• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დიზელის გენერატორის შეძენის მიზნით, გორის მერია ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიას 165 ათას ლარს გადაუხდის

დიზელის გენერატორის შეძენის მიზნით, გორის მერია ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიას 165 ათას ლარს გადაუხდის

28/07/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციამ“ საკუთარ ვებგვერდზე გორის მერიის მიერ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის შეძენილი დიზელის გენერატორის შესახებ განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის განცხადებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გენერატორი შპს „ბურჯისგან“ შეიძინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ევროპის 19 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატი 2 ივლისს გორის სტადიონზე გაიხსნა. ჩემპიონატის გახსნის შემდეგ ქალაქ გორის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტადიონის ელექტროგენერატორმა 2 ივლისის მატჩზე გამართულად მუშაობა ვერ შეძლო, რაც პირველივე მატჩის მსვლელობისას გამოვლინდა და ჩემპიონატის ჩაშლის საშიშროება შექმნა. მერიის ინფორმაციით, სტადიონზე ძაბვა დაახლოებით 7-8 წუთით დაეცა. როგორც ირკვევა, გორის მერიამ შესაბამისი დიზელის გენერატორი შპს „ბურჯისგან“ იყიდა. ამ კომპანიასთან 5 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ გენერატორის საერთო ღირებულება 165 000 ლარს შეადგენს, საიდანაც გორის მერია მიმწოდებელ კომპანიას თანხის ნაწილს (1 000 ლარის ოდენობით) 10 დღის ვადაში გადაუხდიდა, ხოლო დარჩენილ 164 000 ლარს 2018 წლის მარტში. ხელშეკრულება შპს „ბურჯთან“ გორის ვიცე-მერმა თამაზ შიოშვილმა გააფორმა. კომპანია „ბურჯის“ იურიდიული მისამართი თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე ბანკი „ქართუს“ მისამართს ემთხვევა. როგორც ცნობილია, ეს ბანკი საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ბურჯის 100%-იანი წილის მესაკუთრე ოფშორულ ზონაში - ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია „ვენითი ოუვერსიიზ ლიმითედია“. შპს „ბურჯის“ ბიძინა ივანიშვილთან კავშირზე არაერთი წყარო მიუთითებს. 2015 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ „შპს „ბურჯი“ ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიაა, რომლის მფლობელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. კომპანია რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ბანკი „ქართუს“ ცენტრალური ოფისი მდებარეობს“. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისს კითხვები მერიასთან სწორედ შპს „ბურჯის“ შერჩევითობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით აქვს. იურისტი ქეთი ბებიაშვილი განმარტავს, რომ ქალაქ გორის მერიამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გადადგმული ყველა ნაბიჯი ოფიციალური დოკუმენტებით უნდა წარმოადგინოს. „ყველაფერი არა ზეპირსიტყვიერად, არამედ ოფიციალური დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს, რა ზომებს მიმართეს, ვის დაუკავშირდნენ, როგორ მოძებნეს ეს კომპანია და ა.შ. ამასთან, უნდა დაასაბუთონ, რატომ აიღო გორის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკუთარ თავზე ამ თანხის გადახდა. მართალია ჩემპიონატს გორმა უმასპინძლა, თუმცა, ორგანიზატორი გორის მერია არ ყოფილა. კარგი იქნება, თუ ამ საკითხით პროკურატურა და აუდიტის სამსახური დაინტერესდებიან“, - აცხადებს ქეთი ბებიაშვილი. ფაქტ-მეტრი გორის ვიცე-მერს თამაზ შიოშვილს და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს აკაკი ხუფენიას დაუკავშირდა. თამაზ შიოშვილი ამბობს, რომ საჭირო სიმძლავრის გენერატორი მხოლოდ ამ კომპანიას ჰქონდა, აკაკი ხუფენიას თქმით, კი მერიამ სიტუაციის გაუმჯობესებაში მიიღო მონაწილეობა. „სტანდარტები მოითხოვდა, რომ მოედანზე დენის გათიშვა უნდა ყოფილიყო გამორიცხული, ჰქონდა თუ არა მერიას ამის ფუფუნება, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ასეთ დეტალებზე არ ვარ კომპეტენტური“, - ამბობს აკაკი ხუფენია, რომელმაც შპს "ბურჯს" მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოუწერა. „ქალაქში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი ჩაშლას გადავარჩინეთ, სადაც მოვძებნეთ და რა ფასიც გვაწყობდა იმის მიხედვით შევიძინეთ. რეალურად, ამ გენერატორის ღირებულება 105 ათასი დოლარია და ჩვენ 165 000 ლარად ვიყიდეთ. თანაც, ამ თანხას ეტაპობრივად ვიხდით. მე მგონი, არ გვიღირდა რომ მთელი ევროპის წინაშე ამხელა სირცხვილი გვეჭამა. რაც შეეხება შპს „ბურჯთან“ დაკავშირებას, დეტალური ინფორმაცია ბატონ ზურაბს [ქალაქის მერი] ექნება და ცუდი არ იქნება დაუკავშირდეთ“, - აცხადებს თამაზ შიოშვილი. ფაქტ-მეტრმა შპს „ბურჯთან“ დაკავშირების შესახებ ინფორმაცია მერიის პრესსამსახურსაც სთხოვა. „საქართველოში მსგავსი ტექნიკა ფიზიკურად არ იყო, აღნიშნულმა კომპანიამ შემოგვთავაზა ორიგინალი შვედურ-ფრანგული გენერატორი, რომლის ღირებულებაც ბევრად ნაკლები იყო მის საბაზრო ღირებულებაზე“, - განმარტავენ მერიის პრესსამსახურში. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული. კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მიმართვის ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა. სააგენტო, მისთვის მიმართვიდან არაუმეტეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობაზე უარის თქმის შესახებ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გორის მერიამ შესაბამისი მიმართვა 5 ივლისს გაგზავნა, სადაც გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის განხორციელების მართლზომიერად ცნობას ითხოვს, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარე განკარგულებას 7 ივლისს გამოსცემს, მაშინ, როცა შპს "ბურჯთან" ხელშეკრულება 5 ივლისს უკვე გაფორმებულია. გორის მერია ამ დროისთვის შესაბამისად ვერ ასაბუთებს შპს "ბურჯის" მიერ შეთავაზებული პროდუქტის უნიკალურობას. საინტერესოა ისიც, 2 ივლისს შექმნილი პრობლემიდან 3 დღეში რა კავშირებით შეიტყო ინფორმაცია კომპანიამ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონისთვის გენერატორის შეძენის საჭიროების შესახებ, რომელმაც, როგორც მერიაში ამბობენ, შეთავაზების ინიციატივა თავად გამოიჩინა.
თეგები:
შპს „შარა\"
დავით კირკიტაძე
სკოლები
გოდოგანი
ოთარ კვირიკაშვილი
კოალიცია ქართული ოცნება
მევენახეობა
ანა მოსაშვილი
ირაკლი შიოლაშვილი
ნინო ჩიბჩიური
ნინო ჩიბჩიური

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა