• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
"ევროპული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი რუსთაველებს 10 000 ახალ სამუშაო ადგილს პირდება

"ევროპული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი რუსთაველებს 10 000 ახალ სამუშაო ადგილს პირდება

"ევროპული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილი რუსთაველებს ახალი სამუშაო

24/08/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
"ევროპული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილი რუსთაველებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას დაპირდა. იმედაშვილმა განაცხადა: "ვპირდებით მოსახლეობას, რომ იმ პროექტებით, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ შეიქმნება 10 000 ახალი სამუშაო ადგილი".

ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, რამდენად რეალისტურია ეს დაპირება.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ისინი 10 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას რუსთავში ოთხი წლის განმავლობაში გეგმავენ. წელიწადში კი, მათი გათვლებით, საშუალოდ 2 500 სამუშაო ადგილს შექმნიან. "წელიწადში 2 500 სამუშაო ადგილის შექმნას, ჩვენი გათვლებით და საერთაშორისო კვლევების მიხედვით, რომლებიც ჩვენ შეძლებისდაგვარად მოვარგეთ ქართულ რეალობას, ჭირდება დაახლოებით 20 000 ლარი - რუსთავში თითო ადამიანზე. ეს არის დაახლოებით 50 მილიონი ლარის ინვესტიცია ყოველ წელს, რომელსაც მეტწილად განახორციელებს კერძო სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით და შესაბამისი პირობების შექმნით", - განაცხადა ნინო იმედაშვილმა.

დაპირების განხორციელებისთვის იმედაშვილი და "ევროპული საქართველო" რუსთავში სამი პროექტის განხორციელბას გეგმავს. პირველი პროექტი რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ზონა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები) შექმნას გულისხმობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სავაჭრო ცენტრის ფუნქციონირებისთვის. კანდიდატის აზრით, ცენტრს ექნება პოტენციალი, გახდეს რეგიონის ჰაბი.

"ქალაქის მერია და რუსთავის მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებას მოსთხოვს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას, რომელიც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ადგილობრივი ხელისუფლება ადგილზე შესაბამისი კომუნიკაციებს უზრუნველყოფს და ამისთვის ერთ მილიონ ლარს გამოყოფს", - განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა.

მეორე ინიციატივა კი რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალი საცხოვრებელ-რეკრეაციულ-სავაჭრო უბნის შექმნას გულისხმობს, რომელიც დააკავშირებს ძველ და ახალ რუსთავს. ამ შემთხვევაშიც, კანდიდატი, მერად არჩევის შემდეგ, საკითხით დანტერესებულ ინვესტორებს თვითმმართველობის მხარდაჭერას პირდება. კონკრეტულად კი, აცხადებს, რომ ინვესტიციის მხარდასაჭერად აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილობრივი ბიუჯეტით ყველა საჭირო კომუნიკაციას გაიყვანს.

კანდიდატის მესამე ინიციატივა, რომელიც მისი განცხადებით 10 000 სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებას რელისტურს ხდის, არის პარტია "ევროპული საქართველოს" ინიცატივა ქონების გადასახადის 10%-ით შემცირების შესახებ. როგორც იმედაშვილი აცხადებს, ქონების გადასახდის ასეთი შემცირებით, რუსთავში დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დარჩება კერძო სექტორს.

"მოცემული ინვესტიციები მოიზიდავს სულ მცირე 50 მილიონ ლარს წელიწადში. ეს კი ნიშნავს ყოველწლიურად 2 500 სამუშაო ადგილს, ჯამში კი, 4 წელიწადში, 10 000 სამუშაო ადგილს", - აცხადებს იმედაშვილი.

რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის იდეა გასული საპარლამენტო არჩევნების წინ "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ გააჟღერა. იდეაზე საუბარი მისი არჩევის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული შედეგები არ ჩანს.

იმის გათვალისიწინებით, რომ ნინო იმედაშვილს რუსთავის მერად არჩევის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, არც მოქმედი პარლამენტის და არც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა არ ექნება, დაპირების შესრულების ალბათობა ეჭვქვეშ დგება.

რაც შეეხება ე.წ. ძველ და ახალ რუსთავს შორის არსებულ აუთვისებელ ტერიტორიას (მტკვრის მარჯვენა მხარეს), რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია რუსთავის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს და მისი გასხვისება დაუშვებელია. თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ არსებობს რიგი პროცედურები, რომელთა წარმატებით გავლის შემთხვევაში ეს შესაძლებელია.

"ამ ტერიტორიით დაინტერესებულ პირს შეუძლია პროექტი წარმოადგინოს. მას განიხილავს თვითმმართველობის განაშენიანების საბჭო, შემდეგ გაიგზავნება ეკონომიკის სამინისტროში და თუ სამინისტრო პროექტზე დადებით რეკომენდაციას გასცემს, შემდეგ უკვე გადაიგზავნება საკრებულოში. საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო მიიღებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტერიტორია განეკუთვნება ჭალას და ფაქტობრივად წარმოუდგენელია მისი სტატუსის შეცვლა", - აცხადებს რუსთავის მერიის ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი პაატა პაპელიშვილი.

ამ შემთხვევაშიც, ინიციატივის განსახორციელებლად ნინო იმედაშვილს ცენტრალური ხელისუფლების (ეკონომიკის სამინისტროს სახით) და საკრებულოს უმრავლეობის მხარდაჭერა დასჭირდება.

რაც შეეხება ქონების გადასახადის 10%-ით შემცირებას, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან კავთიაშვილი აცხადებს, რომ "2015 წელს ქონების გადასახადიდან რუსთავის ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ შეადგინა 14 854 400 ლარი, ხოლო 2016 წელს 14 451 400 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ ქონების გადასახადი შემცირდება 10%-ით, ბიუჯეტს დაახლოებით 1 მილინ 500 ათასი ლარი დააკლდება". თუმცა, როგორც "ევროპული საქართველო" მიიჩნევს, ეს თანხა კერძო სექტორში დარჩება და მის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

დასკვნა

10 000 სამუშაო ადგილის შექმნისთვის დასახელებული ინიციატივების განხორციელებას სჭირდება როგორც ადგილობრივი საკრებულოს, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა. შეძლებს თუ არა რუსთავის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნინო იმედაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლების დარწმუნებას და ამ მხარდაჭერის მოპოვებას, რთული სათქმელია. არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პროცესს ძალიან დიდი დრო და რესურსი დასჭირდება, თუკი შეთანხმება საერთოდ შედგა. ასევე, რთულია იმის პროგნოზირება, ამ ინიციატივების განხორციელების შემთხვევაშიც რამდენად მოხერხდება წელიწადში 2 500 სამუშაო ადგილის შექმნა, რადგან მოსაძიებელი იქნება კონკრეტული ინვესტორები.

მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანდიდატის ინიციატივები მათი მეტ-ნაკლებად განხორცილების შემთხვევაშიც შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად ახლოს იქნება რეალური რიცხვები დანაპირებთან.

მანონ ბოკუჩავა
მანონ ბოკუჩავა

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა