პატრიოტთა ალიანსის" გორის წარმომადგენელმა, თამარ კოდოშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ყურადღება მაჟორიტარულ სისტემაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქალაქ გორის და რაიონის დეპუტატებს, იოსებ მაკრახიძეს და თემურ ხუბულურს, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლა არ ჰქონიათ.
„ვინმეს გინახავთ, ან ქალაქის ან რაიონის მაჟორიტარი, რაც დეპუტატები გახდნენ, სიტყვით გამოსულიყვნენ პარლამენტში და დაეყენებინოთ მათი ქალაქისთვის თუ რაიონისთვის დამახასიათებელი პრობლემები? საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვე გავიდა და საკანონმდებლო ორგანოში არცერთი გამოსვლა არ ჰქონიათ“, - აღნიშნაკოდოშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2016 წლის 18 ნოემბერს გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში მაკრახიძე და ხუბულური ფრაქცია „ქართული ოცნების” და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები არიან. 2017 წლის 7 თებერვალს კი გორის რაიონის დეპუტატი თემურ ხუბულური სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრიც გახდა.ფაქტ-მეტრი დეპუტატების პრესსამსახურის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა საკითხები დააყენეს ამ დრომდე გორის და გორის რაიონის მაჟორიტარებმა საკანონმდებლო ორგანოში და თუ გააჩნიათ ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა, რაზეც განგვიმარტეს, რომ პარლამენტში დეპუტატების სიტყვით გამოსვლის ფოტო-ვიდეო მასალებს არ ფლობენ. აღნიშნული დეპუტატების პარლამენტში სიტყვით გამოსვლის ფაქტი ვერც ფაქტ-მეტრმა მოიძია.
ამ საკითხზე კომენტარი თავად იოსებ მაკრახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ 6 თვიანი პერიოდი ტრიბუნის გამოყენების გამოცდილებისთვის მისთვის არასაკმარისია. მან ასევე განმარტა, რომ აგრარული კომიტეტის სხდომებსა და მოქალაქეთა მიღების პროცესში აქტიურადაა ჩართული. ცნობილია ისიც, რომ იოსებ მაკრახიძეს ხმის მიცემის პროცესში 125 ჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა. აქედან დაყენებული საკითხების სასარგებლოდ 96-ჯერ მისცა ხმა, 29-ჯერ - წინააღმდეგ. თემურ ხუბულურსკი 94-ჯერ სასარგებლოდ აქვს ხმა მიცემული, 31-ჯერ კი წინააღმდეგ.
შესაძლოა, გორისა და ქალაქის მაჟორიტარებმა, გორისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, სხვადასხვა უწყებებს წერილობით მიმართეს, თუმცა, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლებით ან/და პლენარულ სხდომაზე რაიმე ფორმით სიტყვით გამოსვლის უფლებით ამ დრომდე არ უსარგებლიათ.
ფაქტ-მეტრმა ხუბულურის და მაკრახიძის გადეპუტატებიდან ამ დრომდე განხორციელებული აქტივობებიც შეისწავლა.
იოსებ მაკრახიძემ დეპუტატის სტატუსით პირველი შეხვედრა გორში მოქმედ არასამთავრობო სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან გამართა. „ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია მსგავსი სახის შეხვედრების ინტენსიურად გამართვა. მეტი კომუნიკაცია, ინოვაციები და მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნამაკრახიძემ.
აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში გორის მაჟორიტარი დეპუტატი შეშის დარიგების პროცესს დაესწრო ბუნებრივი აირის არმქონე მოსახლეობაში, რა დროსაც განმარტა,რომ დახმარება წინასაარჩევნო დაპირების შედეგად განხორციელდა.
2017 წლის 27 თებერვალს გორის მაჟორიტარი დეპუტატი ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდადა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად პრობლემის უმოკლეს ვადებში აღმოფხვრას დაპირდა.
მიმდინარე წლის 11 მარტს კი იოსებ მაკრახიძემ საქართველოს პარლამენტში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლადა საპარლამენტო ცხოვრება გააცნო.
13 მარტს იოსებ მაკრახიძის ინიციატივით გორში, კვერნაკის დასახლებაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო, სადაც დეპუტატმა აღნიშნა,რომ ზაფხულის სეზონზე მსგავსი აქტივობები მისი მხარდაჭერით, ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
16 მარტს ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატი პროგრამაში - „მომავლის თაობა“ ჩართულ მოსწავლებს შეხვდა, სადაც მათი აქტივობებით დაინტერესდა და მოზარდების კითხვებსაც უპასუხა. სააღდგომოდ მაკრახიძემ 40-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულადა დღესასწაული მიულოცა.
მიმდინარე წლის 28 აპრილს კი გორის ახალგაზრდულ ცენტრში პარლამენტის წევრმა გერმანულ-ებრაული საზოგადოების წევრებთან გამართა შეხვედრა.მთავარი აქცენტები ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელზე, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებზე, არსებულ ხარვეზებსა და სამომავლო განვითარებაზე გაკეთდა.
რაც შეეხება რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, რომელიც ახალგაზრდულ-სპორტული კომიტეტის წევრიცაა, თემურ (თენგიზ) ხუბულური მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო და ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მდუმარე დეპუტატთა ნუსხაშიაღმოჩნდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამჯერად ის მაჟორიტარი დეპუტატია და რაიონში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებს ხშირად ესწრება.
2016 წლის 18 ნოემბრის შემდეგ პირველი შეხვედრა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში გამართადა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.
25 დეკემბერს მან გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვახრელსა და ხიდისთავში სასმელი წყლის პროექტების მიმდინარეობა დაათვალიერა. 2017 წლის პირველ თვეს კი ის სოფლებში (კარალეთი, გარეჯვარი, ზეღდულეთი, ბერშუეთი) არსებული საბავშვო ბაღების მდგომარეობით დაინტერესდა. დეპუტატის ბიუროს მიერ მოსახლეობასთან შეხვედრების ამსახველი ფოტოები მისი ფეისბუქის გვერდზეც აქტიურად ქვეყნდება. 1 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს, საკრებულოს დეპუტატებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდა. ის პერიოდულად მონაწილეობას იღებსადგილობრივ მუნიციპალიტეტში გამართულ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ შეხვედრებში და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ეცნობა.
თემურ ხუბულური მაკრახიძის მსგავსად ბუნებრივი აირის არმქონე ოჯახებს შეშით დაეხმარა და სხვადასხვა სოფელში მიმდინარე პროექტების გასაცნობად ადგილზე ჩავიდა. როგორც მისი ფეისბუქ გვერდიდან ვიგებთ, ის ყურადღებას იჩენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ და მათ მდგომარეობას პირადად ეცნობა. სააღდგომოდ, დეპუტატის ბიუროს ინიციატივით სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება „სიკეთე - გზა უკვდავებისკენ!” მოეწყო. სადაც ცნობილი გახდა, რომ შემოსული თანხები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემოდა. ასევე, დეპუტატის რანგში თემურ ხუბულური ძირითადად ადგილობრივი მედიის ეთერშიჩნდება.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ ქალაქ გორის და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური ადგილობრივ ღონისძიებებში (გორში) მონაწილეობას ხშირად იღებენ, თუმცა, ჯერჯერობით, მე-9 მოწვევის პარლამენტში ისინი სიტყვით არ გამოსულან.
შესაბამისად, თამარ კოდოშვილის განცხადება არის სიმართლე.