ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ეთერში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა მუნიციპალიტეტის სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისზე ისაუბრა. შათირიშვილის თქმით, ყველა სოფელში დგას ნაგვის ურნები, საიდანაც ნაგავი მანქანებს შეუფერხებლად გააქვთ.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

თელავის მუნიციპალიტეტში სულ 24 სოფელია. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფლებში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პრაქტიკის დანერგვა 2015 წელს დაიწყო. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის

თანახმად, ნაგვის ურნების შეძენა დააფინანსეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) - 75 ცალი რკინის და 16 ცალი პლასტმასის ურნა; ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის მუნიციპალიტეტს 300 ცალი რკინის კონტეინერი გადასცა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD); 4 რკინის და 10 პლასტმასის კონტეინერი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN). თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს დღეის მდგომარეობით ხუთი ნაგავმზიდი ემსახურება.

ადმინისტრაციული ერთეული ნაგვის ურნების რაოდენობა
აკურა 36
ვანთა 25
ქვემო ხოდაშენი 40
ბუშეტი 26
წინანდალი 56
კისისხევი 24
ნასამხრალი 9
კონდოლი 26
შალაური 28
კურდღელაური 42
გულგულა 20
ვარდისუბანი 32
იყალთო 38
რუისპირი 35
ნაფარეული 26
სანიორე 13
ჯუღაანი 6
ართანა 16
ფშაველი 21
ლეჩური 3
ყარაჯალა 53
ლაფანყური 14
ლალისყური 9
თეთრიწყლები 8
ჯამი 606

ფაქტ-მეტრი აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას მოსახლეობასთანაც შეეცადა. გამოვკითხეთ სოფელ აკურას რამდენიმე მაცხოვრებელი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნაგვის გატანის პრობლემა მოგვარებულია და უბნებში განთავსებული ბუნკერები კვირაში ორჯერ იცლება.

  დასკვნა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პრაქტიკის დანერგვა 2015 წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 24-ვე სოფელს ნაგვის ურნები საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით გადაეცა. ჯამში 606 ურნა. სოფლებიდან ნაგვის გატანას კვირაში ორჯერ ხუთი ნაგავმზიდი უზრუნველყოფს. სოფლებიდან ნარჩენები საბოლოოდ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ცენტრალურ ნაგავსაყრელზე იგზავნება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი