წუთიდან): „რაც შეეხება პრემია-დანამატებს, მინდა გითხრათ, რომ წელს, როგორც შარშანდელ წელს, პრემია-დანამატების გაცემამ საგრძნობლად მოიკლო და წელს არც ერთი პრემია არ გაცემულა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
ქუთაისის მერიიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციითირკვევა, რომ ქუთაისის მერიის შტატიან თანამშრომლებზე ხელფასის სახით ყოველ წელს, ჯამურად, 3 მილიონ ლარამდე გაიცემა.
პრემიის გაცემის მხრივ კი ასეთი მაჩვენებელია: 2015 წელს მერიაში დასაქმებულებმა 227 000 ლარი აიღეს, 2016-ში ეს თანხა თითქმის გაორმაგდა, ხოლო 2017 წელს, ექვსი თვის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მნიშნვნელოვნად შემცირდა.
რაც შეეხება დანამატებს, 2016 წელს გაცემული დანამატის მოცულობა დაახლოებით 75 ათასი ლარით ნაკლები იყო წინა წელთან შედარებით, თუმცა 2017 წლის ექვს თვეში დანამატის სახით მერიამ უკვე გასცა 150 ათასი ლარი.
ცხრილი 1:
ქუთაისის მერიის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი (ლარი)
2015 | 2016 | 2017 (I-VI) | |
ხელფასი | 2 819 087 | 2 887 721 | 1 448 616 |
პრემია | 227 000 | 414 040 | 17 550 |
დანამატი | 174 534 | 191 549 | 150 900 |
ჯამი | 3 220 621 | 3 493 310 | 1 617 066 |
2017
წლის ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ფონდში ქუთაისის მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასის, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით განსაზღვრულია 3 338 500 ლარი, საიდანაც 1 617 066 უკვე გაცემულია (ექვსი თვის მონაცემებით).
მხოლოდ პრემია-დანამატის სახით კი ქუთაისის მერიაში 2015 წელს – 401 534 ლარი, ხოლო 2016 წელს 605 589 ლარი გაიცა. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით თანამშრომლებზე უკვე გაცემულია 168 450 ლარი, რაც მიუთითებს, რომ პრემია-დანამატის მოცულობა შემცირდა, თუმცა, პრემიები არ გაუქმებულა. ექვსი თვის მონაცემებიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს ქუთაისის მერია დაახლოებით 150 ათასი ლარის ეკონომიას გააკეთებს, მაგრამ თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის ჯამურად მაინც მეტს დახარჯავს, ვიდრე 2015 წელს.
მუნიციპალიტეტის მერიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში შტატით, საშუალოდ, 340 თანამშრომელია დასაქმებული.დასკვნა
ქუთაისის მერიიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ მერიაში 2016 წელს უფრო მეტი პრემია-დანამატი გაიცა (დაახლოებით 200 ათასი ლარით მეტი), ვიდრე 2015 წელს. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით კი, ამ მიმართულებით უკვე დახარჯულია 168 ათას ლარზე მეტი. ასევე, 2017 წლის ექვს თვეში ქუთაისის მერიაში პრემიის სახით 17 550 ლარი გაიცა, რაც ზვიად ჯავახიას განცხადების საპირისპიროდ მეტყველებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წელს, სავარაუდოდ, პრემია-დანამატის ჯამური მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განცხადება არის მცდარი.