car 2 for fb

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 50 ოლქიდან ქართულმა ოცნებამ 48-ში გაიმარჯვა. მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში ქართულ ოცნებას წარმომადგენელი არ ჰყოლია, ხოლო ხაშურში ქართული ოცნების კანდიდატი, ვალერი გელაშვილი, მრეწველების კანდიდატ სიმონ ნოზაძესთან დამარცხდა.

დამაჯერებელი გამარჯვებით, მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვერცერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვერ მოახერხა მეორე ტურში გამარჯვება. ეს ფაქტი საინტერესო იმითაცაა, რომ ორ ოლქში, ახალციხესა და მარნეულში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი პირველი ტურის შემდეგ არჩევნებს იგებდა, ხოლო მეორე ტურში ისინი მნიშვნელოვანი უპირატესობით დამარცხდნენ.

ფაქტ-მეტრი 50-ვე საარჩევნო ოლქის შედეგებს გაეცნო და შეეცადა მიმოეხილა, თუ რა დინამიკა გამოიკვეთა არჩევნების მეორე ტურში. როგორც ცნობილია, მეორე ტურში აქტივობა შემცირდა და არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 37.5-მა პროცენტმა მიიღო. ცნობისთვის, პირველ ტურში აქტივობამ 51.6% შეადგინა.

მიუხედავად აქტივობის შემცირებისა, ქართულმა ოცნებამ მეორე ტურში, ფაქტობრივად, ყველა ოლქში, პირველი ტურში მიღებულ ხმებზე მეტი მიიღო. საშუალოდ, თითოეულ ოლქში, ქართულ ოცნებას მეორე ტურში 2610 ადამიანით მეტმა მისცა ხმა, ვიდრე პირველ ტურში. თბილისში კი საშუალოდ - 719-ით მეტმა.

განსხვავებულ შედეგებს ვხედავთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების რაოდენობის ანალიზისას. პირველ ტურში ნაციონალური მოძრაობის ყველა კანდიდატმა უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მეორე ტურში. საშუალოდ, მეორე ტურში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს, თითოეულ ოლქში, 1918 ამომრჩევლით ნაკლებმა მისცა ხმა.

სიღრმისეული ანალიზისას, რამდენიმე საინტერესო ფაქტი გამოჩნდა. თბილისში, სადაც ნაციონალურ მოძრაობას მეორე ტურში გამარჯვების შანსი, პრაქტიკულად, არცერთ ოლქში არ ჰქონდა, (ქართული ოცნების კანდიდატები ყველა ოლქში, ძალიან ახლოს იყვნენ 50%-იან ზღვართან) ნაციონალურ მოძრაობის კანდიდატს მეორე ტურში, საშუალოდ ერთ ოლქში, 1446 ადამიანით ნაკლებმა მისცა ხმა. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ მათ მომხეებს კონკრეტულ ოლქში გამარჯვების იმედი გადაწურული ჰქონდათ, რადგან ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები 50%-იან ზღვართან ძალიან ახლოს იყვნენ, ხოლო ნაციონალური მოძრაობის არცერთ კანდიდატს თბილისში 30%-ზე მეტი არ აუღია. რაც შეეხება რეგიონებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრებს, გამარჯვების უფრო მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე თბილისში, მხარდაჭერა მეორე ტურში უფრო ნაკლებმა ადამიანმა გამოუცხადა და პირველ ტურთან შედარებით, საშუალოდ, ერთ ოლქში 2234-ით ნაკლები ხმა მიიღო.

ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ორ ოლქში, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ლიდერობდნენ, მეორე ტურში ისინი დიდი სხვაობით დამარცხდნენ. მაგალითად, ახალციხეში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ვაჟა ჩიტაშვილმა, პირველ ტურში 12 721 ხმა მიიღო, როდესაც მისმა კონკურენტმა ქართული ოცნებიდან, გიორგი კოპაძემ 11 446. მეორე ტურში ვითარება დრამატულად შეიცვალა, გიორგი კოპაძეს მხარი 19 437-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილს 8 396-მა. შესაძლებელია ქართულმა ოცნებამ ახალციხეში მეორე ტურისთვის განსაკუთრებული კამპანია ჩაატარა და ამის შედეგად მის კანდიდატს, პირველ ტურთან შედარებით, 7 991-ით მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. თუმცა გაუგებარია, თუ როგორ შეუმცირდა ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების ყველაზე რეალურ კანდიდატს ხმები 4 325-ით.

ანალოგიური სიტუაცია გამოიკვეთა მარნეულშიც, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აჰმედ იმამკულევმა პირველ ტურში გაიმარჯვა. ამ ოლქში იმამკულიევს მეორე ტურში ხმა 3 273 ადამიანით ნაკლებმა მისცა, ხოლო ოცნების კანდიდატს, თამაზ ნავერიანს, მხარამჭრების რაოდენობა 7 771-ით გაიზარდა.

თუკი ცხრილს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მსგავსი თვალსაჩინოდ შეუსაბამო შემთხვევები, სწორედ ისეთ ოლქებში დაფიქსირდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს პირველ ტურში ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰქონდა მიღებული. ისეთი ფაქტები, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ოცნების მხარდაჭერა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის შემცირდა ფიქსირდება ახალციხის, მარნეულის, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ქუთაისის #49, ზესტაფონის და სენაკის ოლქებში.

აღსანიშნავია ის საინტერესო ფაქტიც, რომ მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა ისეთ ოლქებში, სადაც მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ იღებდა მონაწილეობას. მაგალითად, მცხეთაში, დამოუკიდებელი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერთა რაოდენობა მეორე ტურისთვის 3 614 ადამიანით გაიზარდა, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის, 3 299-ით. ასევე ორივე კანდიდატურის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა ხაშურსა და ჭიათურაში. რაც ლოგიკურია, რადგან წესით მეორე ტურში ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვისაც პირველ ტურში მისცა ხმა, ხოლო თუ ამომრჩევლის ფავორიტი კანდიდატი პირველი ტურიდან გამოეთიშა ბრძოლას, ასეთი ამომრჩევლის ხმა დარჩენილ ორ კანდიდატს შორის ნაწილდება.

ოლქი

"ქართული ოცნების"მაჟორიტარობის კანდიდატი

"ნაციონალური მოძრაობის"მაჟორიტარობის კანდიდატი

I ტური

II ტური

სხვაობა

I ტური

II ტური

სხვაობა

#2 ვაკე

12 055 (48.94%)

12 720 (75.52%)

+665 ხმა

5 480 (22.25%)

4 123 (24.48%)

-1 357 ხმა

#6 საბურთალო

11768(46.89%)

12691(79.27%)

+923 ხმა

4316(17.2%)

3319(20.73%)

-997 ხმა

#7 კრწანისი

10648(48.24%)

12501(72.9%)

+1853 ხმა

6384(28.92%)

4646(27.1%)

-1738 ხმა

#8 ისანი

8226(42.52%)

9527(75%)

+1301 ხმა

4748(24.51%)

3176(25%)

-1572 ხმა

#9 ისანი

8553(48.13%)

8920(74.61%)

+367 ხმ

4865(27.37%)

3036(25.39%)

-1829 ხმა

#10 ისანი

8917(45.33%)

9598(73.6%)

+681 ხმა

5271(26.77%)

3443(26.4%)

-1828 ხმა

#11 სამგორი

8979(47.45%)

9778(73.4%)

+799 ხმა

5020(24.11%)

3551(26.6%)

-1469 ხმა

#12 სამგორი

7644(42.58%)

8404(70.4%)

+760 ხმა

4989(27.79%)

3533(29.6%)

-1456 ხმა

#13 სამგორი

8149(45.28%)

9076(75.93%)

+927 ხმა

4593(25.52%)

2877(24.07%)

-1716 ხმა

#15 დიდუბე

10050(47.03%)

10676(76.06%)

+626 ხმა

4241(19.85%)

3360(23.94%)

-881 ხმა

#16 დიდუბე

10821(47.17%)

11175(76.7%)

+354 ხმა

4791(20.89%)

3394(23.3%)

-1397 ხმა

#17 ნაძალადევი

9407(44.84%)

10536(77.53%)

+1129 ხმა

4163(19.84%)

3054(22.47%)

-1109 ხმა

#18 ნაძალადევი

9675(47.13%)

10341(73.16%)

+666 ხმა

5213(25.39%)

3794(26.84%)

-1419 ხმა

#19 ნაძალადევი

9567(45.98%)

9538(70.99%)

-29 ხმა

5455(26.21%)

3898(29.01%)

-1557 ხმა

#20 გლდანი

7922(40.31%)

9011(71.68%)

+1089 ხმა

4827(24.56%)

3560(28.32%)

-1267 ხმა

#21 გლდანი

9441(49.21%)

9206(69.75%)

-235 ხმა

5829(30.43%)

3993(30.25%)

-1836 ხმა

#22 გლდანი

9386(25.61%)

9741(73.04%)

+355 ხმა

5373(25.61%)

3596(26.96%)

-1777 ხმა

#23 საგარეჯო

9457(46.79%)

12512(79.18%)

+3055 ხმა

5039(24.88%)

3290(20.82%)

-1749 ხმა

#24 გურჯაანი

13288(43.91%)

20934(78.54%)

+7646 ხმა

9819(32.45%)

5719(21.46%)

-4100 ხმა

#26 ლაგოდეხი

10360(37.08%)

17380(75.57%)

+7020 ხმა

6587(23.58%)

5618(24.43%)

-969 ხმა

#27 თელავი

11681(41.62%)

17833(69.46%)

+6152 ხმა

9932(35.39%)

7841(30.54%)

-2091 ხმა

#28 ახმეტა

11937(47.23%)

17089(73.83%)

+5152 ხმა

8168(32.32%)

6056(26.17%)

-2112 ხმა

#29 რუსთავი

11374(44.98%)

14277(72.25%)

+2903 ხმა

8080(31.95%)

5483(27.75%)

-2597 ხმა

#30 რუსთავი

11215(46.79%)

12951(67.57%)

+1736 ხმა

8153(34.02%)

6215(32.43%)

-1938 ხმა

#36 მარნეული

8738(43.41%)

16509(72.15%)

+7771 ხმა

9645(47.91%)

6372(27.85%)

-3273 ხმა

#39 კასპი

9677(45.65%)

12289(75.92%)

+2612 ხმა

4853(22.89%)

3897(24.08%)

-956 ხმა

#42 გორი

10555(41.77%)

13607(73.93%)

+3052 ხმა

6287(24.88%)

4798(26.07%)

-1489 ხმა

#44 ახალციხე

11446(39.65%)

19437(69.83%)

+7991 ხმა

12721(44.07%)

8396(30.17%)

-4325 ხმა

#47 ქუთაისი

9204(40.77%)

11313(69.25%)

+2109 ხმა

6649(29.45%)

5023(30.75%)

-1626 ხმა

#48 ქუთაისი

10196(45.88%)

11727(75.28%)

+1531 ხმა

6090(27.4%)

3851(24.72%)

-2239 ხმა

#49 ქუთაისი

8251(40.04%)

11813(67.33%)

+3562 ხმა

7748(37.6%)

5733(32.67%)

-2015 ხმა

#51 ხარაგაული

13172(47.08%)

17068(72.81%)

+3896 ხმა

7409(26.48%)

6375(27.19%)

-1034 ხმა

#52 ზესტაფონი

11852(43.86%)

15658(78.63%)

+3806 ხმა

7589(28.08%)

4256(21.37%)

-3333 ხმა

#61 ფოთი

12922(48.46%)

15918(75.53%)

+2996 ხმა

6856(25.71%)

5157(24.47%)

-1699 ხმა

#63 სენაკი

10256(45.65%)

14003(75.3%)

+3747 ხმა

6889(30.66%)

4593(24.7%)

-2296 ხმა

#64 ხობი

9811(39.24%)

14530(70.72%)

+4719 ხმა

7794(31.17%)

6015(29.28%)

-1779 ხმა

#65 ზუგდიდი

7679(38.05%)

9373(70.17%)

+1694 ხმა

6281(31.13%)

3984(29.83%)

-2297 ხმა

#66 ზუგდიდი

10626(47.37%)

13627(71.09%)

+3001 ხმა

10254(45.71%)

5542(28.91%)

-4712 ხმა

#67 წალენჯიხა

11951(43.26%)

15478(68.56%)

+3527 ხმა

9080(32.87%)

7099(31.44%)

-1981 ხმა

#68 ბათუმი

10226(41.2%)

12058(68.18%)

+1832 ხმა

8142(32.81%)

5627(31.82%)

-2515 ხმა

#69 ბათუმი

9498(39.49%)

10583(69.22%)

+1085 ხმა

6703(27.87%)

4707(30.78%)

-1996 ხმა

#70 ბათუმი

11072(43.91%)

11945(71.28%)

+873 ხმა

7549(29.94%)

4812(28.72%)

-2737 ხმა

#71 ქობულეთი

10722(40.46%)

14133(71.32%)

+3411 ხმა

6454(24.35%)

5684(28.68%)

-770 ხმა

#72 ხელვაჩაური

9988(42.62%)

13054(72.15%)

+3066 ხმა

6732(28.73%)

5039(27.85%)

-1693 ხმა

ოლქი

სალომე ზურაბიშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

ნიკა რურუა("ნაციონალური მოძრაობა")

I ტური

II ტური

სხვაობა

I ტური

II ტური

სხვაობა

#1 მთაწმინდა

10 350 (44.42%)

11 360 (67.58%)

+1 010 ხმა

6 273 (26.92%)

5 449 (32.42%)

-824 ხმა

ოლქი

დიმიტრი ხუნდაძე ("ქართული ოცნება")

ცეზარ ჩოჩელი(დამოუკიდებელი კანდიდატი)

I ტური

II ტური

სხვაობა

I ტური

II ტური

სხვაობა

#37 მცხეთა

10437(41.23%)

13736(50.02%)

+3299 ხმა

10062(39.75%)

13676(49.98%)

+3614 ხმა

ოლქი

იოსებ მაკრახიძე ("ქართული ოცნება")

ირაკლი ალასანია ("თავისუფალი დემოკრატები")

I ტური

II ტური

სხვაობა

I ტური

II ტური

სხვაობა

#41 გორი

8268(33.69%)

8980(84.96%)

+712 ხმა

4756(19.38%)

1590(15.04%)

-3166 ხმა

ოლქი

სიმონ ნოზაძე("მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს")

ვალერი გელაშვილი("ქართული ოცნება")

I ტური

II ტური

სხვაობა

I ტური

II ტური

სხვაობა

#43 ხაშური

7310(31.96%)

12405(61.55%)

+5095 ხმა

4600(20.11%)

7748(38.45%)

+3148 ხმა

ოლქი

სულხან მახათაძე("ქართული ოცნება")

თეიმურაზ გაფრინდაშვილი ("თავისუფალი დემოკრატები")

I ტური

II ტური

სხვაობა

I ტური

II ტური

სხვაობა

#56 ჭიათურა

7332(34.33%)

11664(63.94%)

+4332 ხმა

4080(19.1%)

6579(36.06%)

+2499 ხმა

ოლქი

ნინო წილოსანი ("ქართული ოცნება")

აკაკი ჩხაიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)

I ტური

II ტური

სხვაობა

I ტური

II ტური

სხვაობა

#60 ლანჩხუთი

14963(47.04%)

19227(74.76%)

+4264 ხმა

8726(27.43%)

6493(25.24%)

-2233 ხმა


მსგავსი სიახლეები

5665 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია