„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმდინარე წლის 25 იანვარს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ „დოკუმენტის ამოქმედება და დევნილებისთვის დახმარების მოხსნის ხარჯზე ბიუჯეტის დაზოგვა მრავალი ათასი ადამიანის შიმშილისთვის გაწირვას ნიშნავს, რადგან დევნილთა უმრავლესობა სწორედ ამ შემწეობაზეა დამოკიდებული“.
ინფორმაცია დევნილთათვის შემწეობის გაუქმების შესახებ თავდაპირველად მოძრაობა „დაბრუნების“ ხელმძღვანელმა, მალხაზ პატარაიამ გაავრცელა, რასაც შემდეგ ოპოზიციური პარტიებიც გამოეხმაურნენ. პატარაიას თქმით, გარდა შემწეობისა, სამინისტრო დევნილთათვის სტატუსის გაუქმებასაც გეგმავს. „სამინისტრო რამდენიმე თვეა მუშაობს ამ დოკუმენტზე, მაგრამ გასაჯაროვებას ჯერ არ აპირებდნენ, ჩემამდე სანდო წყაროსგან მოვიდა და განგაში წინასწარ ავტეხეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებით ჯერ დევნილთა 45 ლარიან შემწეობას და სამომავლოდ მათთვის პოლიტიკური სტატუსის გაუქმებასაც გეგმავენ,“ - განაცხადა პატარაიამ.
დაგეგმილი რეფორმის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ რეფორმის შედეგად დევნილთათვის სტატუსის მოხსნა არ იგეგმება და მხოლოდ თანხების განაწილების სისტემა შეიცვლება. „რეფორმის შედეგად დაზოგილი თანხა სოციალურად დაუცველი დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი შემოსავლის წყაროების ზრდასა და გაჩენას მოხმარდება. რაც ყველაზე მთავარია, თანხა მოხმარდება მშენებლობების ტემპების დაჩქარებას და დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. საბოლოოდ, რეფორმის შემდეგ უფრო ნაკლები გაჭირვებული დევნილი გვეყოლება,“ - განაცხადა მინისტრმა.
რეფორმა რომ აუცილებლად განხორციელდება, სამინისტროში არ უარყოფენ. მათი ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილი ჯგუფი დოკუმენტზე მუშაობს, თუმცა, როდის და ზუსტად რა ცვლილებები მოხდება, უწყებაში არ აკონკრეტებენ. რეფორმის გატარების აუცილებლობას კი, 2007 წელს საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისფარგლებში აღებული „დევნილთა შესახებ სტრატეგიის შემუშავების ვალდებულებით“ ხსნიან. დევნილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, დალი გოგოლაძის განცხადებით, „დევნილთა დახმარების სისტემის რეფორმაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ დოკუმენტს, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, მთავრობის წევრებიც კი არ იცნობენ, რადგან მასზე ახლა ვმუშაობთ და მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოზე განიხილება. იქამდე, ვიდრე ევროკავშირი ან გაერო არ განიხილავს ჩვენ მიერ შეთავაზებულ ვარიანტს და არ მოგვაწვდიან რეკომენდაციებს, იმაზე საუბარი, თუ როდის და კონკრეტულად რა ტიპის ცვლილება მოხდება, ძალიან ნაჩქარევია“.
რას გულისხმობს რეფორმის სამუშაო ვერსია? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამინისტრო ხსენებულ დოკუმენტს პირველად ვერსიას უწოდებს და მასში გაწერილი საკითხები რეფორმის რამდენიმე ალტერნატივას მოიცავს. ფაქტ-მეტრი „დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელ დოკუმენტს“ გაეცნო. გთავაზობთ იმ ალტერნატივებს, რომელზეც სამინისტრო მუშაობს: 1) 1 250 ლარიანი ზღვრის დაწევა დღეს მოქმედი კანონით, 45
ლარიან დახმარებას ის დევნილები იღებენ, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 250 ლარს არ აღემატება. პირველი ალტერნატივა კი ამ ზღვარის დაწევას გულისხმობს. რეფორმის ეს ვარიანტი ზღვრული თანხის დაწევასთან ერთად შემდეგ ორ ქვეკატეგორიას მოიცავს: „ზღვრული თანხის დაწევა ოჯახზე განვრცობის გარეშე“ ან „თანხის დაწევა ოჯახზე განვრცობით“. პირველის შემთხვევაში, დღეს არსებული 1 250 ლარიანი ზღვარი დაიწევს და საარსებო მინიმუმის (დაახლ. 162 ლარი), საშუალო თვიური შემოსავლის (დაახლ. 270 ლარი), საშუალო ხელფასისა (დაახლ. 942 ლარი) და სხვა მონაცემების გათვალისწინებით ახალი ზღვარი დაწესდება. იმ დევნილს, რომლის თვიური შემოსავალიც ამ ზღვარზე მეტი იქნება, 45 ლარიანი შემწეობა შეუწყდება, თუმცა მისი ოჯახის დანარჩენი წევრები დახმარებას ჩვეულებრივად მიიღებენ. „ოჯახზე განვრცობის“ მოდელის მიხედვით კი, თუ ზღვრულ თანხაზე მაღალი შემოსავალი დევნილი ოჯახის ერთ წევრს მაინც დაუფიქსირდა, მაშინ დევნილის შემწეობა მთელ ოჯახს შეუწყდება.
ცხრილი 1:
პერსპექტივა 1 250 ლარიანი ზღვრის დაწევის შემთხვევაში
2) ყველა დევნილის მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე გადაყვანა
აღნიშნული ალტერნატივა ყველა დევნილის სოციალურ დახმარებაზე გადაყვანას გულისხმობს, თუმცა დევნილის შემწეობის მოხსნა და შემდეგ სოციალური დახმარების სისტემაზე გადაყვანა მხოლოდ იმ დევნილებს შეეხებათ, რომელთაც საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში აქვთ მიღებული. ხოლო, დევნილთა იმ კატეგორიას, რომელიც გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული არ არის, აღნიშნული ცვლილება არ შეეხება.
3) დევნილთა დაყოფა თაობების მიხედვითშემდეგი ვარიანტი, რომელსაც სამინისტრო განიხილავს, დევნილთა ასაკობრივ კატეგორიზაციას გულისხმობს. დოკუმენტში წერია, რომ „ყოველთვიური 45 ლარიანი შემწეობა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ იმ დევნილებს, ვინც უშუალოდ განიცადა დევნა, ხოლო „მეორე თაობის“ (იგულისხმება ყველა ის დევნილი, ვინც არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მისი ოჯახის დევნილად ყოფნის პერიოდში დაიბადა) დევნილებს შემწეობა შეუწყდებათ“.
ცხრილი 2:
დევნილთა რაოდენობა, რომლებსაც უშუალოდ დევნა არ განუცდიათ
4) შერეული მოდელი
ამ მოდელის დანერგვის შემთხვევაში, თავდაპირველად ყველა დევნილი სოციალური მომსახურების სააგენტოს შეფასებას გაივლის, რის შემდეგაც მოხდება გრძელვადიანი განსახლების პროგრამით დაკმაყოფილებული და დაუკმაყოფილებელი დევნილი ოჯახების გრადაცია. ამის შემდეგ, უკიდურესად მოწყვლადი დევნილები მიზნობრივ სოციალურ დახმარებასა და დევნილის შემწეობას კომბინირებულად მიიღებენ. შედარებით „ნაკლებად შეჭირვებული“ დევნილი ოჯახებიდან კი, დევნილის შემწეობას მხოლოდ გრძელვადიანი განსახლებით დაუკმაყოფილებელი ოჯახები მიიღებენ.
გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული დევნილების შემთხვევაში კი, მათ მოეხსნებათ დევნილის შემწეობა და მხოლოდ სოციალური დახმარების არსებული რეჟიმით ისარგბლებენ, ანუ სოციალურ დახმარებას აიღებენ იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლითაც არადევნილი მოსახლეობა სარგებლობს .
5) განსახლების ალტერნატივარაც შეეხება უკანასკნელ მოდელს, იგი გულისხმობს, რომ დევნილებს, რომლებიც დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი განსახლებით, ყოველთვიური 45 ლარიანი შემწეობა მოეხსნებათ, ხოლო მათ, ვისაც საცხოვრებელი არ აქვს მიღებული, შეუნარჩუნდება. პროგრამით დაკმაყოფილებული დევნილები (სოციალური დახმარების აღებისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში) მიზნობრივი სოციალური დახმარებით ისარგებლებენ, ხოლო ისინი, ვინც ვერც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, სახელმწიფოს მხრიდან არცერთ სოციალურ შემწეობას აღარ მიიღებენ.
საბოლოოდ, ზემოთ ჩამოთვლილი მოდელებიდან კონკრეტულად რომელი განხორციელდება და როდის, ჯერჯერობით უცნობია.