იტვირთება

ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია 2016

წლის შემოდგომამდე მთავრობა პროგნოზირებდა, რომ წლიური ეკონომიკური ზრდა 3% იქნებოდა. თუმცა, საბოლოოდ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.7%-მდე შემცირდა და არც შემცირებული პროგნოზი შესრულდა. წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 2.2%-ით გაიზარდა, როცა 2015 წელს ზრდა 2.9% იყო.

2.2%

განვითარებადი ქვეყნისთვის დაბალი მაჩვენებელია, ასეთი ტემპით ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 32 წელიწადში გაორმაგდება. მთავრობა ზრდის დაბალი მაჩვენებლის ობიექტურ მიზეზად რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას ასახელებდა. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა 2016 წელს 0.6%-ით შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანის 2.4%-მდე, რაც საქართველოზე ნეგატიურად აისახა. ასევე, შენელდა ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპებიც, სომხეთის ეკონომიკა 2.4%-ით გაიზარდა, თურქეთის 3%-ით. გასულ წელს ზრდა დაიწყო უკრაინის ეკონომიკამ და 1.5%-ით გაიზარდა.

  გრაფიკი 1:

ეკონომიკური ზრდის ტემპი

image001 წყარო: საქსტატი

ინფლაციის დონემ იანვარ-დეკემბერში 2.1% შეადგინა, თუმცა, წლის ბოლო თვეებში ფასების მატების ტემპი დაჩქარდა, რაც ძირითადად მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 13.1%-ით, გაძვირდა სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები. 2.1%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი, რაც ძირითადად იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის მატებამ და ჯანდაცვაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. 4.3% გაძვირდა კავშირგაბმულობის მომსახურების ფასი. შემცირებით კი, 5.7%-ით შემცირდა ტანსაცმლის ფასი, 2.5%-ით შემცირდა საოჯახო ნივთების ფასი.

  საგარეო ვაჭრობა და ტურიზმი

საქართველოს საქონლის ექსპორტმა შემცირება 2014 წელს დაიწყო (2%-ით შემცირდა). ეს ტენდენცია გაღრმავდა 2015 წელს, ექსპორტი 23%-ით შემცირდა. 2016 წელს ექსპორტი 4%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 28%-ით გაიზარდა (თუმცა, „ც ჰეპატიტის“ წამლების გამოკლებით, რომელიც გრანტის სახით მოგვეწოდება, იმპორტი 0.4%-ით არის შემცირებული).

2016

წელს საქართველოში 6.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 7.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ტურისტების რაოდენობა (ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს რჩებიან) კი 19%-ით გაიზარდა და ჯამში 2.7 მლნ შეადგინა. ტურიზმის ზრდა საქართველოში შემოსვლის ვიზების გამარტივებამ და სარეკლამო კამპანიის გააქტიურებამ განაპირობა.

ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

გასულ წელს ლარმა გაუფასურება განაგრძო და დაახლოებით 10%-ით (25 თეთრიანი) გაუფასურდა.

ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს რეკორდულად გაუფასურდა. 2016 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.40 იყო, იანვრის ბოლოს 2.50-ს მიაღწია, გაზაფხულ-ზაფხულში კურსი მყარდებოდა და აგვისტოს ბოლოდან ისევ გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა. შემოდგომაზე ეროვნულმა ბანკმა 180 მლნ დოლარი გაყიდა კურსის ვარდნის შესაჩერებლად, თუმცა, ლარის კურსის გაუფასურება არ შეჩერდა და 2.7-საც კი გადასცდა.

წლის დასაწყისში ეროვნულ ბანკს საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა, რეფინანსირების სესხის განაკვეთი 8% იყო. აპრილის ბოლოდან პოლიტიკის შერბილება დაიწყო და სექტემბრამდე განაკვეთი 6.5%-მდე შეამცირა, რომელიც წლის ბოლომდე აღარ შეუცვლია. განაკვეთის შემცირება ინფლაციის დონის კლებამ განაპირობა, თუმცა, ამას შედეგად მოჰყვა მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდა, დაახლოებით მილიარდი ლარით (M2 აგრეგატი). მიუხედავად იმისა, რომ ფულის მასის ზრდა უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე, ეროვნული ბანკისგან ეს ნაბიჯი გამართლებული იყო, რადგან სხვა შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში შევიდოდა და შემოსავლები და სამუშაო ადგილები შემცირდებოდა.

2016

წელს ეროვნული ბანკის უცხოური რეზერვები 242 მლნ დოლარით გაიზარდა, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.

სახელმწიფო ბიუჯეტი და ვალი 2016

წელს სახელმწიფო ბიუჯეტი არ შესრულდა ისე, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. რამდენიმე უწყებამ გეგმაზე გაცილებით მეტი თანხა დახარჯა, ესენია: ჯანდაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო, რომლებსაც ჯამში 200 მლნ ლარით მეტი დაჭირდათ ვიდრე თავიდან იყო გამოყოფილი.

მთავრობამ დეკემბრამდე თითქმის ვერ აითვისა ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტები და სესხები, დანაკლისს კი დაგეგმილზე მეტი შიდა ვალის აღებით და ნაშთის გამოყენებით ავსებდა. ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტები და სესხები დეკემბერში ჩამოირიცხა.

წლის განმავლობაში პრობლემა იყო ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა. იყო თვეები (აპრილი, ივნისი, ოქტომბერი), როდესაც ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვა 100 მლნ ლარსაც კი სცდებოდა. სხვა თანაბარ პირობებში, ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვა ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს.

ნოემბრის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალმა 15.2 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალის ზრდა საშინაო ვალის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა. საშინაო სახელმწიფო ვალი 355 მლნ ლარით (თავდაპირველად დაგეგმლი იყო 200 მლნ ლარის აღება), ხოლო საგარეო სახელმწიფო ვალი 201 მლნ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო ვალის სიდიდემ მშპ-ის მიმართ 46%-ს მიაღწია.

image001

მსგავსი სიახლეები

3489 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი