11 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინიტრაციულმა ორგანომ, სასამართლოს თანხმობის შემდეგ შპსჯორჯიან მანგანეზშისპეციალური მმართველი დანიშნა. კომპანიაში მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ხელისუფლება კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის მცდელობაში დაადანაშაულეს.

"ჯორჯიან მანგანეზი" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჩატარებული აუქციონის შედეგად, 2006 წლის 11 ნოემბერს, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად, სსჭიათურმანგანუმისაქტივებიც გაიყიდა. აუქციონში ვაჭრობის ერთადერთმა მონაწილემ - Georgian Manganese Holding Limited-მა გაიმარჯვა. კომპანიის 100% წილის მფლობელი ამერიკულიჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“ (GAA), რომელიც საკუთარი წარმოების ფეროშენადნობებით ამარაგებს ფოლადის მწარმოებელ კომპანიებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომჯორჯიან მანგანეზიოფიციალურად ამერიკულიამერიქან ელოიზისკუთვნილებაა, არსებობს ვარაუდი, რომ მის უკან უკრაინული ჯგუფი დგას, რომელიც საქართველოშიტაოპრივატბანკისმფლობელი იყო. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმოებული პროდუქცია საქართველოს ექსპორტის მნიშვნალოვან წილს შეადგენს (დაახლოებით 20%). ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანაც. ასე რომ, დღეს საქართველოს ორი უმსხვილესი საწარმოს მფლობელიჯორჯიან მანგანეზი. კომპანიას 5 500-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიას ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, საქართველოს მთავრობის მხრიდან მის მიმართ პრეტენზიები ხშირად გაისმის. ეს პრეტენზიები, ძირითადად, გარემოს დაბინძურებასა და ეკოლოგიური პრობლემების შექმნას უკავშირდება, რისთვისაც კომპანია მილიონობით ლარითაა დაჯარიმებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, პრეტენზიები მხოლოდ საბაბია, რაც ჭიათურის მანგანუმის მაღაროებისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დაუფლების მიზნს ემსახურება.

სპეციალური მმართველი თუმცა, ჭიათურაში ეკოლოგიის კუთხით რომ არცთუ სახარბიელო ვითარებაა, ესეც ცხადია. ქალაქში შექმნილ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. ბოლო წლებში გარემოსდაცვითი კანომდებლობის დარღვევის ფაქტებისა და გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჭიათურის წილი მნიშვნელოვანია. მაგალითად, 2014 წელს საქართველოს მასშტაბით გარემოსადმი მიყენებული ზიანის 89% მხოლოდ ჭიათურაზე მოდიოდა. „ჯორჯიან მანგანეზს“ კი, ბოლო წლებში ჯარიმის სახით 160 მილიონამდე დოლარის გადახდა დაეკისრა. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის ძირითადი მიზეზი სწორედ ეს გახდა. „კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიას და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სპეციალური მმართველის დანიშვნით სახელმწიფომ პრობლემის გამოსწორების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ახალმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ჭიათურასა და ზესტაფონში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივად გამოსწორების გეგმა/გრაფიკი უნდა შეიმუშაოს და პრობლემის აღმოფხვრას შეეცადოს. ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიას არ შეუჩერა საქმიანობის ნებართვა და ლიცენზია, რაც მას წარმოების გაგრძელების საშუალებას აძლევს.

კომპანიის არგუმენტები სხვაგვარად ფიქრობდნენ თავად კომპანიაში. მათთვის მიუღებელი იყო სპეციალური მმართველის დანიშვნა, რაც, მათი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის საქმიანობაში მიზანმიმართულ ჩარევასა და კერძო საკუთრების ძალადობრივი მეთოდით ჩამორთმევის მცდელობაზე მიუთითებს. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგჯორჯიან მანგანეზმაგანცხადება გაავრცელა, სადაც სახელმწიფო არამართლზომიერ და უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა. კომპანია მიიჩნევდა, რომ საქართვლოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მოიპოვა სასამართლოს ცალმხრივი ბრძანება, რომლითაც უხეშად ჩაერია კერძო მესაკუთრის უფლებებში, გაათავისუფლა მფლობელების დანიშნული დირექტორი და მის ნაცვლად მთავრობის მიერ შერჩეული სპეციალური მმართველი დანიშნა, რომელიც განუსაზღვრელი უფლებამოსილებით აღჭურვა, რაც, ფაქტობრივად, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებით სარგებლობას ნიშნავს. ასევე, კომპანიის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ელისუფლებამ კომპანია ჩააბარა დირექტორს, რომელიც კავშირშია კომპანიის საკუთრების უმნიშვნელო წილის, 4%-ის მფლობელებთან. ჯორჯიან მანგანეზი“ ასევე უსამართლოდ თვლის მისთვის 82 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების დაკისრებას, რადგან, კომპანიის პოზიციით, დაკისრებული ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვიანობის პრინციპებს და საწარმოო სტანდარტების პრაქტიკას ეწინააღმდეგება. როგორც კომპანაში განაცხადეს, ორმა ავტორიტეტულმა საერთაშორსო აუდიტორულმა კომპანიამ ვერ აღმოაჩინა საფუძველი, რისთვის შეიძლებოდა „ჯორჯიან მანგანეზს“ ასეთი დიდი ოდენობის ჯარიმები დაკისრებოდა. კომპანიაში სამართლებრივ დევნად შეაფასეს დაკისრებულ 160 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა გარემოს დაცვის რეგულაციების დარღვევისთვის და აღნიშნეს, რომ ქვეყანამ ბოროტად გამოიყენა კომპანიის მიმართ ეს რეგულაციები. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, საქართველოს მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში განზრახ ბლოკავდა კომპანიის მიერ ინიცირებულ საინვესტიციო პროექტს, რომელიც 25 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას გულისხმობდა ჭიათურაში გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობისათვის. მთავრობას ერჩივნა გარემოსდაცვითი დარღვევები გამოეყენებინა შემდგომ უსამართლო ჯარიმების დასაკისრებლად. საქართველოში GAA- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ზაქარია ზალიკაშილისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო სახელმწიფომ ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემის აღმოფხვრის მოტივით მსგავსი გადაწყვეტილება და კომპანიის მფლობელებს ამ მიზეზით რატომ შეუჩერა სხვა უფლებამოსილებები. მისი აზრით, სახელწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებში ეჭვს იწვევს დანიშნული სპეციალური მმართველიც. „იგი 2006 წლამდე ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ხელმღძღვანელი იყო, არ ფლობს ეკოლოგიურ საკითხებს და არ გააჩნია მისი გადაწყვეტის უნარები. ეს ადამიანი დაკავშირებული არის GAA- მცირე აქციონერთა ჯგუფთან და დღეს მოევლინა სპეციალურ მმართველად ისევჯორჯიან მანგანეზს“, ოღონდ არა როგორც ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, არამედ ამ კომპანიის სპეციალურ მმართველად, რომელშიც შედის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაც, - განაცხადა ზალიკაშვილმა. ალიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ მისცა კომპანიას საშუალება პრობლემების იმ გონივრულ ვადაში აღმოსაფხვრელად, რაც თვითონ დაუწესა.

შეთანხმება გავრცელებული ურთიერთბრალდებების შემდეგ, სპეციალური მმართველის წარდგენილი სამწლიანი გეგმის განსახილველად და მოსალაპარაკებლად კომპანიის წარმომადგენლები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტუმრობდნენ. 14 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, წარმოდგენილი სამწლიანი გეგმა უზრუნველყოფს (ადგილზე სალიცენზიო სანებართვო პირობების შესრულების პარალელურად) მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივად აღმოფხვრას. „ჯორჯიან ამერიქან ელოიზის“ აქციონერმა უელიელ ლაბირმა დაადასტურა, რომ წარდგენილი გეგმის განხორციელების შემდეგ მხარეებს შორის უკმაყოფილება აღმოიფხვრება. საზოგადოებისთვის უცნობია, რა გახდა ასე მოკლე დროში სიტუაციის რადიკალურად შემობრუნების საბაბი. მხარეები მოლაპარაკების დეტალებზე არ საუბრობენ. პრესკონფერენციაზე მხოლოდ სამწლიან გეგმასა და მიღწეულ შეთანხმებაზე გაკეთდა აქცენტი. ფაქტ-მეტრი თვალს მიადევნებს „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებულ მოვლენებს და ამ თემას კვლავ დაუბრუნდება.