ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმის - "2021"-ის განხილვის დროს გააკეთა. მურღულიას თქმით, მშენებლობები უნდა გაკონტროლდეს, რომ ქალაქის იერსახის დამახინჯება არ მოხდეს.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჩვენ მერიიდან 2010-2016 წლებში მშენებლობებისთვის გაცემული ნებართვების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. კერძოდ, რამდენი მრავალსართულიანი კორპუსის, კერძო სახლის, სასტუმროსა და სხვადასხვა ტიპის მშენებლობის ნებართვა გაიცა ქალაქის არქიტექტურისა დაზედამხედველობის სამსახურის მიერ. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციაწლების მიხედვით ასე გამოიყურება:
ცხრილი 1:
სამშენებლო ნებართვების რაოდენობა
წელი | მრავალსართულიანი კორპუსები | სასტუმრო | კერძო ბინათმშენებლობა | სხვა ტიპის მშენებლობები | რეკონსტრუქცია, დემონტაჟი, ვადის გაგრძელება | სულ |
2010 | 3 | 35 | 117 | 128 | 283 | |
2011 | 7 | 2 | 28 | 80 | 192 | 309 |
2012 | 4 | 2 | 36 | 78 | 267 | 387 |
2013 | 6 | 4 | 42 | 106 | 284 | 442 |
2014 | 13 | 4 | 30 | 89 | 266 | 402 |
2015 | 2 | 3 | 36 | 97 | 280 | 418 |
2016 (იანვარი-ივლისი) | 4 | 2 | 23 | 56 | 183 | 268 |
2016
წლის განმავლობაში გაცემული 268 ნებართავა მხოლოდ შვიდი თვის მონაცემებს შეესაბამება. მერიაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ეს სტატისტიკა 430-440-მდე გაიზრდება.
გაცემული ნებართვების მონაცემები მშენებლობის ფართის მიხედვით შემდეგნაირია:ცხრილი 2:
სამშენებლო ნებართვები ფართობის მიხედვით და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები
წელი | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 (იანვარი- ივლისი) |
გაცემული ნებართვები კვ.მ-ობით | 48 336,54 | 135 248 | 61 792,58 | 90 591,21 | 101 928,026 | 92 885,24 | 70 693,72 |
ექსპლუატაციაში მიღებული | 24 703 | 26 413 | 83 923 | 31 639 | 46 097 | 85 448 | 46 862 |
გაცემული ნებართვების უმეტესობა კერძო მშენებლობასა და სხვადასხვა ტიპის კატეგორის მშენებლობაზე მოდის. ასევე, მაღალი მაჩვენებელია რეკონსტრუქცია-დემონტაჟსა და მშენებლობის ვადის გაგრძელებაზე.
მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა წლების მიხედვით იცვლება. ამ მხრივ წარმატებული წელი 2014 აღმოჩნდა, როდესაც მერიის მიერ 13 მრავალსართულიანი კორპუსის და 4 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მრავალსართულიანი კორპუსებიდან ნაწილი დევნილების საცხოვრებელზე მოდის. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქუთაისში რამდენიმე კორპუსი ააგო, რომელთა მშენებლობაზე ნებართვა მერიამ გასცა.
რაც შეეხება სასტუმროებს, ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმროს მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.
დასკვნა
მშენებლობის ტემპს ყველაზე კარგად მშენებლობის ფართობის ცვლილება უჩვენებს, რაც მშენებლობაზე გაცემული ნებართვებიდან და ექსპლუატაციაში შესული შენობების ფართობიდან ჩანს. როგორც ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, 2012 წლიდან 2015 წლამდე ქუთაისში მშენებლობებზე გაცემული ნებართვები გაორმაგდა. გაიზარდა მშენებარე ობიექტების ფართიც. თუმცა, ყველაზე მეტ ფართობზე მშენებლობის ნებართვა 2011 წელს გაიცა, რაც მნიშვნელოვანწილად პარლამენტის შენობის აგებით უნდა ყოფილიყო განპირობებული. 2015 წელს ექსპლუატაციაში მიღებული შენობების ფართობმა კი, 2012 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა (სადაც დიდი წილი ისევ პარლამენტის შენობაა).
ფაქტ-მეტრის დასკვნით, შოთა მურღულიას განცხადება არის სიმართლე.