყის მაჩვენებლებს საგრძნობლად აღემატება. ანალოგიურად, მონაცემები იზრდება 2017 წელსაც.
ცხრილი 4:
მაღალმთიან აჭარაში მუდმივად მცხოვრები, დახმარების მიმღები მშობლებისა და პირველი, მეორე და შემდეგი ბავშვების რაოდენობა, 2017 წელი
მუნიციპალიტეტითვე | ქედა | შუახევი | ხულო | გადარიცხული თანხა, სამივე მუნიციპალიტეტი (ლარი) | |||
ოჯახი | I ბავშვი | ოჯახი | II ბავშვი | ოჯახი | III ბავშვი | ||
იანვარი | 214 | 215 | 198 | 201 | 320 | 323 | 90 900 |
თებერვალი | 232 | 234 | 217 | 220 | 342 | 346 | 97 900 |
მარტი | 204 | 206 | 204 | 206 | 308 | 312 | 88 100 |
აპრილი | 226 | 229 | 209 | 212 | 315 | 318 | 96 300 |
მაისი | 220 | 222 | 215 | 220 | 331 | 335 | 99 100 |
ივნისი | 227 | 229 | 219 | 224 | 335 | 339 | 102 000 |
ივლისი | 234 | 237 | 227 | 232 | 347 | 352 | 106 600 |
2017
წელს ბენეფიციართათვის გადარიცხულმა თანხამ ჯამში 680 900 ლარი შეადგინა, ხოლო დახმარების მიმღები ბავშვების რაოდენობა ჯერ უმნიშვნელოდ იკლებს, შემდეგ კი თანდათან იზრდება.
დასკვნა
ანზორ ბოლქვაძის განცხადების მიერ დასახელებული მაჩვენებლები ბოლომდე ზუსტი არ არის, თუმცა, რეალურ სურათს ძირითადად ასახავს. რაც შეეხება შობადობის მომატებას, სოციალური სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით ეს ინფორმაცია დასტურდება. თუ პროგრამის ამოქმედებისას მასში ჩართული იყო 57 ბავშვი, დღეისთვის ეს მაჩვენებელი 821-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ 2016 წლის იანვრის შემდეგ დაბადებულთა რაოდენობა იმატებს. ცალსახად რთულია იმის მტკიცება, უკავშირდება თუ არა შობადობის ზრდა უშუალოდ ამ კანონის ამოქმედებას, თუმცა, ფაქტია, რომ შობადობა გაზრდილია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანზორ ბოლქვაძის განცხადება არის სიმართლე.