• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მთავრობის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთის დახმარებასთან დაკავშირებით

მთავრობის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთის დახმარებასთან დაკავშირებით

29/08/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
2017 წლის 20 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ გადამწვარი ტყის ფართობზე – 2014-2017 წლებში აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ტერიტორიაზე წარმოიშვა. ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა. ბორჯომის ხეობის აღნიშნული ნაწილი 6 დღის განმავლობაში იწვოდა და მისი ლოკალიზება 26 აგვისტოს მოხერხდა. ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა მასშტაბის ტყის ფართობია განადგურებული, თუმცა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადების თანახმად, დაახლოებით 100 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი. ხანძრის ლიკვიდაციაში საქართველოს დახმარების სურვილი ბევრმა სახელმწიფომ გამოთქვა. სამუშაოებში ჩართული იყო მეზობელი აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, ასევე, ბელარუსი - აღნიშნულმა ქვეყნებმა საქართველოში გამოგზავნეს სახანძრო ვერტმფრენები, თვითმფრინავები, მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს გერმანიამ, რუმინეთმა, საბერძნეთმა, ისრაელმა, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, ირანმა, ბულგარეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (ბმული 1; ბმული 2). რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების სურვილს, ამ საკითხზე რამდენადმე განსხვავებული წყაროები და, შესაბამისად, ინფორმაცია არსებობს. ფაქტ-მეტრმა შეაგროვა ყველა ის მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან რუსეთის შესაძლო დახმარებაზე გავრცელდა. 22 აგვისტო, 2017 გიორგი კვირიკაშვილი: „რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დახმარების. ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი, ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. გამომდინარე პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან, ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი“. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ ოკუპანტ რუსეთს დახმარება თავად სთხოვა. გაჟღერდა სხვადასხვა ვერსია იმ არხის შესახებ, რომლითაც საქართველომ დახმარება ითხოვა. ეს დისკუსია განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისის თხოვნას გამოეხმაურნენ. 26 აგვისტო, 2017 მარია ზახაროვა (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი): „ჩვენ მაშინვე გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას, დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალურ პარკში ხანძრის ჩაქრობაში. ამისათვის გამოვყავით თვითმფრინავი Ил-76 МЧС. თუმცა, ამის შემდეგ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და თქვა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებული იყო და ჩვენი დახმარების აუცილებლობა აღარ არსებობდა”. მის საპასუხოდ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ  განაცხადა, რომ  საქართველომ მიმართა არა რუსეთის ფედერაციას, არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომელმაც თავის მხრივ მოთხოვნა გაუგზავნა სხვადასხვა სახელმწიფოებს, მათ შორის რუსეთს. 26 აგვისტო, 2017 ზურაბ ალავიძე: „რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო. დახმარების თხოვნით გაერო-ს მივმართეთ და მათი არხების საშუალებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის მოთხოვნების გაგზავნა“. ამავე დროს, განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში - ზურაბ აბაშიძემ. 26 აგვისტო, 2017 ზურაბ აბაშიძე: „ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისთვის, რომელთა რიგებში არიან მეზობელი ქვეყნებიც. შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა. მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა. თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა. საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა“. აბაშიძე ასევე დასძენს, რომ სხვა დროსაც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქართველ და რუს სამაშველოებს ჰქონიათ კომუნიკაცია სტიქიის სალიკვიდაციოდ, თუმცა, მას არ განუმარტავს კერძოდ რომელ შემთხვევას გულისხმობდა. იმავე დღეს სრულიად საპირისპირო განცხადებით გამოვიდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე. 26 აგვისტო, 2017 ვიქტორ დოლიძე: „არავითარი დახმარება ჩვენ რუსეთისთვის არ გვითხოვია. გაერო-ს ფარგლებში, რუსეთმა გადაწყვიტა, რომ შემოეთავაზებინა დახმარება, რაც მისასალმებელია, მაგრამ ამის საჭიროება აღარ იყო“. უკვე 28 აგვისტოს კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ მიმართა რუსეთის ფედერაციას და ოფიციალური ნოტა გააგზავნა შვეიცარიის დახმარებით. 28 აგვისტო, 2017 საგარეო საქმეთა სამინისტრო: „შედგა სატელეფონო საუბარი პრემიერის სპეც-წარმომადგენელ აბაშიძესა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისე, იგივე ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა, მოგვიანებით ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა“.   დასკვნა ერთი მხრივ, ხელისუფლება იუწყებოდა, რომ საქართველომ რუსეთის მზადყოფნას, დაგვხმარებოდა ბორჯომის ხეობის ხანძრის ლიკვიდაციაში, უარით უპასუხა. პრემიერ-მინისტრის განცხადება ამის დასტურია. მეორე მხრივ, რუსული მხარე ამბობს, რომ დახმარება პირიქით საქართველომ სთხოვა. შეუთანხმებლობაა ხელისუფლების წარმომადგენლებს შორისაც, ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისი სპეც-წარმომადგენელი, ევროინტეგრაციის მინისტრი და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ეს კი, თავის მხრივ, რუსეთისადმი ერთიანი პოზიციის და კოორდინაციის არაარსებობის მანიშნებელია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით კი, საქმე გვაქვს მოსახლეობისთვის ინფორმაციის დამალვასთან. რაც შეეხება ხანძარს, მისი ლიკვიდაცია რუსეთის დახმარების გარეშეც მოხერხდა. დიდი დრო დასჭირდება განადგურებული ტერიტორიის აღდგენას, ისევე, როგორც დიდი დრო და თანხები დასჭირდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ომის დროს გადამწვარი ბორჯომის ხეობის აღდგენას.
თეგები:
მამუკა მოსიაშვილი
წითელი ჯვარი
კახეთი
Fitch Ratings
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
ირინა გურგენაშვილი
ირინა გურგენაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა