• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების 10 ტყუილი ქადაგიძისა და ლარის კურსის შესახებ

ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების 10 ტყუილი ქადაგიძისა და ლარის კურსის შესახებ

02/12/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ლარმა მნიშვნელოვანი გაუფასურება 2014 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო. მისი პრეზიდენტობის დროს ლარი ყველაზე მეტად გაუფასურებული მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს იყო, როდესაც კურსმა 2.50-ს მიაღწია. ხელისუფლების წევრები და მათი მხარდამჭერები ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ გიორგი ქადაგიძის მიერ ლარის განგებ გაუფასურებას ასახელებდნენ. ამით ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ლარს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არჩეული პრეზიდენტი აუფასურებს, რითაც საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდათ. ფაქტ-მეტრმა ქადაგიძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს მოუყარა თავი, რომელიც, როგორც ვხედავთ, უსაფუძვლო აღმოჩნდა. გიორგი ქადაგიძე მარტიდან ეროვნულ ბანკს აღარ ხელმძღვანელობს, ლარი კი გაუფასურებას განაგრძობს და ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. 2 დეკემბერს ლარის ოფიციალურმა კურსმა 2.59-ს მიაღწია. 26 თებერვალი, 2015
  • ბიძინა ივანიშვილი: „სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე.“
27 თებერვალი, 2015
  • მიხეილ დუნდუა: „ეს არის პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დაქვემდებარებული პირი, რომელიც სრულ ობსტრუქციაშია. საბედნიეროდ, ვითარება სტაბილურდება მისი უმოქმედობის მიუხედავად.“
20 მარტი, 2015
  • ბიძინა ივანიშვილი: „როდესაც დაიწყო რყევები, ლარი მოიქცა ძალიან ჯანსაღად. როდესაც ლარი დაეცა და გაუფასურდა დოლართან, მაშინ ეკონომიკას მივაწერე ეს ყველაფერი და ეროვნულ ბანკს, თუმცა ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა და მოახერხა ეს ყველაფერი აჟიოტაჟში გადაეტანა.“
16 ივლისი, 2015
  • მიხეილ დუნდუა: „ერთ დღეში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 75 მილიონი ლარით გაზარდა კომერციული ბანკებისთვის სესხის მიწოდება. სესხის მოცულობა გახდა 855 მილიონი. შემდეგ კურსი გაფუჭდა და ბაზარზე 2.25–ს გადააჭარბა... ესაა იმ პოლიტიკის აშკარა გაგრძელება, რასაც ლარის შეგნებული გაუფასურება ჰქვია.“
5 აგვისტო, 2015
  • სოზარ სუბარი: „როდესაც ლარის კურსის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი მთავარი ადამიანი ყოველდღიურად გამოდის და თავისი ნებისმიერი განცხადებით ახდენს საზოგადოების დაშინებას, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, აუცილებლად გაუფასურდება, ძალიან გაუფასურდება. ამით, ბუნებრივია, ხელს უწყობს ლარის დევალვაციას.“
17 აგვისტო, 2015
  • თამაზ მეჭიაური: „ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერესებში ლარის კურსის სტაბილურობა არ შედის. პირიქით, მან მოსახლეობას, ფაქტობრივად, მოუწოდა, შემოდგომისთვის ლარი უფრო გაუფასურდება და დოლარი სასწრაფოდ შეიძინეთო, არადა ელემენტარული ინტერვენციით შეეძლო საზოგადოებაში პანიკა არ გამოეწვია.“
26 იანვარი, 2016
  • თამაზ მეჭიაური: „ჩვენი ბრალია, რომ თავს ამდენის უფლებას აძლევს. თავის დროზე, როცა ის მკურნალობას ექვემდებარებოდა, არ უმკურნალეს. ის იყო, არის და დარჩება ადეიშვილის ხელის ბიჭად. მისი განცხადებები კი არასერიოზული და კომიკურია.“
9 თებერვალი, 2016
  • გოგი თოფაძე: „საბედნიეროდ, ვადა ეწურება ჩვენს დღევანდელ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს [გიორგი ქადაგიძეს] და მაშინ გამოჩნდება სწორედ ლარის კურსის ასეთი ყანყალის მიზეზი. ალბათ, რომ იქნება ახალი ხელმძღვანელი, შეიძლება, უფრო მეტი საშუალება ნახოს, რომ ამის სტაბილიზაცია მოხდეს. მე ვაკრიტიკებდი მასაც იმიტომ, რომ როცა ვნახეთ ის მონაცემები, როცა იმის მაგივრად, რომ გამოეტანა უცხოური ვალუტა და ლარი გაემყარებინა, გამოჰქონდათ ასობით მილიონობით ლარი გასაყიდად.“
16 მარტი, 2016
  • მიხეილ დუნდუა: „კურსმა მკვეთრი გამყარება ზუსტად 25 თებერვლიდან დაიწყო. ამის შემდეგ ვაკვირდებით, რომ კურსი თანდათანობით და მნიშვნელოვნად მყარდებოდა... ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ ლარის კურსი ქადაგიძის მმართველობის პერიოდში იყო პოლიტიკური ფაქტორების და ანგაჟირების ამსახველი. მას შემდეგ, რაც მოიხსნა პოლიტიკური წნეხი ქადაგიძის მხრიდან, კურსმა მკვეთრი გამყარება დაიწყო.“
24 მარტი, 2016
  • თამაზ მეჭიაური: „სულ ვიძახდი ამას, რომ ქადაგიძე არის საფრთხე და მისი ყოფნა ხელს უშლიდა ლარის გამყარებას. წავიდა და დაემთხვა, ხომ? რატომ არ იძახით, რომ ჭკვიანი კაცი ხარ, ამას რომ იძახდი?“
თეგები:
ალტ-ინტერვიუ
თხილი
ცხოვრების დონე
Tomato
elections
In the work
Parliament of Georgia
მალხაზ რეხვიაშვილი
მალხაზ რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა