• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
17 წლის გოგონას გატაცების ისტორია

17 წლის გოგონას გატაცების ისტორია

08/05/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
მარნეულის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მე-12 კლასელი გოგონა 28 წლის მამაკაცმა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. როგორც გატაცებულის კლასის დამრიგებელი ამბობს, გოგონამ კარგად იცის ქართული, ატესტატის მისაღებად რვა გამოცდიდან სამი წარმატებით ჩააბარა და სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში აპირებს. გატაცებული გოგონას სახლი სკოლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, მის სახლამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია, მიუხედავად ამისა ის გაკვეთილებს არასდროს აცდენდა. 2017 წლის 28 აპრილს გოგონა სკოლაში არ მისულა. როგორც საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, ის სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მისმა თანასოფლელმა, 28 წლის მამაკაცმა, ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა. დირექტორის თქმით, მან ამ ფაქტის შესახებ გატაცებული გოგონას კლასელისგან შეიტყო: „ეს ამბავი დილით მოხდა, დაახლოებით ცხრა საათი იქნებოდა, პირველი გაკვეთილი დაწყებული იყო, მე ეზოში ვიყავი, ამ დროს გოგონას კლასელი ჩემთან განერვიულებული მოვარდა და მითხრა, რომ ბავშვი გაიტაცეს. მე მაშინვე პოლიციაში დავრეკე“. გატაცებული გოგონას კლასელი, რომელიც უშუალოდ შეესწრო გატაცებას, ამბობს რომ ამ ფაქტს მის გარდა ბევრი თვითმხილველი ჰყავს. „მე წინააღმდეგობას ვუწევდი, არ მინდოდა მოეტაცებინათ, მას ხელი მოჰკიდეს და მანქანაში ძალით ჩასვეს, ძალიან შემეშინდა. გარშემო ხალხი იყო, ვყვიროდი რომ ვინმე დამხმარებოდა, მაგრამ არავინ მომეშველა, მაშინვე სკოლაში გავიქეცი და დირექტორს დახმარება ვთხოვე“. 28 აპრილს პოლიცია ახალგაზრდების კვალს უშედეგოდ ეძებდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, ვინ მოიტაცა გოგონა, ვინ შეესწრო გატაცების ფაქტს, პოლიციამ ცხელ კვალზე გასვლა მაინც ვერ შეძლო. გატაცების დღეს გატაცებულის მშობლები აცხადებდნენ, რომ შვილს სახლში დააბრუნებდნენ, რადგან მათ გოგონას გათხოვება არ უნდოდათ, მაგრამ პოლიციამ იმ დღეს გოგონას პოვნა ვერ მოახერხა. ის 29 აპრილს იპოვნეს. მან განაცხადა, რომ გამტაცებელი უყვარს და მასათან დარჩება. „მე შოკში ვიყავი, არ მჯეროდა ეს პასუხი, ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო“, - ამბობს გოგონას კლასის დამრიგებელი. „მასთან ხშირად მისაუბრია ოჯახის შექმნის საკითხებზე, ყოველთვის მკაფიო, მყარი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხზე, უნდოდა სკოლა დაემთავრებინა, განათლება მიეღო და მერე შეექმნა ოჯახი, ხშირად ვატარებდი გენდერულ საკითხებზე ტრენინგებს და სემინარებს, ის ყოველთვის მონაწილეობდა და ადრეულ ასაკში ქორწინებას გმობდა“, - აღნიშნავს გატაცებული გოგონას საჯარო სკოლის მოხალისე მასწავლებელი მაკა მენთეშაშვილი. გატაცებული გოგონას და გვიყვება, რომ მათთან სახლში რამდენჯერმე მივიდნენ 17 წლის გოგონას ხელის სათხოვნელად, თუმცა თანხმობა არასდროს მიუციათ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას გატაცების დღეს ოჯახი შვილის დაბრუნებას ითხოვდა, აცხადებდა რომ ის მოიტაცეს, რამდენიმე დღის შემდეგ მათ აზრი შეიცვალეს. „ვიცი, რომ დაუჯერებელი შეიძლება იყოს, თავიდან არც მე მჯეროდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს დას ველაპარაკე, დავიჯერე რომ ის ძალით არ გათხოვილა, ამბობს რომ ეს ბიჭი უყვარს და თავისი ნებით გაჰყვა მას ცოლად“. გატაცებული გოგონას ეს პასუხი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოულოდნელი იყო მისი კლასის დამრიგებლისთვის, თუმცა ის ფიქრობს, რომ ზუსტად იცის ის მიზეზები, რის გამოც 17 წლის გოგონა გამტაცებელთან ოჯახის შექმნას დათანხმდა. „ჩვენ ასეთი ტრადიცია გვაქვს, ალბათ ჰქონდათ სექსუალური კავშირი და ოჯახი გოგოს სახლში ვეღარ დააბრუნებდა, ეს სირცხვილად ითვლება, ალბათ მშობლები ელაპარაკნენ, რომ უნდა დარჩეს, და გოგოც დათანხმდა“, - ამბობს კლასის დამრიგებელი. რამდენიმე დღის წინ, გატაცებულმა გოგონამ სატელევიზიო კომენტარიც გააკეთა: „მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სიყვარულით გავთხოვდი... პრობლემები გვექმნება, ხშირად გვიბარებენ პროკურატურაში, მინდა ყველამ გაიგოს, რომ ჩემი ნებით გავთხოვდი“. ნონა სამხარაძე, რომელიც აქტიური მარნეულელია და გენდერული საკითხების პრობლემების მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული, პოლიციის არაეფექტურ მუშაობას უსვამს ხაზსს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ გოგონას პოლიცია 28 აპრილს, გატაცების დღეს იპოვნიდა, ანუ მას არ მოუწევდა ღამის გატარება გამტაცებელთან, მას ოჯახი აუცილებლად დაიბრუნებდა და გოგონაც აღარ განაცხადებდა, რომ გამტაცებელი უყვარს. „სავარაუდოდ, გამტაცებელი გადაიხდის 5 ათას ლარს და პრობლემაც ამით „მოგვარდება“, - ამბობს ნონა სამხარაძე. ამ ფაქტს საზოგადოებაში შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვა, უფლებადამცველებმა საქართველოს პროკურატურის წინ აქცია გამართეს. შსს-ს ინფორმაციით კი, გოგონას გამტაცებელს ბრალი უკვე წარედგინა, სსკ 143-ე მუხლის 3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქმე სასამართლოს განხილვისთვის გადაეცემა. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე ქორწინება საქართველოს კანონმდებლობით სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აკრძალულია, ამას 28 წლის მამაკაცისთვის 17 წლის გოგონას ცოლად მოყვანაში ხელი არ შეუშლია. გოგონას 18 წელი ივნისში შეუსრულდება და სავარაუდოდ სწორედ ამ დროს ის გამტაცებლის კანონიერი ცოლი გახდება.
თეგები:
ირაკლი ცეცხლაძე
ოკუპაცის კანონპროექტი
სიღარიბის მაჩვენებელი
ჯაბა ბერიძე
ნანა სისვაძე
ნანა სისვაძე

ყველა სიახლე

  • ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ექსპორტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა

    ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემ...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

    ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართვ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო

    EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უც...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა