• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბათუმის ბულვარის ბიუჯეტი 70%-ით შეამცირეს

ბათუმის ბულვარის ბიუჯეტი 70%-ით შეამცირეს

ბათუმის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით ბულვარის მოვლა-პატრონობისთვის 3 მილიონ 418 ათასი ლარია გათვალისწინებული.

17/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ბათუმის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით ბულვარის მოვლა-პატრონობისთვის 3 მილიონ 418 ათასი ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს  ბულვარის მართვისა და მოვლა-პატრონობისთვის, ჯამში, 11 მილიონ-ნახევარი ლარი იყო გამოყოფილი.

 

წინა წელთან შედარებით დაფინანსება 8 მილიონი ლარით შემცირდა. ინფრასტრუქტურული და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას ამ ეტაპზე  მერია არ აპირებს.

 

ბათუმის ბულვარი - ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი

 

გასულ წელს ბათუმის ბულვარმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან გამარტივებული შესყიდვის განხორციელების უფლება მოიპოვა და შპს „სასტუმრო ოაზისს“ განვითარების კონცეფციის პროექტი შეუკვეთა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ძველ ბულვარში 1 600 კვ.მ ხეივნის სხვადასხვა თემატიკის სივრცეებად დაყოფა, ასევე, შუა ხეივანში კაფეების მოწყობა იგეგმებოდა.

 

ამ კონცეფციას - საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი, პროტესტს კი პროექტისა და „სასტუმრო ოაზისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეჩერება მოჰყვა.

 

საზოგადოების აქციები, სახელწოდებით „გადავარჩინოთ ბათუმის ბულვარი“, შეწყდა, მაგრამ დღემდე გაურკვეველი დარჩა, რა ელის ბულვარს. საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ ბულვარის კონსერვაციასა და ამ მიზნით სპეციალური გეგმის მომზადებას ითხოვდა.

 

ბათუმის ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლია, თუმცა ძეგლში ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპები ჯერჯერობით შემუშავებული არ არის. 2015 წლის 6 ივნისს ბულვარის მაშინდელმა დირექტორმა გიორგი ზირაქიშვილმა ბულვარის განვითარების მიზნით კომისია შექმნა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი მხოლოდ კონსერვაციის გეგმის მომზადებას ითვალისწინებს და არა ახალი, განვითარების კონცეფციის გეგმის შედგენას.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა ბულვარის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული შესყიდვები და  შესაბამის სამსახურებს კანონთან შეუსაბამო რამდენიმე ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა. ორგანიზაცია მიუთითებდა პროცესის გაუმჭვირვალობასა და ბულვარის საკითხზე მომუშავე კომისიაში სპეციალისტების არყოფნაზე.

 

ვის ეკუთვნის ბათუმის ბულვარი

 

2015 წლის დეკემბერში დაწყებული საპროტესტო ტალღის შემდეგ, 2016 წლის თებერვალში აჭარის მთავრობამ ბულვარის ბათუმის მერიისთვის გადაცემა გადაწყვიტა. გადაწყვეტილება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში. მანამდე ბათუმის ბულვარი ისევ აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ია და 2016 წლის 11.5-მილიონიან ბიუჯეტს განკარგავს.

 

რა ბედი ეწევა ადმინისტრაციას და იქ დასაქმებულებს, უცნობია, რადგან ბულვარის ადმინისტრაციაში ამ ეტაპზე ისიც არ იციან, რა ფორმით გააგრძელებს ბულვარი საქმიანობას.

 

ადმინისტრაციაში „ფაქტ-მეტრს“ განუცხადეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მოვლა-პატრონობისა და ადმინისტრაციული ხარჯებისთვისაც არაა საკმარისი. თანხა საკმარისი არ არის ისეთი სამუშაოებისთვის, როგორიცაა დაზიანებული ფილაქნის შეცვლა, ან 6-კილომეტრიანი ველობილიკის შეკეთება.

 

ბულვარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო თანხის გამოყოფა გადაწყვეტილი არ არის. ასევე, დაუზუსტებელია იმ სამუშაოების ბიუჯეტი, რომლის დაფინანსება ბულვარის ადმინისტრაციამ მერიას სკვერების მოსაწყობად და ლანდშაფტური განვითარებისთვის მოსთხოვა.

 

რაც შეეხება ახალი ბულვარის განვითარებას, ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო მისი მოწყობა გრძელვადიანი პერსპექტივაა.

 

„კაპიტალური პროექტებისთვის ამ ეტაპზე თანხა გამოყოფილი არ არის, საკითხი კონსულტაციის დონეზეა და მას აჭარის მთავრობასა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ“, - აცხადებს ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე.

 

მისი თქმით, ბათუმის მერიას სამართავად ბულვარი 2017 წლის 1-ელ იანვარს უნდა გადაეცეს. ამიტომ ჯერჯერობით ბულვარის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ხედვიდან ბათუმის ბიუჯეტში მხოლოდ მოვლა-პატრონობის ნაწილი აისახა. კაპიტალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო სამუშაოებზე კი, რომლის ღირებულებაც, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, 7 მილიონამდე ლარია, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

როგორც ირკვევა, ბულვარის ადმინისტრაციამ მერიას წარმოდგენილ ხარჯებზე 7 მილიონი ლარით მეტი მოსთხოვა, რისი გაცემაც იმაზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება კონსულტაციები ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობაში.

 

საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბულვარის“ წარმომადგენლის ნათია აფხაზავას შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი ნაჩქარევად, უწყებებს შორის კომუნიკაციისა და დასაბუთების გარეშეა მომზადებული. ამასთანავე, გაურკვეველია იმ მწირი დაფინანსების მიზნობრიობაც, რაც განხილვის დროს იქნა წარმოდგენილი.

 

აფხაზავას აზრით, ძველი და ახალი ბულვარის ინტეგრირების, ახალი ბულვარის განვითარების, ძველი ბულვარის კონსერვაციის, „რვაფეხასა“ და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ეს საკითხები  ბათუმის მერიისა და ბულვარის ადმინისტრაციის მომავალი წლის გეგმებში არ ასახულა.

 

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ  ბათუმის ბულვარის დაქვემდებარების საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება. ეს აფერხებს მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვას და ბულვარის განვითარებასაც. როგორც ჩვენი რესპონდენტების კომენტარებიდან ჩანს, ამ საკითხის გასაღები მთავრობაშია, საიდანაც მითითებას ელოდებიან. მანამდე კი, 17 ნოემბერს საკრებულო კენჭს უყრის ბულვარის მომავალს, რომლის დასაცავადაც ცოტა ხნის წინ მასშტაბური აქციები იმართებოდა.

თეგები:
დავით კირკიტაძე
სკოლები
თავდაცვის ბიუჯეტი
რეზი არველაძე
სითი ინსტიტუტი საქართველო
ეკა გიგაური
მაია მერკვილაძე
მაია მერკვილაძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა