• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რატომ ჭიანურდება და როდის დასრულდება გონიოს ხიდის რეაბილიტაცია

რატომ ჭიანურდება და როდის დასრულდება გონიოს ხიდის რეაბილიტაცია

19/01/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
სენაკი-ფოთი-სარფის 110-ე კილომეტრზე, მდინარე ჭოროხის სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციის პროცესი 2016 წლის 1 ივნისამდე უნდა დამთავრებულიყო, თუმცა, 2017 წლის იანვარშიც, დაუსრულებელი სამუშაოების გამო ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია (იხ. ფოტოები). ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, რატომ გაჭიანურდა ე.წ. გონიოს ხიდის რეაბილიტაციის პროცესი. აღნიშნული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2014 წლის 12 დეკემბერს ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც შპს „ზიმომ“ გაიმარჯვა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ეს ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 43 941 ლარზე „საქართველოს ბანკის“ საგარანტიო წერილი წარმოადგინა (რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 1 აგვისტოს ამოიწურა). საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2015 წლის 28 იანვარს გაფორმდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 929 440 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად, 2015 წლის განმავლობაში 1 700 000 ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2016 წლის 20 აპრილს ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც პირვანდელი ღირებულება შემცირდა და 2 803 984 ლარით განისაზღვრა. მეორე ცვლილებით, რომელიც 2016 წლის 6 ივნისს განხორციელდა, სამუშაოების დასრულების თარიღი შეიცვალა და კომპანიას ვადა 30 ნოემბრამდე გაუგრძელდა. შეიცვალა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაც და 2017 წლის 31 იანვრამდე გადაიწია. 73 326 ლარამდე გაიზარდა საგარანტიო თანხაც. გასული წლის 22 ივლისს სამუშაოების ღირებულება კიდევ ერთხელ შემცირდა და 2 668 052 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორს გრაფიკი 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაუხანგრძლივა. უწყებამ კომპანიას საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის 2017 წლის 30 აგვისტომდე გახანგრძლივება მოსთხოვა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება დაიტოვა. ბოლო ინფორმაციით, 2016 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით კომპანიას 620 592 ლარის სამუშაოები აქვს შესრულებული. ამის შემდეგ, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ აღნიშნა, კომპანია ახალ გრაფიკსაც ჩამორჩება და კონტრაქტის შესანარჩუნებლად აჩქარებული ტემპით მუშაობა მოუწევს.   ცხრილი 1: შპს „ზიმოს“ ვალდებულებების ახალი გრაფიკი ასათვისებელი თანხების მიხედვით
                              2016                             2017
აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი
64 900 82 600 94 400 118 00 141 600 141 600 141 600 236 000 354 000 413 000 259 759
  კომპანიამ ვადის ამოწურვამდე ჯამში 2 047 459 ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს. თუ ის, როგორც გიორგი სეთურიძემ განაცხადა, გრაფიკს უმოკლეს დროში ვერ დაეწევა, შემსყიდველი ხელშეკრულებას გაწყვეტს და კომპანიას სანქციებს დააკისრებს. ფაქტ-მეტრი შპს „ზიმოს“ ინჟინერს ირაკლი შანავას დაუკავშირდა და საკითხზე კომენტარი სთხოვა. მისი თქმით, გონიოს ხიდის რეაბილიტაციის დროს კომპანიას პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება მოუწია და გრაფიკში ამიტომ ვერ ჩაეტია. ფაქტ-მეტრმა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოითხოვა. როგორც ირკვევა, სამუშაოების ვადების დარღვევისა და გრაფიკის შეუსრულებლობისთვის კომპანია შვიდჯერ დაჯარიმდა.   ცხრილი 2: შპს „ზიმოს“ მიერ გადახდილი ჯარიმების ოდენობა
დაჯარიმების მიზეზი ვალდებულებების დარღვევა სამუშაოების ვადის დარღვევა გრაფიკის შეუსრულებლობა სულ
ჯარიმის ოდენობა, ლარი 50 802 49 380 81 399 181 581
  როგორც ცხრილიდან ჩანს, შპს „ზიმომ“ სხვადასხვა სახის დარღვევებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისთვის ჯარიმის სახით ჯამში 181 581 ლარი გადაიხადა. მიუხედავად ამისა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულება გაუგრძელა. ფაქტ-მეტრის კითხვაზე, რატომ ენდო შემსყიდველი კვლავაც „ზიმოს“ და არ გაწყვიტა მასთან კონტრაქტი, დეპარტამენტმა გვიპასუხა, რომ მიმწოდებელს გრაფიკიდან ამოვარდნისა და სამუშაოების შესრულებისთვის განკუთვნილი ვადების დარღვევის ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. ვინაიდან გონიოს ხიდი საკურორტო ზონაში მდებარეობს და ზაფხულის პერიოდში გაზრდილია ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო (ზაფხული) მაქსიმალურად ვერ გამოიყენა. დეპარტამენტიდან მიღებულ წერილში საუბარია იმაზეც, რომ ხიდის რკინა-ბეტონის მალის ნაშენის სარემონტო სამუშაოები ურთულეს ტექნოლოგიურ პროცესს უკავშირდება, რასაც ხელს უშლიდა მდინარე ჭოროხის დონის ცვლილება. სენაკი-ფოთი-სარფის 110-ე კილომეტრზე მდებარე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ საკითხი ოპოზიციის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი უშუალოდ ხიდზე გამართეს. ენმ-ის წევრმა ნოდარ დუმბაძემ განაცხადა, რომ „ზიმო“ ხიდის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, ვერც მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დაასრულებს, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის პირადი კარმიდამოს მოწყობითაა დაკავებული და ხეების გადატანის სამუშაოებს ახორციელებს. ამიტომ, დუმბაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რეკომენდაციას აძლევს შემსყიდველს, გაწყვიტოს კონტრაქტი აღნიშნულ კომპანიასთან და ახალი შემსრულებელი მოძებნოს. ნოდარ დუმბაძისა და მისი პარტიის წევრების კრიტიკას სერიოზულად არ აღიქვამს ირაკლი შანავა. ის დარწმუნებულია, რომ ახალი გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოები აუცილებლად დასრულდება. რაც შეეხება დენდროლოგიური პარკისთვის ხეების გადატანას, „ზიმოს“ ინჟინერი ამბობს, რომ მათ საკმარისი ადამიანური რესურსი აქვთ, რათა ხიდზე სამუშაოების პარალელურად სხვა სამუშაოებიც აწარმოონ. ჯერჯერობით შეუძლებელია ზუსტად ითქვას, დაეწევა თუ არა კომპანია დადგენილ გრაფიკს. ფაქტ-მეტრი გონიოს ხიდის რეაბილიტაციის პროცესს დააკვირდება და მკითხველს ახალ ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდის.
თეგები:
ალტ-ინტერვიუ
სკოლები
ვარძია
თავდაცვის ბიუჯეტი
გიორგი ალიბეგაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კახა კალაძის პირობებში ავარიული სახლების გამაგრების ხარჯები წლიდან წლამდე იკლებს

    კახა კალაძის პირობებში ავარიული სახლების...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თვე მაჟორიტარი არ ჰყავდა, ახლაც მაჟორიტარი მოუხსნეს და წელიწად-ნახევარი, ოთხი წლიდან, მაჟორიტარის გარეშეა

    ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა