რომ 200 მილიონის ოდენობის დეფიციტი [საშინაო ვალდებულებების ზრდა] იყო განსაზღვრული და ეს ლიმიტი უკვე დარღვეულია. მისი თქმით, კომერციული ბანკებიდან დამატებით ვალის აღებისა და ემისიის შემდეგაც, მთავრობამ 9 ნოემბრისთვის სახაზინო ვალდებულებების ემისია 50 მილიონი ლარის ოდენობით კიდევ ერთხელ დაგეგმა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ფაქტ-მეტრთან საუბარში რომან გოცირიძემ დააზუსტა, რომ ის არა დეფიციტზე, არამედ საშინაო ვალდებულებების ზრდაზე საუბრობდა. საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონითგანისაზღვრა, რომ საშინაო ვალდებულებების ზრდა 738 მილიონი ლარიდან 938 მილიონ ლარამდე უნდა მომხდარიყო. ეს ნიშნავს, რომ საშინაო ვალდებულებების ზრდა 200 მილიონი ლარით განისაზღვრა.
ფინანსთა სამინისტროს საიტზე მოცემული ინფორმაციით, 9 ნოემბერს კიდევ ერთი ემისია (50 მილიონი ლარის ოდენობით) მართლაც იგეგმებოდა. აუქციონის შედეგების მიხედვით, ფასიანი ქაღალდების N38 აუქციონზე 33მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების მქონე 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები საშუალო შეწონილი 7.05%-ით გაიყიდა.
ფინანსთა სამინისტრომ 2016 წლის მანძილზე 1 მილიარდ 19 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდების ემისია უკვე განახორციელა და წლის ბოლომდე, ფინანსთა სამინისტროს კალენდრის მიხედვით, კიდევ სამ აუქციონს გეგმავს, ჯამში 60 მილიონი ლარის ოდენობით. თუმცა, აღნიშნული თანხიდან უმეტესი ნაწილი ძველი დავალიანების დაფარვას ხმარდება.
ფაქტ-მეტრმა განცხადების ის ნაწილიც გადაამოწმა, სადაც რომან გოცირიძე აუდიტის სამსახურის შესახებ საუბრობს. როგორც აღმოჩნდა, აუდიტის სამსახური 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებისსაკითხთან მიმართებით მართლაც უარყოფითადაა განწყობილი. ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა ყურადღება გამახვილებული. აუდიტის სამსახური გამოთქვამს ვარაუდს, რომ წლის ბოლოსთვის აუთვისებელი სახსრების მასშტაბური ხარჯვა ამ რესურსების არაეფექტიანი და არამიზნობრივი გამოყენების რისკს ზრდის. აუდიტის სამსახური დამტკიცებულ გეგმებში მასშტაბურ ცვლილებებზე, გაუქმებულ ან/და არშესრულებულ ტენდერებსა და შესყიდული მომსახურებისა და საქონლის ხარისხის პრობლემებზეც საუბრობს. აუდიტის სამსახური ბიუჯეტის უფრო სწორად დაგეგმვის აუცილებლობაზეც მიუთითებს, თუმცა კონკრეტულ კანონდარღვევაზე ყურადღებას არ ამახვილებს. აუდიტის სამსახური მხოლოდ ვარაუდის დონეზე საუბრობს, რომ შესაძლოა დაირღვეს ლიმიტები და შეზღუდვები სხვადასხვა უწყებაში, თუმცა ის, რომ კანონი დაირღვა, აუდიტის სამსახურის ანგარიშში არ წერია.
გენერალურმა აუდიტორმა 4 ნოემბერს საშინაო ვალების ზრდაზე განცხადებაცგააკეთა და მთავრობას მოუწოდა, ვალების მოცულობის ზრდისას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაითვალისწინოს. "ამ ნაწილში ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციებით მივმართავთ პარლამენტსა და მთავრობას, რათა მათ მოახდინონ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა აღნიშნული დადგენილებები და ზღვრები არ იყოს დარღვეული" - განაცხადა ლაშა თორდიამ.
ფაქტ-მეტრი წინა ხელისუფლების პერიოდში ბიუჯეტში დაგეგმილი საშინაო ვალდებულებების ზრდის შესრულებითაც დაინტერესდა. ამისათვის "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდის ინფორმაცია და ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზეგამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები (როგორც შუალედური, ისე საბოლოო), 2009 წლიდან 2012 წლამდე, ერთანეთს შევადარეთ. არცერთ შემთხვევაში საშინაო ვალდებულებების ზრდა წლის დასაწყისში განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი არ ყოფილა.
დასკვნა
ბიუჯეტში განსაზღვრული იყო, რომ საშინაო ვალდებულებების ცვლილება 200 მილიონი ლარით მოხდებოდა. რომან გოცირიძის განცხადება, რომ ეს ლიმიტი დარღვეულია და ამ ლიმიტის შემდგომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ აპირებდა ემისიას, გამართლდა. 9 ნოემბერს ცვლილებების ზრდა 248 მილიონ ლარს შეადგენდა და კიდევ 33 მილიონი ლარი დაემატა, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 60 მილიონი ლარის ემისიაა დაგეგმილი.
ამასთან დაკავშირებით გენერალურმა აუდიტორმა განცხადება მართლაც გააკეთა, რომელშიც მთავრობისადმი რეკომენდაციებზეა საუბარი. მეტიც, სახელმწიფო აუდიტმა 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობაზე დასკვნაგამოაქვეყნა და ამ დასკვნაში აქცენტი სწორედ ვალების პოლიტიკასა და დეფიციტურ ხარჯვაზეა გაკეთებული.
რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ კანონის დარღვევას, კანონი დაირღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტში საშინაო ვალდებულებების ზრდა 200 მლნ ლარს გადააჭარბებს. ეს რომ არ მოხდეს, მთავრობამ ან ლიმიტს ზემოთ აღებული ვალი უნდა დააბრუნოს, ან ბიუჯეტის კანონი უნდა შეცვალოს. ამ შესაძლებლობას ახსენებს რომან გოცირიძეც, რომ წლის ბოლოს შესაძლებელია 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის რედაქტირება. აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი გააგრძელებს ბიუჯეტის შესრულებაზე დაკვირვებას 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით და, საჭიროების შემთხვევაში, სტატიაში შესაბამის ცვლილებებს შეიტანს.
ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ რომან გოცირიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.