• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„სტოპხამი“ და კანონი

„სტოპხამი“ და კანონი

მალე თბილისში საზოგადოებრივი მოძრაობა „სტოპხამი“ გააქტიურდება, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლების „დასჯასა“ და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას ისახავს მიზნად.

10/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მალე თბილისში საზოგადოებრივი მოძრაობა „სტოპხამი“ გააქტიურდება, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლების „დასჯასა“ და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

კამპანიის დაწყება თბილისის ქუჩებში არსებულმა უკონტროლო მდგომარეობამ გამოიწვია, რომელიც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის  და ქუჩაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას უზღუდავს. გარდა იმისა, რომ დღემდე მძღოლები პარკინგისთვის ტროტუარებს კვლავ აქტიურად იყენებენ, ხშირად რეაგირების გარეშე რჩება კანონის დარღვევით მანქანების  გაჩერების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პანდუსების გადაკეტვისა და სპეციალური გასაჩერებელი ადგილების გამოყენების ფაქტები.

 

„სტოპხამი“ სწორედ ამ პრობლემებთან იწყებს ბრძოლას და როგორც მოძრაობაში აცხადებენ, აქტიურ ქმედებებზე გადასვლას ისინი ნოემბერში გეგმავენ.

 

ორგანიზაციის  მიერ დაანონსებული სამოქმედო გეგმის თანახმად, რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფები, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ავტომობილის მძღოლს ჯერ სიტყვიერად გააფრთხილებენ და კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ, ხოლო დაუმორჩილებლოის შემთხვევაში ავტომობილის საქარე მინაზე სპეციალურად დამზადებულ სტიკერს მიაკრავენ, რომლის მინიდან მოცილება არც ისე ადვილი იქნება.

 

სტიკერზე დატანილი იქნება ტექსტი - „მე მკიდია ყველა, ვაჩერებ, სადაც მინდა“.

 

ამასთანავე, მოხდება თითოეული შემთხვევის ვიდეოგადაღება, რომელიც შემდეგ You tube-ზე აიტვირთება. გადაღებისას არა თუ დაფარული არ იქნება ავტომობილის მფლობელის სახე, არამედ გამიზნულად მოხდება ამ ადამიანების საზოგადოებისთვის გაცნობა, როგორც მოქალაქეების, რომლებიც პატივს არ სცემენ კანონსა და საზოგადოებას.

 

ორგანიზაციის წევრები იმედოვნებენ, რომ კამპანიის შედეგად არა მხოლოდ დარღვევების პრევენცია მოხდება, არამედ მას მოჰყვება სახელმწიფო ორგანოების გამოხმაურებაც, რაც პრობლემების გადაჭრისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება.

 

აღსანიშნავია, რომ იდენტური კამპანია რუსეთში 2010 წელს „ახალგაზრდული დემოკრატიული ანტიფაშისტური მოძრაობის“ („ნაში“) წევრების აქტიურობით დაიწყო  და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას „სტოპხამ საქართველოს“ ლიდერმა კატეგორიულად უარყო კავშირი ანალოგიურ რუსულ კამპანიასთან.

 

„სტოპხამი“ არ არის რუსული მიმდინარეობის ანალოგი. მსგავსი კამპანია დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს როგორც მოლდოვასა და ბელგიაში, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში. იდეის ავტორი არის ბელგია და არა რუსეთი“, - განაცხადა ლევან კენჭოშვილმა.

 

„ფაქტ-მეტრი“ შეეცადა, უფრო დაწვრილებით შეესწავლა, სად დაიბადა კამპანიის შექმნის იდეა. ამ მიზნით ჩვენ როგორც მოლდავურ, ასევე რუსულ „სტოპხამს“ დავუკავშირდით. მოლდავურმა ორგანიზაციამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მათი მოძრაობა 2012 წელს დაიწყო და ის რუსული „სტოპხამის“ ანალოგს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბელგიური „სტოპხამი“ არც You tube-ზე და არც Google-ის საძიებო სისტემაში არ იძებნება. ბელგიური „სტოპხამის“ შესახებ  ინფორმაციას არც რუსული „სტოპხამი“ ფლობს.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული „სტოპხამი“ არა მხოლოდ სათაურით, არამედ სტრატეგიითაც ერთიერთში ჰგავს რუსულს, ჩვენ რუსულ ორგანიზაციას 6-წლიანი გამოცდილების გაზიარება  და პრაქტიკაში წარმოშობილ პრობლემებზე საუბარი ვთხოვეთ.

 

თუკი ორგანიზაციის მიერ ინტერნეტში ატვირთულ ასობით ვიდეოს გადავავლებთ თვალს, ნათელი გახდება, რომ მიუხედავად 6-წლიანი მოღვაწეობისა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოძრაობის წევრების მიმართ კვლავ დიდ აგრესიას იჩენს, რაც ხშირად ხელჩართულ ჩხუბშიც გადაიზრდება ხოლმე. ავტომობილების მძღოლები ხშირად ჩივილით იმუქრებიან და ყურადღებას ამახვილებენ საკუთრების დაზიანებაზე, უკანონო ვიდეოგადაღებასა და ხულიგნობაზე.

 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში „სტოპხამს“ გარკვეულწილად პრეზიდენტი პუტინი მფარველობს. ორგანიზაცია საპრეზიდენტო გრანტით ფინანსდება.

 

„სტოპხამის“ ქმედებების საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაზე მიუთითებს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 

„სტიკერის საქარე მინაზე მიკვრა არ არის უკანონობა ან ვანდალიზმი, ვინაიდან საქარე მინა ამით არ ზიანდება“, - აცხადებს ლევან კენჭოშვილი.

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ნივთის დაზიანებისას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, როდესაც დაზიანება მნიშვნელოვან ზიანს იწვევს. მართალია, სტიკერის მიკვრით, რომლის მოცილებაც ძნელად, მაგრამ მაინც შესაძლებელია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მანქანის მფლობელს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს, თუმცა, ყოველი შემთხვევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

 

აღსანიშნავია, რომ რუსული „სტოპხამის“ გამოცდილებიდან, ხშირია მოძრაობის წევრების მხრიდან მძღოლების შეჩერების მიზნით მანქანაზე შეხტომა, ფიზიკური დაპირისპირება (ყოფილა მძღოლების მიერ ცივი იარაღის გამოყენების მუქარის შემთხვევებიც კი). შესაბამისად, რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, „სტოპხამ“ საქართველოს ყოველი ქმედება იქნება თუ არა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

 

ამასთანავე, მძღოლების განსაკუთრებულ აგრესიას იწვევს მათი ვიდეოგადაღება, სადაც ხშირად მათი თანმხლები პირებიც არიან ასახულნი. ლევან კენჭოშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა ვიდეოს გადაღებას და შემდეგ სოციალურ ქსელში მის განთავსებას არ კრძალავს. თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არსებობს ცალსახა პასუხი. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ თანახმად, „პირს უფლება აქვს, იდავოს სასამართლოში პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევის შესახებ, როდესაც მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნასთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისთვის მიიღო საზღაური“.

 

„სტოპხამის“ შემთხვევაში შესაძლებელია, ვიდეოგადაღების კანონიერება მისი საზოგადო ვითარებაში გადაღებით გამართლდეს, როგორც ამას რუსები აკეთებენ. თუმცა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სასამართლომ სხვა ფაქტობრივი გარემოებებიც უნდა გაითვალისწინოს.

 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვიდეოგადაღების ერთადერთი მიზანი ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა და საზოგადოებისთვის „გასაკიცხ“ პიროვნებად წარდგენაა.

 

მართალია, კამპანიის შესახებ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, მაგრამ არ შეიძლება, ყურადღება არ გავამახვილოთ მის დადებით ეფექტებზე. კერძოდ, რუსეთში კამპანიამ ბევრი მძღოლისა თუ ქვეითის დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა და მოსახლეობის დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ხშირად შევხვდებით ისეთ მძღოლებს, რომლებიც „სტოპხამის“ წარმომადგენლების დანახვისას ბოდიშს იხდიან და კანონის დარღვევისგან თავს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელთა რიცხვი ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა, ხოლო დამრღვევთა და აგრესიულ მძღოლთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

 

აღნიშნული კამპანიის მიმართ ქართველი მძღოლების რეაქციას სულ მალე გავიგებთ. ორგანიზაციამ პირველი რეიდების ჩატარება ნოემბერში დააანონსა. მიუხედავად იმისა, რომ ითვალისწინებენ აგრესიის მაღალ ალბათობას, მოძრაობის წევრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და მოძრაობისთვის უფრო ფართო მასშტაბების მიცემაზეც ფიქრობენ, კერძოდ, სამომავლოდ იგეგმება სხვადასხვა რეგიონებში გასვლა და, ასევე, ქვეითად მოსიარულეთა დარღვევების წინააღმდეგ კამპანიის დაწყებაც.

თეგები:
ვახტანგ გომელაური
ანა მოსაშვილი
TAV
ზურაბ ჯაფარიძე
ოკუპაცის კანონპროექტი
პური
თამარ ქეცბაია
თამარ ქეცბაია

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა