„რაც შეეხება გაზმომარაგებას, 2008-2012 წლებში 124 000 აბონენტი ჩაერთო სისტემაში, მოგვიანებით, 2013-2016 წლებში კი, 175 000 არის ეს მაჩვენებელი. ამ ხელისუფლების პირობებში გაზიფიკაციის მაჩვენებელი 50%-ით არის გაზრდილი“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით,საქართველოში 2008-2012 წლებში სულ 123 308 აბონენტი იქნა გაზიფიცირებული, 2013-2016 წლებში კი - 179 848 აბონენტი.
ცხრილი 1:
2008-2012 წლებში გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა
წელი | აბონენტთა რაოდენობა |
2008 | - |
2009 | 14 684 |
2010 | 36 901 |
2011 | 33 248 |
2012 | 38 475 |
სულ | 123 308 |
ცხრილი 2:
2013-2016 წლებში გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა
წელი | აბონენტთა რაოდენობა |
2013 | 46 998 |
2014 | 62 294 |
2015 | 36 016 |
2016 | 34 540 |
სულ | 179 848 |
2013-2016
წლებში 56 540 აბონენტით მეტია გაზიფიცირებული ვიდრე 2008-2012 წლებში. შესაბამისად, გაზიფიცირებულ აბონენტთა რაოდენობა 2008-2012 წლებთან შედარებით 46%-ით არის გაზრდილი.
ფაქტ-მეტრმა ენერგეტიკის სამინისტროდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი სახსრების სტატისტიკაც გამოითხოვა.ცხრილი 3: 2008-2012
წლებში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები (ლარი)
წელი | საბიუჯეტო სახსრები |
2008 | 4 189 646 |
2009 | 15 000 000 |
2010 | 0 |
2011 | 0 |
2012 | 0 |
სულ | 19 189 646 |
ცხრილი 4:
2013-2017 წლებში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები (ლარი)
წელი | საბიუჯეტო სახსრები |
2013 | 1 000 000 |
2014 | 20 999 650 |
2015 | 20 000 000 |
2016 | 20 000 000 |
2017 | 20 000 000 |
სულ | 81 999 650 |
როგორც გაირკვა, 2008-2012 წლებში ბიუჯეტიდან გაზიფიცირებისთვის სულ 19 189 646 ლარი გამოიყო, 2013-2017 წლებში კი 81 999 650 ლარი, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია. ამავე ინფორმაციით, 2010-2012 წლებში ბიუჯეტიდან გაზიფიცირებისთვის თანხები გამოყოფილი არ არის. თუმცა, იგივე პერიოდში თითქმის 100 000 აბონენტი გაზიფიცირდა.
აღნიშნულ საკითხში გარკვევა სემეკ-ის ყოფილ ხელმძღვანელს, გურამ ჩალაგაშვილს ვთხოვეთ. მისი განმარტებით, გაზიფიცირებისთვის თანხების გამოყოფა ბიუჯეტის ვალდებულება არ არის. გაზიფიცირების პროცესი უშუალოდ კონტრაქტორმა კომპანიებმა საკუთარი ფინანსებით უნდა უზრუნველყონ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია. სახელმწიფოს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, მაგალითად მაღალმთიანი სოფლების, ან რომელიმე კონკრეტული სოფლის გაზიფიცირებისთვის შესაბამისი თანხები გამოყოს. სწორედ ამით აიხსნება, რომ სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან გაზიფიცირებისთვის თანხები გამოყოფილი არ არის.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2017 წლის 24 იანვრის განკარგულებით, სოფლების გაზიფიცირებისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. განკარგულების თანახმად, გაზიფიცირება ქვეყნის 34 სოფელში უნდა განხორციელდეს. გეგმის მიხედვით, მთლიანად საქართველოში 25 798 აბონენტის გაზიფიცირებაა დაგეგმილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე, 2014 წლიდან,მოსახლეობას საკუთარ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანის საფასურის გადახდა ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლია. თავდაპირველი მინიმალური გადასახადი 25 ლარს შეადგენს.
დასკვნაენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2008-2012 წლებში საქართველოში სულ 123 308 აბონენტი იქნა გაზიფიცირებული, 2013-2016 წლებში კი 179 848 აბონენტი. შესაბამისად, 2013-2016 წლებში 56 540 აბონენტით მეტია გაზიფიცირებული, ვიდრე 2008-2012 წლებში, რაც 46%-იანი ზრდაა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის სიმართლე.