• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ქარელი ოქრუაშვილის წინააღმდეგ

ქარელი ოქრუაშვილის წინააღმდეგ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი ყოფილი თანაგუნდელის, შიდა ქართლის ექსგუბერნატორის მიხეილ ქარელის ქონებრივ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო

01/12/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი ყოფილი თანაგუნდელის, შიდა ქართლის ექსგუბერნატორის მიხეილ ქარელის ქონებრივ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ოქრუაშვილი ქარელს ათონელის ქუჩაზე მდებარე ობიექტში კუთვნილი წილების დათმობას სთხოვს.

 

ქარელის უფლებების დამცველის ინფორმაციით, „ქართული პარტიის“ ყოფილი ოფისი 11 ადამიანის საკუთრებაა, ყველა მეწილეს 9%-იანი წილი აქვს,  რაშიც თავის დროზე მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს. მესაკუთრეთაგან რამდენიმე წილის დათმობას დასთანხმდა, ოთხი მათგანი კი საკუთრების დასაცავად დღემდე იბრძვის.

 

მათ შორის ერთ-ერთია მიხეილ ქარელი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და მის უფლებებს საქართველოში ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავს.

 

„მიხეილ ქარელის კონკრეტული მტკიცებულებები უკვე წარდგენილია სასამართლოში და თუ უკანონო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბუნებრივია, ბრძოლას ზემდგომ ინსტანციებში გავაგრძელებთ. ოქრუაშვილი მოპასუხე მხარეებს კუთვნილი ქონების დათმობას სთხოვს. ჯერჯერობით სასამართლო პროცესი ჭიანურდება მოსამართლეთა გადატვირთულობის გამო. გარდა ამისა, თვითონ ოქრუაშვილმაც იცის, რომ მიხეილ ქარელმა მის „საგმირო საქმეებზე“ ძალიან ბევრი რამ დეტალურად იცის და, ბუნებრივია, ჩამოსვლისთანავე ის ამ ყველაფერს გაახმაურებს.

 

მის გასაჩუმებლად არაერთ მუქარას ჰქონდა ადგილი. ქარელს შეტყობინებებს უგზავნიდნენ და თუ არ გაჩუმდებოდა, მშობლებისა და სახლ-კარის გადაწვით ემუქრებოდნენ. ამ მუქარაზეც არაერთხელ მოითხოვა რეაგირება ქართველი სამართალდამცველების მხრიდან, მაგრამ უშედეგოდ“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე.

 

მიხეილ ქარელთან დაპირისპირებაზე პასუხის გაცემა ირაკლი ოქრუაშვილს წინასაარჩევნო პერიოდშიც მოუწია. მედიასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ამ თემის განხილვას საჭიროდ არც მიიჩნევს და მიხეილ ქარელს ცინიკურად მოიხსენიებდა.

 

„მე ერთი კომენტარი გავაკეთე მასზე და ახლაც განვმეორდები - ქარელი იყო ის ღორის ტილი, რომელიც ფეხზე დავისვი და თავზე დამაჯდა“, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

 

მას შემდეგ იგი „ფაქტ-მეტრის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და პირადი შეხვედრისას ამბობს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარების გაკეთება  მის განწყობებსა და ხასიათებზეა დამოკიდებული.

 

ირაკლი ოქრუაშვილი არც მიხეილ ქარელის განცხადებებს პასუხობს და მამუკა ნოზაძეს „ერთ სოფლის ინტრიგან ადვოკატს“ უწოდებს, რასაც თავად ნოზაძე „სითავხედედ და არაეთიკურ დამოკიდებულებად“ აფასებს.

 

მიხეილ ქარელი ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან მუქარის შემცველ შეტყობინებებზე ჯერ კიდევ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე საუბრობდა, როდესაც ექსმინისტრი არჩევნებში გამარჯვებას აანონსებდა. ყოფილი გუბერნატორის შეფასებით კი, ოქრუაშვილმა ორჯერ სცადა გორელების წინაშე ფარისევლობა და ორივეჯერ დამარცხდა, რადგან მისი წარსული ყველას კარგად ახსოვს.

 

მიხეილ ქარელი ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნების თარიღს არ ახმაურებს, თუმცა ამბობს, რომ მზადაა, ყოფილი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ეს გადაწყვეტილება, როგორც თავად ამბობს, ოქრუაშვილის მიერ მისი მშობლების გადაწვის მუქარამ მიაღებინა.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქარელის მიმართ 2013 წლიდან სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა.

 

ექსმინისტრსა და ექსგუბერნატორს აღნიშნული ქონება 2009 წელს წელს ჩამოართვეს, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ ეს ფაქტი უკანონოდ ცნო და 2013 წელს ობიექტი მათ უკან დაუბრუნა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელისუფლების დაპირება წართმეული ქონების უკან დაბრუნების შესახებ ყველას არ შეხებია. მაგალითად, გორის აგრარული ბაზრისა და „წისქვილკომბინატის“ ყოფილი მფლობელები წლების განმავლობაში პირდაპირ ასახელებენ „დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც“ და ამბობენ, რომ ქონება ირაკლი ოქრუაშვილის უშუალო ზეწოლისა და მუქარის შედეგად ჩამოერთვათ, რასაც მაშინდელი გუბერნატორი მიხეილ ქარელიც ადასტურებს, თუმცა ექსმინისტრი ამასთან დაკავშირებით ამ დრომდე დაკითხვაზეც კი არ ყოფილა.

 

თავის მხრივ, ქონების დაბრუნებას გეგმავს ათონელის ქუჩაზე მდებარე სადავო შენობის ყოფილი მესაკუთრის ოჯახიც.

 

კომპანია „ნუკოილის“ მფლობელი, ბიზნესმენი კობა ამირაჯიბი ამჟამად გარდაცვლილია, თუმცა მისი ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ თავის დროზე ბიზნესმენს ობიექტი ოქრუაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა (მათ შორის მიხეილ ქარელმა) იძულებით დაათმობინეს.

 

ათონელის ქუჩაზე მდებარე ფართის შესახებ სასამართლო პროცესის თარიღი ამ ეტაპისთვის უცნობია. აღნიშნული ქონებით დაინტერესებულ ყველა მხარეს, რომელიც მისი მფლობელობის პრეტენზიას გამოთქვამს, სათანადო მტკიცებულებების შეგროვება და სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს.

თეგები:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ნატოს საწვრთნელი ცენტრი
ბანკი ქართუ
სკოლები
ირაკლი ქადაგიშვილი
გოდოგანი
სოციალიური
მინდია ჯანელიძე
ნინო ჩიბჩიური
ნინო ჩიბჩიური

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კახა კალაძის პირობებში ავარიული სახლების გამაგრების ხარჯები წლიდან წლამდე იკლებს

    კახა კალაძის პირობებში ავარიული სახლების...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თვე მაჟორიტარი არ ჰყავდა, ახლაც მაჟორიტარი მოუხსნეს და წელიწად-ნახევარი, ოთხი წლიდან, მაჟორიტარის გარეშეა

    ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა