• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რუსეთის აღმოსავლური თამაში

რუსეთის აღმოსავლური თამაში

აღმოსავლეთ ევროპის ორ ქვეყანაში - მოლდოვასა და ბულგარეთში ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგებიც საყოველთაო განხილვის საგანი გახდა.

24/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

აღმოსავლეთ ევროპის ორ ქვეყანაში - მოლდოვასა და ბულგარეთში ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგებიც საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. ორივე შემთხვევაში, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა პრორუსული ორიენტაციის მქონე კანდიდატებმა მიიღეს, რაც ბევრმა რეგიონში კრემლის მორიგ გამარჯვებად მიიჩნია.

ბულგარეთის ახალი პრეზიდენტი პილოტი და საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური, სოციალისტი რუმენ რადევი გახდა. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მას პირდაპირი და ღია სიმპათიები კრემლის მიმართ საჯაროდ არ დაუფიქსირებია, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პრორუსი პოლიტიკოსების მსგავსად, ისიც „ნეიტრალური“ პოლიტიკის გატარების მომხრე იყო. მისი გამოსვლების დიდი ნაწილი ეროვნული პოლიტიკის გატარების დაპირებით გახლდათ გაჟღენთილი და დასავლეთზე ან რუსეთზე ორიენტირების ნაცვლად, ამომრჩევლებს ბულგარეთზე კონცენტრირებას ჰპირდებოდა.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რადევმა როგორც ვაშინგტონთან, ასევე მოსკოვთან საქმიანი და პოზიტიური ურთიერთობის შემუშავების დაპირება გასცა. მან ყურადღება გაამახვილა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევაზეც და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის კონფრონტაციული ურთიერთობა წარსულს ჩაბარდება.

პრორუსული საგარეო ხაზის გარდა, რადევი მკვეთრი ანტიემიგრაციული რიტორიკით გამოირჩევა და იგი ამ მხრივ ევროკავშირის აქტიური კრიტიკოსია. მისი აზრით, მკვეთრი პოზიციისა და ქმედებების დაუფიქსირებლობის შემთხვევაში, ბულგარეთი „მიგრანტების გეტოდ“ გადაიქცევა, რაც დაუშვებელია.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების პარალელურად, საკუთარი პოსტი დატოვა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, პროევროპული და მემარჯვენე ორიენტაციის მქონე ბოიკო ბორისოვმა, რასაც ბულგარეთის მთავრობის გადაყენება და მმართველი კოალიციის დაშლა მალევე მოჰყვა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, კორუფციისა და სიღარიბის (ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა) გარდა, ამომრჩევლების გადაწყვეტილებაზე ყველაზე დიდი გავლენა ქვეყანაში ემიგრანტების ჭარბი რაოდენობით შესვლის შიშმა მოახდინა. ამ მდგომარეობით ყველაზე კარგად პრორუსული ორიენტაციის პოპულისტმა რუმენ რადევმა ისარგებლა. მისი მხარდამჭერების ძირითადი ნაწილი ბულგარელი სოციალისტები და საშუალო ასაკს გადაცილებული მოსახლეობაა, რომლებიც დაკავშირებული არიან მოსკოვთან კარგ ურთიერთობაში მყოფ ბულგარეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

გასათვალისწინებელია, ასევე, ეთნიკურად თურქული უმცირესობაც, ვინაიდან მათ მთავარ პარტიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ადგილობრივ ოლიგარქებთან, ასევე რუსული ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენელთან.

სოფიაში განვითარებული მოვლენების მსგავსად, ვნებათაღელვა კიშინიოვშიც შეინიშნებოდა. გამარჯვებულის გამოსავლენად პირველი ტური საკმარისი არ აღმოჩნდა, მეორე ტურში კი სოციალისტური პარტიის პრორუსმა კანდიდატმა იგორ დოდონმა ხმების 54% პროცენტი აიღო, რითიც მოლდოვის ახალი პრეზიდენტი გახდა. მისი მოწინააღმდეგე პროევროპელი მაია სანდუ იყო, რომელიც წარსულში განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა.

არჩევნების შედეგი გასახარი აღმოჩნდა კრემლისთვის, ვინაიდან მოლდოვის ევროპასთან დაახლოების პროცესი, რომელიც ბოლო 5 წელია განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, ახალმა პრეზიდენტმა შეიძლება შეაყოვნოს. იგორ დოდონს არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ ის ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მოწინააღმდეგეა და სანაცვლოდ რუსულ სავაჭრო ბლოკში გაწევრიანებას ემხრობა. მეტიც, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მან ამომრჩევლებს ასოცირების ხელშეკრულების გაუქმება და ევროპასთან სწრაფი ინტეგრაციის გადახედვის პირობა მისცა.

გარდა ამისა, ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, იგი პირველ საერთაშორისო ვიზიტს რუსეთში განახორციელებს, სადაც კრემლის დარწმუნებასა და ფინანსური დახმარების მიღებას ეცდება. მისი თქმით, მოლდოვაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მიზეზი ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციული პოლიტიკის არჩევა და რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებაა, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

1996 წლის შემდეგ მოლდოვაში პრეზიდენტი პირდაპირი არჩევის წესით პირველად აირჩიეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არჩევნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის რეზიდენტებმა. ექსპერტების აზრით, დნესტრისპირეთში მცხოვრები ამომრჩევლების დიდმა უმრავლესობამ ხმა სწორად პრორუს იგორ დოდონს მისცა, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

ორივე ქვეყნის - ბულგარეთისა და მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მკვეთრად პრორუსი კანდიდატების გამარჯვების მიუხედავად, უახლოეს მომავალში პოლიტიკური ვექტორის რადიკალური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. ბულგარეთში, ისევე როგორც მოლდოვაში, ქვეყნის მართვის საპარლამენტო მოდელი მოქმედებს. შესაბამისად, პრეზიდენტს ძირითადად ცერემონიული უფლებამოსილება აქვს. საგარეო და საშინაო პოლიტიკის შემუშავებაში ცენტრალური როლი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს ენიჭება. შესაბამისად, ამაზე პრეზიდენტს ზეგავლენის მოხდენა ნაკლებად შეუძლია.

აღმოსავლეთ ევროპის პარალელურად, რუსეთმა გააქტიურება სამხრეთ კავკასიაშიც გადაწყვიტა. გასულ კვირას ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა რუსეთის მთავრობის წინადადებას, სომხეთის რესპუბლიკასთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი და სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საერთო საჯარისო ჯგუფს შექმნის, რომლის მიზანიც სახმელეთო საზღვრების დაცვა იქნება. ცნობილია, ასევე, ისიც, რომ დაჯგუფება ფორმალურად სომხეთის არმიის ხელმძღვანელობას დაემორჩილება, თუმცა საკადრო გადაწყვეტილებებს რუსული მხარის გარეშე ვერ მიიღებს.

მხარეებს შორის აღნიშნულის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და შეთანხმებას ხელი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოეწერება. ექსპერტების ვარაუდით, ამ გზით რუსეთი, ერთი მხრივ, კიდევ უფრო იმყარებს საკუთარ პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში, მეორე მხრივ კი, სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა რუსეთისგან ორი მილიარდი დოლარის სამხედრო იარაღი შეიძინა, რამაც ერევანში პროტესტი გამოიწვია.

ზაზა აბაშიძე
ზაზა აბაშიძე

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა