• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
54 930 ლარად შეფასებული ორი „მიცუბისის“ შემდეგ, კიდევ ორი ავტომობილი გორის გამგეობის ავტოპარკში

54 930 ლარად შეფასებული ორი „მიცუბისის“ შემდეგ, კიდევ ორი ავტომობილი გორის გამგეობის ავტოპარკში

06/05/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ორ მსუბუქ მეორად ავტომანქანას ყიდულობს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეძენილი ავტომანქანები ზედამხედველობის სამსახურს მოემსახურება. იმავე სხდომაზე საკრებულომ ავტომანქანებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, თხოვების ხელშეკრულებით, გამგეობა „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანას გორის მერიას გადასცემს. ფაქტ-მეტრი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ავტოპარკში არსებული ავტომანქანებით და მათი შეძენა-გასხვისებასთან დაკავშირებული თანხებით დაინტერესდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავტომანქანის შეძენას ერთი წლის წინაც გეგმავდა. თუმცა, მაშინ მაღალი გამავლობის, არანაკლებ 2015 წელს გამოშვებული პიკაპის მარკის ავტომანქანის შეძენა (რომლის საწყის ფასადაც 54 800 ლარი იყო გამოცხადებული) ვერ მოხერხდა. გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერი იმ მიზეზით ჩაიშალა, რომ შემოთავაზებული მოდელი მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. ავტომანქანის შეძენაზე ერთადერთი პრეტენდენტი შპს „ჯეო ავტო პირველი“ გამგეობისგან დაწუნებული აღმოჩნდა. ფაქტ-მეტრმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან 2014-2017 წლებში შეძენილი და გასხვისებული ავტომანქანების ნუსხა გამოითხოვა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ამ ორგანოს ბალანსზე 7 ავტომანქანა ირიცხებოდა, მათგან უმრავლესობას მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენდნენ. 2015 წელს ეს რაოდენობა ერთით გაიზარდა, თუმცა ჩამონათვალში „ვაზ-2107“, ორმა ავტომანქანამ („შკოდა“ და „ნივა“) ჩაანაცვლა. 2016 წელს გორის მუნიციპალიტეტის ავტოპარკში „მიცუბისის“ პიკაპის ტიპის 2 ახალი ავტომანქანა გამოჩნდა, რომლებმაც წინა წელს ნაყიდი „შკოდა“ ჩაანაცვლეს. მუნიციპალიტეტმა „მიცუბისი L 200”-ში პირველად 25 480 ლარი, მეორედ კი 29 450 ლარი გადაიხადა. 2017 წლის ამ პერიოდის მდგომარეობით კი, ავტოპარკში მანქანების რაოდენობა შემცირდა და 9-ის ნაცვლად 7 დარჩა. წლევანდელ ჩამონათვალში „ლექსუსი“ (RX 350) და "ლენდ როვერი" (Discovery) აღარ იძებნება. პირველი მათგანი, როგორც საკრებულოს სხდომაზე გაირკვა, თხოვების ხელშეკრულებით გორის მერიას გადაეცა, მეორეს შესახებ კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 2016 წელს ელექტრონული აუქციონის გზით სულ 7 ავტომანქანა გაასხვისეს და შედეგად 15 300 ლარი მიიღეს.   nino   გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი აღნიშნავს, რომ ახალი მანქანების შეძენა მოძველებული მანქანების გასხვისების შედეგად ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ავტოპარკში ამჟამად არსებული 7 ავტომანქანიდან თითქმის ყველა მაღალი გამავლობისაა და აქედან მხოლოდ ორია განპიროვნებული. „ტოიოტა პრადოთი“ გამგებელი, „მერსედეს ბენცით (ML-350)“ კი, საკრებულოს თავმჯდომარე სარგებლობს. დანარჩენი 5 მანქანა საჭიროების მიხედვით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურს ემსახურება. როგორც აღვნიშნეთ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავტოპარკს მალე კიდევ ორი მეორადი ავტომანქანა შეემატება. ავტომანქანების შეძენის საფუძვლად მთის კანონის ამოქმედება დასახელდა, რის შედეგადაც მთიან სოფლებში ხშირი მოძრაობა უწევთ. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხებით მოხდება ავტომობილების შეძენა. საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ გასხვისებული ავტომანქანებიდან შესული თანხა დაახლოებით 20 000 ლარამდეა, რომელსაც გარკვეულ თანხას კიდევ დაუმატებენ და მთიანი ზონისთვის ორ ავტომანქანას შეიძენენ. სინამდვილეში კი გასულ წელს ავტომანქანების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა 15 300 ლარით განისაზღვრა. არ არის გამორიცხული, მუნიციპალიტეტს ავტომანქანების შესაძენად დამატებითი ხარჯების გაღება მოუწიოს, მაშინ, როცა „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანა ქალაქის მერიას თხოვების ხელშეკრულებით გადაეცა. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება და ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ავტომობილების სატენდერო განაცხადზე მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია სასურველი მეორადი ავტომანქანების მარკა და მათი საწყისი ფასი.
თეგები:
დავით კირკიტაძე
გოდოგანი
ოთარ კვირიკაშვილი
დავით ბატაშვილი
თამუნა უჩიძე
მიხეილ თათარაძე
სკოლები
ნინო ჩიბჩიური
ნინო ჩიბჩიური

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა