• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2014-2017 წლებში ქობულეთის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 8 426 433 ლარი გაიხარჯა

2014-2017 წლებში ქობულეთის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 8 426 433 ლარი გაიხარჯა

07/09/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ფაქტ-მეტრმა რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას ბათუმის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე გახარჯული თანხის შესახებ კვლევა უკვე წარუდგინა. ამ ეტაპზე გაგაცნობთ ინფორმაციას ქობულეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში დასაქმებულთა ხელფასების, დანამატებისა და პრემიების შესახებ. 2014 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში, მათივე მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 2 732 372 ლარი გაიცა, აქედან 707 920 ლარი პრემიის სახით. აქვე აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი თვითმმართველობა მოვალეობის შესრულებას 2014 წლის აგვისტოდან, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ შეუდგა. 2015 წელს სახელფასო ფონდმა 2 248 706 ლარი შეადგინა, საიდანაც 616 202 ლარი პრემია იყო. 2016 წელს შრომის ანაზღაურების სახელფასო ნაწილმა 1 660 503 ლარი, ხოლო პრემიამ 617 077 ლარი შეადგინა, რაც ჯამში 2 277 580 ლარია. რაც შეეხება 2017 წლის მაჩვენებლებს, ივნისის ჩათვლით ორივე სახელისუფლებო ორგანოში დასაქმებულებზე გაცემულია 1 167 775 ლარი, აქედან 343 175 ლარი პრემიის სახით. რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნული უწყებების თანამდებობის პირების მიერ მიღებულ შრომის ანაზღაურებას, ეს მაჩვენებლები მოცემულია ცხრილში 1.   ცხრილი 1: ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მოადგილეებისა და აპარატის უფროსების შრომის ანაზღაურება 2014-2016 წლებსა და 2017 წლის იანვარ-ივნისში
წელი 2014 2015 2016 2017
ხელფასი პრემია ხელფასი პრემია ხელფასი პრემია ხელფასი პრემია
საკრებულოს თავმჯდომარე 14 863 6 625 31 800 13 250 31 800 10 600 15 900 6 625
თავმჯდომარის მოადგილე 9 535 4 250 20 400 8 500 20 400 6 800 10 200 4 250
საკრებულოს აპარატის უფროსი 12 000 4 500 12 000 5 000 12 000 4 500 6 000 2 500
გამგებელი 13 117 6 625 31 800 13 250 31 421 10 600 15 900 6 625
გამგებლის მოადგილეები 37 422 14 365 31 200 13 000 29 900 11 050 6 559 2 600
გამგეობის აპარატის უფროსი 12 000 4 850 12 000 5 000 11 143 4 500 6 000 2 500
ჯამი 98 937 41 215 139 200 58 000 136 664 48 050 60 559 25 100
წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა   ქობულეთის თვითმმართველობის ორივე ორგანოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებამ 2014 წელს - 140 152 ლარი, 2015 წელს - 197 200 ლარი, 2016 წელს - 184 714 ლარი, ხოლო 2017 წლის ივნისის ჩათვლით კი 85 659 ლარი შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მონაცემები დათვლილია არჩევნების შემდგომ (აგვისტოდან) ხელისუფლებაში მოსული თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების მიხედვით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის #422 განკარგულებით, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს ეთხოვათ ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის პრინციპების გათვალისწინება 2016 და 2017 წლების ბიუჯეტების დაგეგმვისას. როგორც ვიცით, ადმინისტრაციული ხარჯი საქონლისა და მომსახურების თანხასაც მოიცავს. ამიტომ, საინტერესო იქნება, მის დინამიკასაც დავაკვირდეთ და მაჩვენებელი ხარჯებთან მიმართებით წარმოვადგინოთ.   ცხრილი 2: ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საქონლისა და მომსახურების და შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხები (ლარი)
            წელი 2014 (ფაქტი) 2015 (ფაქტი) 2016 (გეგმა) 2017 (გეგმა)
ხარჯი 15 888 847 14 097 843 14 118 583 11 036 570
შრომის ანაზღაურება (ლარი) 2 588 536 2 207 758 6 232 084 6 061 914
საქონელი და მომსახურება (ლარი) 2 644 758 2 741 736 3 599 650 3 502 023
წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლისა და 2017 წლის ბიუჯეტები   2014 წელს შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებაზე დახარჯული თანხა 5 233 294 ლარია და ის ბიუჯეტის ხარჯების 32.9%-ს შეადგენს. 2015 წელს ადმინისტრაციული ხარჯი 4 949 494 ლარი, ანუ ხარჯების 35.1%-ია. 2016 წელს - 9 831 734 ლარი, ხარჯების 69.6% და 2017 წლის გეგმის მიხედვით 9 563 937 ლარია, რაც ხარჯების 86.7%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახულია ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა ხელფასებიც (რომელიც ადრე ამ მუხლში არ აისახებოდა), რაც შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის მაჩვენებლის ზრდას იწვევს. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავრობის რეკომენდაციის მიუხედავად 2016 და 2017 წლებში, წინა წლებთან შედარებით, საქონელსა და მომსახურებაზე გათვალისწინებული თანხები გაზრდილია.
თეგები:
დავით ბატაშვილი
დავით კირკიტაძე
სკოლები
საერთაშორისო გამჭვირვალობა
შანხაი
პენსია
სამართალი/რეგიონები
ვარძია
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა