„როცა ათეულ ათასობით ადამიანს უხსნიან სოციალურ დახმარებას იმის გამო, რომ ამის ფული არ აქვთ ბიუჯეტში, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მანანა კობახიძეებისთვის ეყიდა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების მანქანები“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
თავისი განცხადების პირველ ნაწილში პოლიტიკოსი ათეულ ათასობით ადამიანისთვის სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ საუბრობს. სოციალური შემწეობის თემა ჩვენი კვლევის საგანი არაერთხელ გახდა. ფაქტ-მეტრის მიერ მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევითდასტურდება, რომ 2017 წლის მარტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 52 748-ით არის შემცირებული. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიციით, ეს შემცირება არა სოციალურად დაუცველთათვის გამოყოფილი თანხების უკმარისობას, არამედ ბენეფიციართა ბაზების გეგმიურ გადამოწმებას უკავშირდება. ხოლო, ფაქტ-მეტრის კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პროცესი შესაძლოა არჩევნების პერიოდს უკავშირდებოდეს.
რაც შეეხება ავტომობილების შეძენას, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. როგორც აღმოჩნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნულმა უწყებამ 2017 წელს მართლაც შეიძინა ახალი ავტომობილები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისა და თავმჯდომარისთვის. სასამართლოს ავტოპარკის განახლება, მიღებული ინფორმაციისთანახმად, გასული წლის დეკემბერში დაიწყო და ჯამში შვიდი ერთეული მოძველებული ავტომანქანა ახლით შეიცვალა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოდან შეგვატყობინეს, ავტოპარკი ბოლოს 2011 წელს განახლდა და ახლი ავტომობილების შეძენა ძველების ტექნიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული.
ახალ ავტომობილებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია Toyota Land Cruiser, რომელიც 176 150 ლარი ღირს. ის სასამართლომ ჩანაცვლების წესით (გამარტივებული შესყიდვა) შეიძინა და მასში 127 650 ლარი გადაიხადა. დარჩენილი თანხა ძველი ავტომობილის ჩანაცვლებით დაიფარა.აღნიშნული ავტომობილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოემსახურება.
გარდა ამისა, 2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმავე წესით, კიდევ ოთხი ერთეული ავტომობილი შეიძინა, რომელთა ჯამური ღირებულება 216 912 ლარია.
ცხრილი 1:
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წელს შეძენილი ავტომობილები და მათი ღირებულება
შეძენილი ავტომობილი | ღირებულება | ჩანაცვლებული ავტომობილი | ჩანაცვლებული ავტომობილის ღირებულება | გადახდილი თანხა |
ავტომობილი TOYOTA LAND CRUISER | 176 150 | ავტომობილი TOYOTA LAND CRUISER | 48 500 | 127 650 |
ავტომობილი TOYOTA CAMRY | 62 059 | ავტომობილი TOYOTA RAV4 | 9 500 | 52 559 |
ავტომობილი TOYOTA CAMRY | 62 059 | ავტომობილი HYUNDAI IX35 | 20 500 | 41 559 |
ავტომობილი TOYOTA CAMRY | 55 622 | ავტომობილი HYUNDAI IX35 | 21 000 | 34 622 |
ავტომობილი TOYOTA COROLA | 37 172 | ავტომობილი HYUNDAI ELANTRA | 18 900 | 18 272 |
რომელთა საერთო ღირებულება 139 700 ლარს შეადგენს. აქედან 28 000 ლარი ჩანაცვლებული ავტომობილებით დაიფარა.
დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ ავტოპარკი 2016-2017 წლებში განაახლა, შვიდი ახალი ავტომობილის საერთო ღირებულება 532 762 ლარია, მათში გადახდილმა თანხამ კი 386 362 ლარი შეადგინა (დარჩენილი თანხა ძველი ავტომობილების ჩანაცვლებით დაიფარა). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავტომობილების ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიღო
და არა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, როგორც ქამადაძე აცხადებს. შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე ცალსახად მიწერა არამართებულია.
რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, სადაც ათასობით ადამიანისთვის სოციალური შემწეობის მოხსნაზეა საუბარი, ფაქტ-მეტრის კვლევით ეს ფაქტიც დასტურდება.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მირდატ ქამადაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.