“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოების ჩატარება კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე.
თეთრი, წითელი და ჯაჭვის ხიდები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის (საინჟინრო) ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის #03/5 ბრძანების შედეგად აღმოჩნდა. თავად თეთრი ხიდის, ასევე წითელი და რუსთაველის ხიდებისა და თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თეთრი ქვების განათების მოწყობა ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტითარის გათვალისწინებული. ამისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში 60 ათასი ლარი გამოიყო. თუმცა, შემდეგ, ვინაიდან თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, ამ ხარჯის გადატანა გარე განათების, შუქნიშნებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების კაპიტალური სამუშაოების ქვეპროგრამაში მოხდა. სწორედ ბიუჯეტის ამ მუხლიდან, რომლის დაფინანსება თავდაპირველად 400 ათასი ლარით განისაზღვრა, ხიდებისა და თეთრი ქვების განათებისათვის საჭირო 200 ათას ლარზე მეტის გამოყოფა გახდა შესაძლებელი.
მიმდინარე წლის 9 ივნისს ქუთაისის მერიამ წითელი ხიდის, რუსთაველის ხიდის და თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ქვების განათების მოწყობისათვის 223 300 ლარის თანხაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელიც შპს „გლობალ სერვისმა“ მოიგო და დამკვეთს მომსახურება 205 599 ლარად შესთავაზა. მერიასა და „გლობალ სერვისს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ თანხით სამივე ხიდისა და თეთრი ქვების ღამის განათების მოწყობა უნდა მოხდეს.
დადებულ ხელშეკრულებაშიარსებული ხარჯთაღრიცხვიდან ირკვევა, რომ მხოლოდ თეთრი ხიდის გასანათებლად „გლობალ სერვისს“ 80 470 ლარის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.
ოქტომბრის დასაწყისში, შესრულებული სამუშაოების შემდეგ, ქუთაისის ერთ-ერთი ძველი და პოპულარული ხიდი რამდენიმე ღამით გაანათეს, მაგრამ განათება მალევე გამორთეს.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა მედიასთან საუბარში განმარტა,რომ განათების გათიშვა მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ თეთრი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შედიოდა.
"თეთრ ხიდზე განათება დავაყენეთ, მაგრამ როგორც გაირკვა, თეთრი ხიდი და წითელი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ყოფილა, ამიტომ ახლა გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ დაგვიდასტურონ ამ ხიდების მოწყობის საკითხი", - განაცხადა ბასილაძემ.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად ქუთაისის მერიას ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგანეტოსგან უნდა მიეღო, რაც, როგორც მერიის სამსახურის უფროსის განცხადებიდანაც ჩანს, არ მომხდარა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის IX თავში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი და სანებართვო პირობებია განმარტებული, რაც არ იქნა დაცული მერიის მხრიდან. მას შემდეგ, რაც მერიაში აღმოაჩინეს, რომ ხიდები გასანათებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვა იყო საჭირო, ცვლილებები მერიასა და შპს „გლობალ სერვისს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია. კერძოდ, 2 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სამუშაოების ნაწილი თეთრ ხიდზე შესრულდა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, შოთა მურღულიას მერიისვე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურმა წერილით შეატყობინა: „ვინაიდან წითელი და თეთრი ხიდი მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობა განათების მოსაწყობად. მიმართვა აღნიშნულ სამინისტროსთან გაგზავნილია. ჯერჯერობით, პასუხი არ არის მიღებული, გამომდინარე აქედან ორგანიზაცია დროულად ვერ ასრულეს სამუშოებს და ითხოვს სამუშაოების ვადის გაგრძელებას".ამ მიმართვის საფუძველზე მერია და გლობალ სერვისი შეთანხმდნენ, რომ 1 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ვადები ერთი თვით, 29 დეკემბრამდე გადაწიონ, რაც შეიძლება სამუშაოების გაჭიანურებად ჩაითვალოს და რისი მიზეზიც, შეიძლება ითქვას, მერიის მხრიდან დაშვებული შეცდომაა.
როგორც გაირკვა, ქუთაისის მერიამ სამუშაოები ნებართვის გარეშე დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის 58-ე მუხლით კი, ძეგლზე სამუშაოების ჩატარების წესების დარღვევისთვის მერიას გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა როლანდ ისაკაძემ ფაქტ-მეტრს განუცხადა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო რა პასუხისმგებლობა დაეკისრება ქუთაისის თვითმმართველობას. მიიღებს თუ არა მერია გაფრთხილებას, ან გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს, რომელიც განსაზღვრავს ფულადი ჯარიმის ოდენობას, ან საერთოდ დაეკისრება თუ არა რაიმე სანქცია - ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში უნდა განიხილონ, რომელიც გარკვეული პერიოდულობით იკრიბება.
როგორც ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ ფაქტ-მეტრს განუცხადა, ამ მომენტისთვის საჭირო ნებართვის მიღებამდე წითელ ხიდსა და თეთრ ხიდზე განათების დამონტაჟების სამუშაოები შეჩერებულია, მიმდინარეობს მხოლოდ რუსთაველის ხიდის მოწყობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს.
დასკვნა
ქუთაისში წითელი, რუსთაველის და თეთრი ხიდების, ასევე თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ქვების განათების დამონტაჟება სულ 205 599 ლარი ჯდება, აქედან მხოლოდ თეთრ ხიდზე განათების მოწყობისათვის (ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით) 80 470 ლარია გათვალისწინებული.
ირკვევა, რომ ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურში ტენდერის გამოცხადებამდე არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ თეთრი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და მასზე ნებისმიერი სამუშაოების წარმოება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე იკრძალება. ხოლო მას შემდეგ, რაც მერიაში გაარკვიეს, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ნებართვა აუცილებელია, მომწოდებელ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გადაიწია.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გია გოქაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.