• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
"ჭკვიანი მრიცხველი" დენს გააძვირებს, მაგრამ ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებასაც იძლევა

"ჭკვიანი მრიცხველი" დენს გააძვირებს, მაგრამ ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებასაც იძლევა

„ჭკვიანი მრიცხველი“ - პროექტი, რომელიც ელექტროენერგიის სფეროში საათობრივი ვაჭრობის ინფრასტრუქტურის დანერგვას გულისხმობს, ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპექტრის

17/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

„ჭკვიანი მრიცხველი“ - პროექტი, რომელიც ელექტროენერგიის სფეროში საათობრივი ვაჭრობის ინფრასტრუქტურის დანერგვას  გულისხმობს, ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპექტრის, უფრო მეტად კი ოპოზიციური პარტიების კრიტიკის საგნად იქცა. „ჭკვიან“, იგივე სმარტ მრიცხველებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასება ერთგვაროვანია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივის მიზანი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაა.

 

შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის მრიცხველი დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში მოხმარებული ენერგიის სხვადასხვა ტარიფით დათვლის საშუალებას იძლევა. წინასწარი ვერსიით, დღის განმავლობაში დენის ტარიფი შედარებით მაღალი იქნება, ვიდრე ღამით.

 

„ფაქტ-მეტრთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბადრი ბასიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე არ ახმაურებდა ამ თემას, მაგრამ ახლა უკვე დაიწყეს საუბარი პროექტზე, რომელიც, სამწუხაროდ, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას გულისხმობს. ეს ირიბად ენერგეტიკის სამინისტროშიც დაადასტურეს. საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან უჭირს და ამგვარი ცვლილებები - ძვირად ღირებული ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება და გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლა კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას“.

 

ენერგეტიკის სამინისტროში დანამდვილებით არ იციან, რამდენი წელი დასჭირდება ცვლილების განხორციელებას, თუმცა ამბობენ, რომ პროექტის მომზადების პროცესი უკვე დაწყებულია და მის სავარაუდო ღირებულებად 100-120 მილიონი დოლარი მოიაზრება.

 

უწყებაში განმარტავენ, რომ მრიცხველების დამონტაჟების საფასური ეტაპობრივად გადანაწილდება და ელექტროენერგიის ტარიფში აისახება.

 

ენერგეტიკის სამინისტროში სკეპტიკოსთა აზრს არ იზიარებენ  და განმარტავენ, რომ ენერგეტიკის სფეროს ლიბერალიზაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

 

უწყებაში განმარტავენ, რომ უწყების ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით შარიქაძის განცხადებით, „ჭკვიანი მრიცხველების“ სისტემამ ყველა განვითარებულ ქვეყანაში წარმატებით იმუშავა და რადგანაც ჩვენ ვიბრძვით, გავხდეთ ამ სამყაროს ღირსეული წევრები, მოგვიწევს რაღაცის ხარჯზე, თუნდაც ეს იყოს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა, დავნერგოთ ასეთივე პროგრამა. არ ვამბობთ, რომ ტარიფები არ გაიზრდება, მაგრამ სისტემა გააზრებულად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პარალელურად უნდა დაინერგოს“.

 

პროექტს ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას უწოდებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშიც და ამბობენ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა ქვეყანაში ენერგოეფექტურობის დანერგვაა და ამ მიზნით, რამდენიმე წელიწადში ყველა ევროპული ქვეყანა სმარტ მრიცხველების მოხმარების სისტემაზე უნდა გადავიდეს.

 

სემეკში ფიქრობენ, რომ პროექტმა ყველა ქვეყანაში ეფექტური შედეგი აჩვენა, თუმცა საქართველოში მის განხორციელებას რამდენიმე წლის პერსპექტივაში მოიაზრებენ.

 

„ჭკვიანი მრიცხველების“ პროექტი უდავოდ ძალიან სარგებლიანია, რადგან დიდი რაოდენობით  ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა, მაგრამ საქართველოში მისი განხორციელება 2 ან 3 წელიწადში წარმოუდგენელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროექტი ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ეს კი ტარიფზეც მნიშვნელოვნად აისახება; ამიტომაც, ამას სჭირდება ძალიან გააზრებული ნაბიჯები, უნდა შემუშავდეს პროექტის განხორციელების გეგმა და ყველა ის რეგულაცია, რაც ტარიფის ცვლილებას უკავშირდება, რათა ცვლილებამ მოსახლეობაც არ დააზარალოს“, - განაცხადა სემეკის ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ.

 

ქვეყნის ეკონომიკურ მზაობასა და ელექტროენერგიის მოხმარების ხსენებულ სისტემაზე გადასვლას შორის კავშირს ვერ ხედავენ ეკონომისტები და ფიქრობენ, რომ მოდელი განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფ ქვეყნებში ერთნაირად იმუშავებს.

 

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ცენტრის მკვლევარის, ლევან ფავლენიშვილის თქმით, ტარიფის ზრდის მიუხედავად, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.

 

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოვიცადოთ, როცა შეგვიძლია, ამ ტექნოლოგიის დანერგვით რაც შეიძლება მალე მივიღოთ სარგებელი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და შესყიდვის თანამედროვე სისტემით მოსახლეობას ტარიფი გაეზრდება, მაგრამ ელექტროენერგიის ხარჯის შემცირების სხვა გზა მიეცემა, რაც გულისხმობს, რომ ექნება ორი ტიპის, დღე-ღამის ტარიფი და თავად მოახდენს ხარჯების ოპტიმიზაციას და ელექტროენერგიას დაბალი მოხმარების პერიოდში მოიხმარს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

 

ტარიფის ზრდა რომ გარდაუვალია, ამაზე ენერგეტიკის სამინისტრო, სემეკი და ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან. თუმცა, ვინაიდან პროექტი სამომავლო  პერსპექტივად მოიაზრება, იმაზე, რამდენით გაიზრდება ტარიფი და როგორ აისახება ეს მოსახლეობის ბიუჯეტზე, დანამდვილებით ვერავინ საუბრობს.

 

„ფაქტ-მეტრის“ ეკონომისტის, ვალერი კვარაცხელიას თქმით, „საქართველოში ტარიფი საკმაოდ დაბალია და ფასის მატების რესურსიც არსებობს, თუმცა დარგის სპეციალისტების მიერ უნდა შეფასდეს, ტარიფის რა მოცულობით ცვლილებაზეა საუბარი და არგუმენტირებული პოზიციის დაფიქსირება ამის შემდგომ გახდება შესაძლებელი. ჯერჯერობით ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტია უცნობი, რაც დეტალური პასუხის გაცემას შეუძლებელს ხდის, ამ ეტაპზე კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი შეუძლებელია“.

 

საბოლოოდ, წინასწარი გრაფიკი, როდის დაინერგება საქართველოში ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების სისტემა, უცნობია, თუმცა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და ენერგეტიკის სამინისტროში მისი განხორციელების პირველ ეტაპზე უკვე მუშაობენ.

 

სემეკის ენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის, ნუგზარ ბერიძის თქმით, „ამ ეტაპზე საქართველომ სმარტ აღრიცხვის შემოღებისთვის საჭირო რეგულაციების შესამუშავებლად ევროკავშირში უკვე წარადგინა პროექტი, რათა მივიღოთ დაფინანსება. როდესაც ეს რეგულაციები გვექნება, უკვე პროექტის განხორციელების კონკრეტულ სქემაზე დავიწყებთ მუშაობას“.

 

ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ „ჭკვიანი მრიცხველები“ თავდაპირველად დიდ საწარმოებში დაინერგება, შემდეგ კი, როცა ელექტროენერგიის დაანგარიშების მოდელი შემუშავდება, პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და მოსახლეობა დიფერენცირებული ტარიფის  ნაცვლად, საფასურის საათობრივად გადახდის სისტემაზე გადავა და დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა ღირებულების ელექტროენერგიას მოიხმარს.

თეგები:
გიორგი მშვენიერაძე
ხონი
ვაკის გამგეობა
ხალხის ძალა
სკოლები
ურსულა ფონ დერ ლაიენი
თემურ ცამციშვილი
ჩინეთი
მამუკა სალუქვაძე
ელზა ელბაქიძე
ელზა ელბაქიძე

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა