რომ თურქეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ინვესტიციების სფეროში. მისი ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების რაოდენობამ 73 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, თურქეთიდან ინვესტიციების მოცულობამ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 275%-ით (4-ჯერ) აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობის 17%-ს შეადგენს.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
უკანასკნელი წლების მონაცემებით, ინვესტიციის სფეროში საქართველოს ყველაზე მსხვილი პარტნიორი ქვეყნები არიან: აზერბაიჯანი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, პანამა, აშშ და კვიპროსი. 2016 წლის მონაცემებით თურქეთი მე-2 ადგილზეა.
ცხრილი 1:
ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები საქართველოში, მლნ აშშ დოლარი
ქვეყანა | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
აზერბაიჯანი | 59 | 82 | 341 | 550 | 578 |
თურქეთი | 81 | 43 | 63 | 73 | 272 |
გაერთიანებული სამეფო | 94 | 55 | 108 | 386 | 121 |
ნიდერლანდები | 35 | 153 | 374 | 155 | 95 |
ჩეხეთი | 8 | 44 | 52 | 17 | 93 |
ლუქსემბურგი | 42 | 143 | 110 | 106 | 79 |
პანამა | 10 | 26 | 71 | 10 | 78 |
აშშ | 20 | 45 | 182 | 18 | 45 |
კვიპროსი | 39 | -106 | -5 | -29 | 38 |
2015
წლის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების რაოდენობამ 73 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. აგრეთვე, 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 272 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 275%-ით (3.72-ჯერ) მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.
გრაფიკი 1:თურქეთის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები მლნ დოლარში და ზრდის ტემპი
წყარო: საქსტატი
რაც შეეხება ჯამურ ინვესტიციებში თურქეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციის წილს, 2016 წელს ეს მაჩვენებელი მართლაც 17% იყო.
თურქეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობას, შაჰ დენიზი 2-ის გაზსადენის მშენებლობას და ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ პროექტებს უკავშირდება.
დასკვნაგიორგი გახარია თურქეთიდან შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებით მონაცემებს ძირითადად ზუსტად ასახელებს. 2015 წლის სტატისტიკით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების ოდენობამ 73 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო, 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 275%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობის 17%-ს შეადგენს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გახარიას განცხადება არის სიმართლე.