მარგველაშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში ცვლილებები შედის. ზოგიერთ ამ ცვლილებას, დამტკიცების შემთხვევაში, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე პირდაპირი თუ ირიბი გავლენა ექნება. ამ ეტაპისთვის, ცვლილებები პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულია, თუმცა პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა შეთავაზებულ კანონპროექტს, ვეტოს უფლება გამოიყენა და ის მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს და დიდი ალბათობით პრეზიდენტის ვეტოს კვლავ უპრობლემოდ დაძლევს.
აღნიშნული ცვლილებები ინიცირების დღიდან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა და საბოლოოდ დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ და მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით იქნა მიღებული (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია ამ თემაზე). განსაკუთრებულ უკმაყოფილებას, ცვლილებების არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელების ფაქტი იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების წევრები კვლავ მოუწოდებენპარლამენტს, გაითვალისწინონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რათა ზიანის მომტანი ცვლილებები თავიდან იქნას აცილებული.
წინასაარჩევნოდ განსახორციელებელ ცვლილებებზე ყურადღება გამახვილებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის 21 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში (გვ. 9). დელეგაციის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეფორმების განხორციელების დრო - ადგილობრივ არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე. ამასთან, რეფორმების სასწრაფოდ გატარების საჭიროება დელეგაციისთვის სათანადოდ განმარტებული არ იყო. დელეგაცია პარლამენტს მოუწოდებს, რომ თუ არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი, თავი შეიკავონ არჩევნებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისაგან (გვ. 21).
აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის "საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის კოდექსში" ცალსახად არის მითითებული, რომ დემოკრატიისათვის და არჩევნების სანდოობისთვის მნიშვნელოვანია კანონმდებლობის სიმყარე. წესებმა, რომელბიც ხშირად იცვლება ან იცვლება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, შეიძლება ამომრჩეველი დააბნიოს და გაუჩინოს განცდა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არის ძლიერი მექანიზმი ძალაუფლების მქონეთა ხელში და რომ ამომრჩევლის ხმას რეალურად წონა არ გააჩნია. კოდექსის თანახმად, „საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტურ ელემენტებში (საარჩევნო სისტემები, საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, საზღვრები) არაუგვიანეს არჩევნებამდე ერთი წლისა ცვლილება არ უნდა შევიდეს, ან უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში ან ჩვეულებრივ კანონზე მაღალი იერარქიის მქონე აქტში“ (გვ. 10). ვენეციის კომისიის მოსაზრებით,ზოგადად, საარჩევნო რეფორმები არჩევნებამდე საკმარისად ადრე უნდა განხორციელდეს.
ამასთან, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება ეუთოს (OSCE) და ვენეციის კომისიას არაერთხელ დაუფიქსირებიათ, მათ შორის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისდროსაც.
დასკვნაადგილობრივ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ინიცირებული ცვლილებები, რომლებიც გარკვეულ გავლენას 2017 წლის არჩევნებზეც იქონიებს, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკასთან. აღნიშნული ცვლილებები, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის საგანი მისი ინიცირების დღიდან გახდა, თუმცა მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების აზრი და საერთაშორისო პარტნიორების მიერ არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება არის სიმართლე.