• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
კიევში "ყოფილების" კლუბი დაარსდა

კიევში "ყოფილების" კლუბი დაარსდა

08/12/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
"მხოლოდ დემოკრატიას, რომელიც მშვიდობიანი თანაარსებობის და თანამშრომლობის საწინდარია; მხოლოდ მშვიდობას და უარის თქმას ომსა და აგრესიაზე; მხოლოდ ევროპის ხალხთა თანამეგობრობას შეუძლია კონტინენტზე სადაო საკითხების გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით, კეთილი ნებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე", - ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც კიევში 1 დეკემბერს, ბალტია-შავი ზღვის ფორუმის მონაწილე რეგიონის სახელმწიფოთა ყოფილმა მეთაურებმა მიიღეს. ფორუმში - „დიალოგის გზით ნდობისკენ“, რომელიც ბალტია-შავი ზღვის კვლევებისა და კონსენსუსის პრაქტიკების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობა უკრაინის სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა - ლეონიდ კრავჩუკმა, ლეონიდ კუჩმამ და ვიქტორ იუშჩენკომ, რუსეთის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა 1991-92 წლებში - გენადი ბურბულისმა, ლიტვის სეიმის ყოფილმა თავმჯომარემ - ვიტაუტას ლანდსბერგისმა, მოლდოვას ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე ლუჩინსკიმ, ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა არნოლდ რუიტელმა და ბელარუსის პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ - სტანისლავ შუშკევიჩმა მიიღეს. დეკლარაციას სპეციალური წერილით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა შეუერთდა. რეგიონის ყოფილი ლიდერების თანამშრომლობის ახალი პლატფორმა - ერთგვარი "უხუცესთა საბჭო", think tank-ის შექმნას ითვალისწინებს, რომლის მთავარი ამოცანა სამშვიდობო საქმიანობა და რეგიონში ნდობისა და დიალოგის ხელშეწყობაა. თანაც, მოქმედ პოლიტიკასთან და პოლიტიკურ ძალებთან ყოველგვარი კავშირისა თუ ასოცირების გარეშე. ლიდერებმა დეკლარაციაში თანამშრომლობისკენ რეგიონის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებას, სამეცნიერო წრეებისა და ხელოვნების წარმომადგენლებს მოუწოდეს. თუმცა, ფორუმს, რასაკვირველია, პოლიტიკური შეფასებების გარეშე არ ჩაუვლია. ჟურნალისტის კითხვას, გამორიცხავს თუ არა რუსეთის სამხედრო აგრესიას ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ, ვიტაუტას ლანსბერგისმა უპასუხა, რომ მას „რევანშიზმის და აგრესული ძალების“ შიში აქვს, "რომლებიც დანგრეულ ციხეს მისტირიან და ბოროტად და აგრესიულად არიან განწყობილები". მისი თქმით, აუცილებელია, ევროპამ საფრთხე გააცნობიეროს და რუსულ აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მედიის წარმომადგენლებისგან საყვედურების მოსმენა მოუხდა მინსკის ფორმატის ქმედუუნარობასთან დაკავშირებით (ამ მოლაპარაკებებში იგი უკრაინის წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობს). „ვინმეს შეუძლია სხვა ფორმატის შემოთავაზება? ნუთუ გგონიათ, რომ პოროშენკოს, როდესაც მინსკის შეთანხმების ხელმოწერის საკითხს განიხილავდა, არ სურდა, იქ მონაწილეობა აშშ-ს, ბრიტანეთს ან ჩინეთს მიეღოთ? მაგრამ ყველა მხარის თანხმობა იყო საჭირო, მათ კი, არ ჰქონდათ სურვილი ამ პრობლემით დაკავებულიყვნენ“, - განაცხადა კუჩმამ. მან ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება ერთი ადამიანის - ვლადიმერ პუტინის ნებაზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობის ნება მასზე ზეგავლენის მოხდენისკენ უნდა იყოს მიმართული. რუსული გავლენის შესაძლო ზრდაზე საუბრისას ბელარუსის პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ - სტანისლავ შუშკევიჩმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის აგრესიის წინაშე განსაკუთრებთ მოწყვლადია, რადგან ბელარუსს „პრო-კრემლისეული დიქტატორი“ მართავს. თავის მხრივ, მოლდოვას ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე ლუჩინსკიმ აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში საპრეზოდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატის გამარჯვებას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, რადგან პრეზიდენტს მოლდოვაში შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, საზოგადოებაში კი, რუსეთთან ურთიერთობის მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად გაუმჯობესების დაკვეთა არსებობს.
თეგები:
ბადრი ბასიშვილი
ქუთისის № 47 საარჩევნო ოლქი
რაგბის კავშირი
ვარძია
ალტ-ინტერვიუ
სკოლები
თავდაცვის ბიუჯეტი
საერთაშორისო გამჭვირვალობა
ასოცირების ხელშეკრულება
გაზის ტარიფი
დავების საბჭო
სივოლი
დიმიტრი ავალიანი
დიმიტრი ავალიანი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა