• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

22/05/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
2017 წლის 28 მარტიდან, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ე.წ. კოპიტნარის აეროპორტი საბჭოთა პერიოდში აშენდა და ის ნგრევის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენდა, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში აეროპორტის განვითარების გეგმა არ შემუშავდა და მისი რეაბილიტაცია და, ფაქტობრივად, თავიდან მშენებლობა არ დაიწყო. 2012 წლის 28 აგვისტოს ახლადაშენებული აეროპორტის ასაფრენი ბილიკი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გახსნა. 2012 წლის 27 სექტემბერს პირველი ოფიციალური ფრენა კიევის მიმართულებით შედგა. მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმზიდველობა დაბალფასიანი ბილეთები უნდა ყოფილიყო. არსებობდა აეროპორტის რეგიონის საჰაერო ტრანსპორტის ჰაბად ქცევის იდეაც. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალი მთავრობა აეროპორტის შესაძლებლობებს თავიდან სკეპტიკურად უყურებდა. ხშირად ისმოდა დაბალბიუჯეტიანი აეროპორტების ცენტრად ქცევის კონცეფციის კრიტიკა. აეროპორტის გასავითარებლად წინა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტები დროებით შეჩერდა, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა, იმით ახსნა, რომ აეროპორტი 2012 წელს ძალიან ნაჩქარევად გაიხსნა და მთელი 2013 წლის განმავლობაში ახალ ხელისუფლებას მის გასამართად „მუხლჩაუხრელი შრომა“ მოუწია. დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მფლობელი/ექსპლუატატორი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა“.  აეროპორტიდან ყველაზე მეტი მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია „ვიზეარი“ ახორციელებს (ქუთაისის აეროპორტთან მომუშავე კომპანიები და მიმართულებები). ბილეთების ფასი საგრძნობლად დაბალია და 25 ევროდან იწყება. მაგალითად, 25 ევრო ღირს  ბილეთი ლარნაკას, სალონიკის, მემინგემის, მიუნხენის, სოფიას მიმართულებით. მიმართულებების დამატებასთან ერთად, უმჯობესდება აეროპორტის სერვისებიც. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთ წელიწადში მზად იქნება აეროპორტამდე მიმავალი რკინიგზაც, რომელიც მგზავრებს პირდაპირ აეროპორტში მიიყვანს. სამგზავრო რეისები დაემატა აეროპორტიდან მოძრავ საავტომობილო ტრანსპორტსაც. 2012 წლიდან მოყოლებული, აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდებოდა. ეს ტენდენცია მხოლოდ 2015 წელს ჩავარდა. მაშინ ეს ფაქტი ოპოზიციამ ქართულ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს დაუკავშირა, რომლის მიხედვითაც გარკვეული ქვეყნებიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლა აეკრძალათ. ასევე, თითქმის 70 ქვეყნის მოქალაქეებს აღარ ჰქონდათ საზღვარზე ვიზის აღების უფლებაც. ამ პოლიტიკამ ასახვა ჰპოვა ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადზეც და მათი რიცხვი წინა წელთან შედარებით 2015  წლის განმალობაში 14 %-ით შემცირდა. საერთო ჯამში, სიტუაცია არც 2016 წელს გაუმჯობესებულა, როცა ქუთაისის აეროპორტი თითქმის იგივე რაოდენობის საერთაშორისო ვიზიტორს მოემსახურა.   ცხრილი 1: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა ნაკადის წლიური სტატისტიკა (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები)
წელი რაოდენობა
2015 183 804
2016 182 026
  იმოქმედა თუ არა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადზე? საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას თუ მოვიშველიებთ, ქუთაისის აეროპორტში, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ევროპის მიმართულებით გადაადგილებული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი აპრილში, რომელიც ასე გამოიყურება:   ცხრილი 2: მგზავრთა ნაკადი ევროპის მიმართულებით/ევროპიდან და პროცენტული ცვლილება
 წელი 2016 წინა თვესთან შედარებით 2017 წინა თვესთან შედარებით
მარტი 8 975 134.9% 11 578 114.05%
აპრილი 12 560 139.9% 19 943 172.24%
  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის მიერ გამოქვეყნებული ამ მონაცემების გარდა, 1 მაისს დავით აღმაშენებლის აეროპორტის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლითაც მიმდინარე წლის აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა საერთო ნაკადმა 36 207 შეადგინა (წინა წელს ეს მაჩვენებელი 16 881 იყო). თუ ამ მონაცემს ტურიზმის ეროვუნლი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას შევადარებთ, გამოვა, რომ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნახევარზე მეტი ევროპასთან დაკავშირებული ვიზიტორია. ასევე, აპრილში ევროპის მიმართულებით უფრო მეტ ადამიანს მოემსახურნენ, ვიდრე ერთად აღებულ ყველა სხვა ქვეყნისა და შიდა ფრენებით გადაადგილებულ მგზავრებს.
თეგები:
ლევან ლორთქიფანიძე
ქუთაისის აეროპორტი
სკოლები
საპატრულო პოლიცია
ირმა ბახუტაშვილი
ირმა ბახუტაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა