პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით: „ენერგეტიკის სფეროში 2007-2012 წლებში მთელი დადგმული სიმძლავრეების მოცულობა არის 8 მეგავატი, 2013-2016 წლებს რაც შეეხება, სიმძლავრე არის 415 მეგავატი“.

ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის

 თანახმად, 2007-2012 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა ხუთი სადგური, მათი ჯამური სიმძლავრე 11 მეგავატია.

ცხრილი 1: 2007-2012

წლებში ექსპლუატაციაში შესული სადგურები და მათი სიმძლავრე

დასახელება დადგმული სიმძლავრე, მგვტ ექსპლუატაციაში გაშვების წელი
ბოლდოდაჰესი 2 2007
საკენიჰესი 1.4 2008
ოკამიჰესი 1.6 2009
მინი ჰესი ხადორი 1 0.65 2010
ხადორიჰესი 2 5.4 2012
ჯამი 11.05

2013-2016

წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 20 სადგური, მათი ჯამური სიმძლავრე 548 მეგავატია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ელექტროსადგურების ნაწილი, რომელიც 2012 წლის შემდეგ შევიდა ექსპლუატაციაში, წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტები იყო. მაგალითისთვის ჩვენ განვიხილეთ ყველაზე მსხვილი სადგურები.

ლარსიჰესის დადგმული სიმძლავრე 19 მეგავატია, მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. ასევე 2011 წელს დაიწყო ბახვიჰესი 3-ის მშენებლობა, რომლის სიმძლავრეც 10 მეგავატია. არაგვიჰესის მშენებლობა 2012 წლის თებერვალში დაიწყო, მისი სიმძლავრე 8 მეგავატია. ერთ-ერთი მძლავრი ჰიდროელექტრო სადგური- ფარავანჰესი, რომლის სიმძლავრეც 86.5 მეგავატია, 2014 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. 2012 წელს დაიწყო დარიალიჰესის

მშენებლობაც, რომელიც ექსპლუატაციაში 2016 წელს შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრე კი 108 მეგავატია.

ცხრილი 2: 2013-2016

წლებში ექსპლუატაციაში შესული სადგურები და მათი სიმძლავრე

დასახელება დადგმული სიმძლავრე, მგვტ ექსპლუატაციაში გაშვების წელი
ლარსიჰესი 19 2013
დაგვაჰესი 0.1 2013
შილდაჰესი 5 2013
ბახვიჰესი 3 10 2013
არაგვიჰესი 8.5 2013
ალაზანიჰესი 2 6 2013
ფარავანჰესი 86.5 2014
ახმეტაჰესი 9.1 2014
კაზრეთიჰესი 2.5 2014
ყაზბეგიჰესი 6 2014
რაჭაჰესი 11 2015
გარდაბნის თბოსადგური 231.2 2015
ფშაველაჰესი 1.95 2015
დებდაჰესი 3 2015
ტყიბულის თბოსადგური 13.2 2016
ქართლის ქარის სადგური 20.7 2016
დარიალიჰესი 108 2016
შაქშაქეთიჰესი 1.5 2016
საგურამოჰესი 4.4 2016
მაქსანიაჰესი 0.5 2016
ჯამი 548.15  

  დასკვნა 2007-2012

წლებში ექსპლუატაციაში შევიდა ხუთი ელექტროსადგური, მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 11 მეგავატია. 2013-2016 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 20 სადგური, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 548 მეგავატია.

2013-2016

წლებში დადგმული სიმძლავრეების მოცულობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ირაკლი კობახიძე ასახელებს და 2007-2012 წლებთან შედარებით ამ მხრივ მართლაც დიდი ზრდა გვაქვს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ ელექტროსადგურების ნაწილის მშენებლობა (სულ მცირე ხუთი, რომელთა სიმძლავრეც 231.5 მეგავატია და რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში შევიდნენ ექსპლუატაციაში) წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო და აღნიშნულ შედეგს მხოლოდ თავის ხელისუფლებას მიაწერს.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი