იტვირთება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით,

„ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებაში არანაირი შეფერხება არ არსებობს, 6 თვის გეგმის შესრულება კი 104%-ზე მეტი იქნება“.

ფაქტ-მეტრი გიორგი კაკაურიძის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით, ბიუჯეტის შემოსულობები შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია), ფინანსური აქტივების კლებისა (დეპოზიტებისა და დავალიანების შემცირება, გაცემული სესხების დაბრუნება) და ვალდებულებების ზრდის (სახელმწიფო ვალის ზრდა) მუხლებისგან შედგება.

თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი საგადასახადო შემოსავლების, გრანტებისა და სხვა შემოსავლების კატეგორიებისგან შედგება. აღნიშნულ განცხადებაში გიორგი კაკაურიძე ძირითადად სწორედ სახელმწიფო და ნაერთ ბიუჯეტებში საგადასახადო შემოსავლების კატეგორიის გადაჭარბებით შესრულებაზე აკეთებს აქცენტს.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მუხლი გადაჭარბებით (108.4%) შესრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველი კვარტლის მაჩვენებლებით, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაჭარბებითაა შესრულებული არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზების) მუხლიც. მისი მოცულობა დაგეგმილ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია და 36.6 მლნ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტში 6 თვის საგადასახადო შემოსავლები გეგმაზე 208 მლნ ლარით (5.1%-ით) მეტია. ექვსი თვის პრივატიზაციის გეგმა კი 139%-ით შესრულდა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური შემოსულობების მოცულობას, ხსენებული მუხლი პირველ კვარტალში გადაჭარბებით (106.3%) შესრულდა და 2.7 მლრდ ლარი შეადგინა. ექვს თვეში კი, შემოსულობებმა 5.6 მლრდ ლარი და შესაბამისი გეგმის 101.9% შეადგინა.

ცხრილი 1:

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების სტატისტიკა

(ათას ლარებში) გეგმა შესრულება შესრულება %-ში
შემოსავლები 4,383,430 4,671,630 106.6%
   გადასახადები 4,076,000 4,283,814 105.1%
   გრანტები 114,070 187,030 164.0%
   სხვა შემოსავლები 193,360 200,786 103.8%
არაფინანსური აქტივების კლება 43,000 59,697 138.8%
ფინანსური აქტივების კლება 44,000 40,646 92.4%
ვალდებულებების ზრდა 1,044,678 846,208 81.0%
საშინაო ვალდებულებების ზრდა 252,666 264,597 104.7%
საგარეო ვალდებულებების ზრდა 792,012 581,610 73.4%
შემოსულობები სულ 5,515,108 5,618,181 101.9%
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ხაზინა

პირველი კვარტლის მონაცემების

მიხედვით, ნაერთ ბიუჯეტში (საქართველოს სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების გაერთიანებული ბიუჯეტი) საგადასახადო შემოსავლებმა 2.4 მლრდ ლარი შეადგინა და გეგმას 163 მლნ ლარით გადააჭარბა (+7.4%). საგადასახადო შემოსავლების მუხლი გადაჭარბებით შესრულდა ორი კვარტლის ფაქტობრივი მდგომარეობითაც. მიღებული შემოსავალი (4.7 მლრდ ლარი.) პროგნოზს 243 მლნ ლარით (5%-ით) აღემატება.

  ცხრილი 2:

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სტატისტიკა

 (ათას ლარებში) 2 კვარტლის გეგმა 2 კვარტლის ფაქტი შესრულება
საგადასახადო შემოსავლები 4,505,000 4,748,207 105%
საშემოსავლო გადასახადი 1,454,000 1,460,565 100.5%
მოგების გადასახადი 391,000 490,077 125%
ქონების გადასახადი 299,000 283,835 94.9%
დამატებითი ღირებულების გადასახადი 1,651,000 1,914,865 116%
აქციზი 742,000 660,920 89.1%
იმპორტის გადასახადი 36,000 34,364 95%
სხვა გადასახადები -28,000 -96,419 29.0%
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ხაზინა

გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებაზეც გააკეთა აქცენტი. ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობამ 5.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილი ხარჯვის მოცულობის 95.1%-ია. აქედან ადმინისტრაციული ხარჯის ჯამური რაოდენობა 1 218 მლნ ლარია, რაც პროგნოზული ნიშნულის (1 314 მლნ ლარი) 92.7%-ს შეადგენს. ხოლო, არაფინანსური აქტივების ზრდის (ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული თანხა) მუხლი 360 მლნ ლარს უტოლდება, რაც გეგმიური მაჩვენებლის 91.1%-ია.

  დასკვნა

ექვსი თვის ფაქტობრივი მდგომარეობით, საგადასახადო შემოსავლების მუხლი სახელმწიფო და ნაერთ ბიუჯეტებში 105%-ით შესრულდა. სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, 101.9%-ით შესრულდა შემოსულობების ჯამური რაოდენობის ორი კვარტლის გეგმაც, თუმცა არა 104%-ზე მეტით, როგორც ეს გიორგი კაკაურიძის განცხადებაშია აღნიშნული. რაც შეეხება პრივატიზაციიდან შემოსავლებს (არაფინანსური აქტივების კლებას), სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებით, ექვსი თვის გეგმა 139%-ით შესრულდა.

ორი კვარტლის ფაქტობრივი მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა 5.3 მლრდ ლარია და შესაბამისი პროგნოზის 95.1%-ია. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, ნაერთ ბიუჯეტში აღნიშნული კომპონენტის მოცულობა ხუთი თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მართლაც შემცირებულია ჯამური 3.9 მლნ ლარით - აქედან, საქონელისა და მომსახურების კატეგორია 20.7 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო შრომის ანაზღაურების მუხლი 24.6 მლნ ლარითაა შემცირებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3212 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი