„რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა: „ის მონაცემები, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა - 2.2% ეკონომიკური ზრდა, და მასზე ხელისუფლების მხრიდან იყო შეფასება, რომ მცირედით განსხვავდება დაგეგმილისგან. ეს 0.8%, რომელიც არის ცდომილება, მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 300 მილიონის შესაძლებლობის დაკარგვაა“.
ფაქტ-მეტრმა ზურაბ მელიქიშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2016 წლის ბიუჯეტის კანონის პირველი ვარიანტის მიხედვით, გასული წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 3% იყო. 2016 წლის დეკემბერში, ბიუჯეტის კანონის შეცვლილი ვერსიით, აღნიშნული მონაცემი შემცირდა და 2.7%-ს გაუტოლდა. თუმცა, საქსტატის წინასწარი იფნორმაციით, რეალური მშპ-ის ზრდის საბოლოო, ფაქტობრივი მაჩვენებელი 2.2%-ია, რაც 0.8% პუნქტით ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ 3%-ზე.
2015 წელს საქართველოს ეკონომიკამ 26.3 მლრდ ლარი შეადგინა. როგორც ზურაბ მელიქიშვილი აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდის დაპროგნოზებულსა და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის 0.8% პუნქტით სხვაობა მართლაც ნიშნავს მნიშვნელოვანი ფულადი შესაძლებლობის დაკარგვას, მაგრამ არა დაახლოებით 300 მლნ-ის, არამედ 210 მლნ-ის სახით.
2011 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდება (გამონაკლისია 2014 წელი). თუმცა, 2016 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი (2.2%) 2010-2016 წლებში ყველაზე დაბალია.
 
გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2010-2016 წლებში
 წყარო: საქსტატი
 
არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად რეგიონში არსებულმა ვითარებამ განაპირობა, რაც პირველ რიგში საქართველოს ექსპორტის შემცირებაში და საზღვარგერეთიდან ფულადი გზავნილების კლებაში გამოიხატა.
 
ცხრილი 1: რეგიონში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 2015-2016 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი
 
2016 წელს შემცირდა აზერბაიჯანისა (-3%) და რუსეთის (-0.6%) ეკონომიკა. 2015 წელთან შედარებით შენელდა სომხეთისა და თურქეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი. მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა უკრაინამ, ქვეყნის ეკონომიკა 1%-ით გაიზარდა.
2.2%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის დაბალი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის 2017 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, რეგიონში (ევროპა და ცენტრალური აზია) საქართველო ეკონომიკური ზრდის 2.2%-იანი ნიშნულით 23 ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანას უსწრებს. მეტი სიცხადისთვის, თუკი აღნიშნული მონაცემი შენარჩუნდება, საქართველო ბულგარეთს, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას, ვერასდროს დაეწევა.
 
დასკვნა
საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 2.2%-ით გაიზარდა, რაც 0.8% პუნქტით ჩამორჩება მთავრობის მიერ წლის დასაწყისში დაანონსებულ მონაცემს (3%).
2015 წელს საქართველოს ეკონომიკამ 26.3 მლრდ ლარი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული 0.8% პუნქტიანი ცდომილება არა 300 მლნ-ის, არამედ 210 მლნ ლარის ტოლი შესაძლებლობის დაკარგვას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მელიქიშვილის მიერ დასახელებული რიცხვი ბოლომდე ზუსტი არ არის, მისი ძირითადი აქცენტები ცდომილების მნიშვნელობასთან დაკავშირებით სწორია.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ მელიქიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
                            
                             წყარო: საქსტატი
 
არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად რეგიონში არსებულმა ვითარებამ განაპირობა, რაც პირველ რიგში საქართველოს ექსპორტის შემცირებაში და საზღვარგერეთიდან ფულადი გზავნილების კლებაში გამოიხატა.
 
ცხრილი 1: რეგიონში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 2015-2016 წლებში
წყარო: საქსტატი
 
არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად რეგიონში არსებულმა ვითარებამ განაპირობა, რაც პირველ რიგში საქართველოს ექსპორტის შემცირებაში და საზღვარგერეთიდან ფულადი გზავნილების კლებაში გამოიხატა.
 
ცხრილი 1: რეგიონში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 2015-2016 წლებში
| ქვეყანა | 2015 | 2016 | 
| სომხეთი | 3 | 2.4 | 
| აზერბაიჯანი | 1.1 | -3.0 | 
| საქართველო | 2.9 | 2.2 | 
| რუსეთი | -3.7 | -0.6 | 
| უკრაინა | -9.9 | 1.0 | 
| თურქეთი | 4.0 | 2.5 | 
                                                                    თეგები:
                                    
                                               ![[„ქართულ ოცნებას“] 2011 წლის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა არ გაუახლებია](https://factcheck.ge/storage/files/145x97/b21468b1-f025-48ad-b13e-7e2942888baf.webp) 