• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Freedom House-ის 2017 წლის რეიტინგში საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორისაა

Freedom House-ის 2017 წლის რეიტინგში საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორისაა

28/04/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველომ ჯამში 100-დან 50 ქულა მიიღო და კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველომ საერთო მაჩვენებელი 1 ქულით გაიუარესა. 2016 წლის მონაცემებით, საქართველომ შეფასებისას, 100-დან 49 ქულა მიიღო (დაბალი ქულა უკეთეს მაჩვენებელს ნიშნავს). Freedom House-ის რეიტინგის მიხედვით, პრესის თავისუფლების კუთხით საქართველოს 200 ქვეყანას შორის 102-ე ადგილი უკავია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მას საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. პრესის თავისუფლების ინდექსში 8 ქულით ლიდერობს ნორვეგია, მას 11 ქულით ნიდერლანდები და შვედეთი მოსდევს, 12 ქულით ბელგია და ა.შ. რეიტინგში 98 ქულით ბოლო ადგილს თურქმენეთი და ჩრდილოეთ კორეა ინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიხედვით, Freedom House-ის 2017 წლის დეტალური ანგარიში ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ორგანიზაციის ბოლო ანგარიშებში საქართველოს შესახებ ყურადღება იყო გამახვილებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, კითხვები იყო დასმული მედიამფლობელების კუთხით. ასევე, საუბარი იყო პოლარიზებულ მედიაგარემოზეც. Freedom House-ის რეიტინგში ასევე შეფასებულია ქვეყანაში არსებული სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოც. სამართლებრივი კუთხით საქართველოს 30-დან 13 ქულა, პოლიტიკური გარემოს მიხედვით 40-დან 21 ქულა, ხოლო ეკონომიკური გარემოს მიხედვით კი, 30-დან 16 ქულა აქვს მინიჭებული. სამართლებრივი და ეკონომიკური გარემოს კუთხით, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი უცვლელია. რაც შეეხება პოლიტიკურ გარემოს, ის წინა წელთან შედარებით 1 პუნქტით არის გაუარესებული.
თეგები:
სტატუსშეჩერებული სტუდენტები
ბესო ნამჩვაძე
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია
ნატალია ვახტანგაშვილი
ნატალია ვახტანგაშვილი

ყველა სიახლე

  • ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის არჩეული მერების ბედს

    ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ ვიზა-ლიბერალიზაციას გაგიუქმებთო

    არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე, რეზერვების მოცულობა მხოლოდ 570 მლნ დოლარით გაიზარდა

    1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა