• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„საარჩევნო საქმეები“, რომლებიც არჩევნების შემდეგ დაივიწყეს

„საარჩევნო საქმეები“, რომლებიც არჩევნების შემდეგ დაივიწყეს

საპარლამენტო არჩევნებიდან 2 დღეში, 10 ოქტომბერს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულთა წინასასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო

14/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საპარლამენტო არჩევნებიდან 2 დღეში, 10 ოქტომბერს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულთა წინასასამართლო  სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ გაურკვეველი დროით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მაგისტრალური გაზსადენის აფეთქების მცდელობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 აგვისტოს ოფიციალურად გამოაცხადა ტერაქტის აღკვეთის შესახებ. მათი ცნობით, ტერორისტთა ჯგუფი სოფელ საგურამოსთან მდინარე არაგვზე გამავალ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდა. მაშინ სულ 7 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი პოლიციელი.

 

ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელიც არჩევნებამდე ხმაურით დაიწყო და არჩევნების შემდეგ ყველას დაავიწყდა. არავინ იცის, რა ხდება ე.წ. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე.

 

ასევე, ხმაურით გახსნეს არჩევნებამდე სამი დღით ადრე მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე, მაგრამ ამ საქმის გახსნის დეტალებიც უცნობია. ასევე, უცნობია არჩევნებამდე 9 თვით ადრე პოლიტიკოსების წინააღმდეგ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმის შედეგი. ამ შემთხვევაში საქმეზე დაკავებულებიც კი უკვე  გაათავისუფლეს, რადგან  9 თვე ისე გავიდა, რომ მათ ბრალი ვერ დაუმტკიცეს.

 

ამ საქმეებს ბევრი რამ აქვს საერთო. პირველი ის, რომ სამივე საქმის გახსნა აქტიურ საარჩევნო პერიოდში მოხდა. პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფარული ჩანაწერების გავრცელება მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებდა მზადებას და პროცესი აქტიურ ფაზაში გადადიოდა. სწორედ ამიტომ  ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხი საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა და კარგა ხნის განმავლობაში საზოგადოების ყურადღება ამ საკითხზე  იყო ფოკუსირებული. მაშინ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ საქმეს გახსნიდა და რამდენიმე ადამიანი დააკავა, მაგრამ არჩევნები დამთავრდა თუ არა, ერთი გაათავისუფლეს და ორსაც, მაქსიმუმ, დეკემბერში გაათავისუფლებენ. არგუმენტი კი ის არის, რომ „დღევანდელი მოცემულობით, ვერ მოხერხდებოდა მტკიცებულებების გამოკვლევა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანა“.

 

ფარული ჩანაწერების გავრცელებაში, სულ, 5 პირია ბრალდებული. ორი მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, კიდევ ორს კი წინასწარი პატიმრობის ვადა დეკემბერში ეწურება.

 

მეორე, ასევე, გახმაურებული საქმე ე.წ. ტერაქტის აღკვეთას ეხება. საუბარია  აგვისტოს ბოლოს რამდენიმე პირის ხმაურიან დაკავებაზე. ბექა ბექაური და კიდევ  4 ადამიანი იმ ბრალდებით დააკავეს, რომ ისინი რუსეთიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენის აფეთქებას გეგმავდნენ. 2 პირი კი ამავე საქმესთან კავშირის გამოა დაკავებული. სულ 7 ადამიანი წინასწარ პატიმრობაშია და  მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა პირობა დადო, ბექაურის საქმეს კონტროლზე აიყვანდა, ამ საქმეზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. მეტიც, წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო.

 

ეს შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესო იმით არის, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაა აღძრული. ტერორიზმს კი საერთაშორისო სამართალშიც და ქართულ კანონმდებლობაშიც ასეთი განმარტება აქვს: დანაშაული ტერორიზმად რომ ჩაითვალოს, ეს ქმედება მიზნად უნდა ისახავდეს მოსახლეობის დაშინებას ან ხელისუფლების იძულებას, რაღაც ქმედება ჩაიდინოს ან არ ჩაიდინოს. ასევე, ქვეყნის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაციას ან განადგურებას. ამიტომაც ამ საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე გაჩნდა კითხვები, რამდენად იკვეთებოდა ამ  კონკრეტულ შემთხვევაში ტერორიზმის ნიშნები. მით უმეტეს, რომ ზაფხულში გაზსადენის აფეთქება მაინცდამაინც ეფექტიანი ვერ იქნებოდა. თანაც სომხეთს გაზსაცავი აქვს და ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარებამდე ქვეყანაში გაზის დეფიციტი არ შეიქმნებოდა.

 

„ეს ტერორიზმი ვერანაირად ვერ იქნება. უნდა იყოს სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ ძალადობა, უნდა იყოს გზავნილის გავრცელების მიზნით, ან იდეოლოგია უნდა ჰქონდეს ჯგუფს პოლიტიკური ან რელიგიური. ეს უფრო დივერსიის აქტია. წინასაარჩევნოდ ამ ყველაფრის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მცდელობაა. ამას ბოლომდე არ იტყვიან, მაგრამ ეცდებიან, ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, თითქოს ეს კვალი აღმოაჩინეს. ჩემი აზრით, იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკია“, – ამბობდა მაშინ ანალიტიკოსი  ნოდარ ხარშილაძე „ფაქტ-მეტრთან“.

 

არადა ხელისუფლება ცდილობდა, კვალი უკრაინისკენ წაეყვანა და ამისთვის საგანგებო ატრიბუტიკაც კი გამოიყენა - გავრცელებულ დაკითხვის კადრებში ერთ-ერთ დაკავებულს უკრაინულ სიმბოლიკიანი მაისური ეცვა. უკრაინისკენ კვალის წაყვანა კი მმართველ პარტიას სააკაშვილზე აპელირებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მტრად გამოცხადებისთვის სჭირდებოდა.

 

ამ ხაზის ახალი ძალით განვითარება არჩევნების წინა დღეებში თარგამაძის მანქანის აფეთქება იყო, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გახსნა. თუმცა, თავად დაზარალებული თარგამაძე აცხადებს, რომ მას ამ საქმის გახსნის არ სჯერა და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. მიზეზად კი სწორედ იმ ფაქტს ასახელებს, რომ „პრემიერმა პირველივე საათებში, სრულიად ურცხვად, ივანიშვილის თუ არ ვიცი, ვისი შეკვეთის ძირითადი აქცენტები დასვა თავიდანვე უკრაინასთან მიმართებაში. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ აშკარად სჭირდებოდათ გახსნის გამოცხადება არჩევნებამდე. ჩაატარეს ოთხ ადგილას რაღაც წარმოდგენა სპეცრაზმელების სირბილით, რამაც არაფერი მოიტანა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომ, ვისაც ესენი ბრალს სდებენ, და რატომ სდებენ, ჯერჯერობით გასაგები არაა, ის აღარ იმყოფება ქვეყანაში. ამის შემდეგ მინისტრმა დააანონსა რაღაც, დღეს კი მივიღეთ ისევ არაფერი, გარდა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ნათესაურ კავშირშია მათ მიერ ბრალდებულთან, მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ მანქანა მასზე იყო გაფორმებული. სხვა არავითარი კავშირი მას ამ საქმესთან არ აქვს. ბრალიც კი წაუყენეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი დიდი ალბათობით საერთოდ არანაირ კავშირში არაა ამ ყველაფერთან“.

 

ფაქტია, რომ  ეს საქმეები, თავისი არსით, ძალიან მნიშვნელოვანია და მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე დიდი ხმაური და აჟიოტაჟი იყო ატეხილი, არჩევნების დასრულების შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. დაკავებულთაგან ზოგი გაათავისუფლეს, ზოგის პროცესი გადაიდო და დიდი შანსია, რომ ისინიც საბოლოოდ ბრალის ვერდამტკიცების გამო მალე გაათავისუფლონ. მით უმეტეს, რომ არჩევნები ჩავლილია და მმართველ გუნდს ახლა სხვა პრობლემები აქვს.

თეგები:
საწარმოო ტრავმები
ირაკლი ყიფიანი
გოდოგანი
ეროვნული ბანკი
სკოლები
ირაკლი შიოლაშვილი
ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
ირაკლი ქადაგიშვილი
დემურ გიორხელიძე
სამსონ გუგავა
ტყის ხანძრები
რუსა მაჩაიძე
რუსა მაჩაიძე

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა