მიმდინარე წლის 7 აპრილს, პრეზიდენტის წლიური ანგარიშის დროს პარლამენტში გამართულ დებატებზე, პარლამენტის წევრმა და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო სტატისტიკაზე ისაუბრა და განაცხადა: „გამამართლებელი განაჩენის სტატისტიკა გასულ წელს ძალიან საინტერესო იყო - 429 გამამართლებელი განაჩენი, აქედან 300-ზე მეტი სასამართლოს მიერ სრულად გამართლებული. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პატიმრობას, 2016 წლის მონაცემებით 4.3%-ია, როდესაც, 2011 წელს 20% იყო“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალის ვერ დადასტურებას ნიშნავს. ხოლო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ პირის ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა. 2004-2012 და 2013-14

წლებში სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის პროცენტული წილი თითქმის უახლოვდებოდა 100%. მაგალითად, 2004 წელი - 99.6%; 2007 წელი - 99.8%; 2011 წელი - 97.7% და ა.შ. 2012 წლის შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენის წლიური პროცენტული რაოდენობა შედარებით შემცირდა. მაგალითად, 2012 წელი - 91.2%; 2013 წელი - 92.9% და ა.შ.

უშუალოდ განცხადებაში ნახსენები 2011 და 2016 წლების სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის რაოდენობის დასადგენად ფაქტ-მეტრმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა. უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2011

წელს, საქართველოს საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში განაჩენის გამოტანით განხილულია 14 539 საქმე 18 212 პირის მიმართ, მათ შორის გამამართლებელი განაჩენი 56 პირის მიმართ არის გამოტანილი. 2016 წელს განაჩენის გამოტანით განხილულია 14 398 საქმე 16 064 პირის მიმართ და აქედან გამამართლებელი განაჩენი 227 პირის მიმართ არის გამოტანილი.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პატიმრობას, 2011 წელს სულ განხილულია 24 309 საქმე და აქედან (ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 22 574 საქმეს) პატიმრობა შეეფარდა 4 461 პირს. პროცენტული მაჩვენებელი - 19.8%. 2016 წელს

სულ განხილულია 30 775 საქმე (აქედან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 18 368 საქმეს) პატიმრობა შეეფარდა 793 პირს. პროცენტული მაჩვენებელი კი 4.3%-ია.

დასკვნა

ეკა ბესელიას განცხადებით, უკანასკნელ წლებში გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა და, ამავე დროს, შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის პროცენტული მაჩვენებელი. ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2016 წელს გამამართლებელი განაჩენი დადგა არა 429 პირს, არამედ 227 პირის მიმართ. ადმინისტრაციულ პატიმრობას რაც შეეხება, 2016 წელს იგი შეეფარდა 793 პირს, რაც საერთო ადმინისტრაციული საქმეების მაჩვენებლის 4.3%-ია, ხოლო იგივე მაჩვენებელი 2011 წელს 19.8% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატი ერთ-ერთ მონაცემს არასწორად ასახელებს (ნაცვლად 429 პირისა გამამართლებელი განაჩენი 227 პირის მიმართ დადგა), ზოგადად, წინა წლებთან შედარებით პატიმრობის სტატისტიკა ნამდვილად შემცირებულია.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი