• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მხოლოდ ივლისის თვეში საქართველოს ერთ მილიონამდე ვიზიტორი ესტუმრა

მხოლოდ ივლისის თვეში საქართველოს ერთ მილიონამდე ვიზიტორი ესტუმრა

10/08/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში შემოსულმა ვიზიტორების რიცხვმა 982 ათასს მიაღწია, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 28.5%-ით აღემატება. 2017 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში კი, ქვეყანაში 3 979 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 16.8%-ით აღემატება გასული წლის ანლოგიური პერიოდის მაჩვენებელს. თუ გადავხედავთ, როგორია გასულ წლებში ვიზიტორების ზრდის ტენდენცია, ვნახავთ, რომ 2013 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის 7 თვეში, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა.   გრაფიკი 1: 2010-2017 (7 თვე) ქეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა image001 წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო   აღსანიშნავია, რომ თუ წლის ბოლომდე 16-17%-იანი ზრდა გაგრძელდება, 2017 წელს ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 7.4 მლნ-ს მიაღწევს. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2017 წელს ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების 46%-ს ტურისტები შეადგენდნენ (საერთაშორისო ვიზიტორი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩება). თუ გადავხედავთ წინა წლების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ვიზიტორებს შორის ტურისტების ყველაზე მაღალი წილი, მიმდინარე წელს დაფიქსირდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის კუთხით.   ცხრილი 1: ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა 2012-2017 წლები
წელი ტურისტების რაოდენობა ტურისტების წილი ვიზიტორების რაოდენობაში
2012 1 789 592 40%
2013 2 065 296 38%
2014 2 229 094 40%
2015 2 281 971 39%
2016 2 714 773 43%
2017 (7 თვე) 1 829 311 46%
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო   საქართველოს ეროვნული  ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 435 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 23%-ით აღემატება. 2017 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემებია ცნობილი.   ცხრილი 2: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2011-2017 (3 თვე)
წელი მლნ დოლარი პროცენტული ცვილილება
2011 955 45%
2012 1 411 48%
2013 1 720 22%
2014 1 787 4%
2015 1 936 8%
2016 2 166 11%
2017 (3თვე) 435 23%
წყარო: ეროვნული ბანკი   თუ შევადარებთ ტურზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას, საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის ტემპს,  ვნახავთ, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის 11%-ით ზრდის პარალელურად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 23%-ით  არის გაზრდილი. მსგავსი ტენდენცია, როდესაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რიცხვი, 2010 წლიდან დღემდე პირველად დაფიქსირდა.
თეგები:
მიხეილ დუნდუა
ალექსანდრე ელისაშვილი
ამომრჩეველთა სიები
ანი ნადირაშვილი
ანი ნადირაშვილი

ყველა სიახლე

  • უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესების უსასყიდლოდ დახვნა, რამაც უზრუნველყო, რომ, რაც შეიძლება, მეტი პროდუქცია მოვიმკათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

    უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

    ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

    წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდებ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა