• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რატომ უფასურდება კვლავ ლარი

რატომ უფასურდება კვლავ ლარი

2 წელია, ლარის გაუფასურება აქტუალურობას არ კარგავს. კურსმა ლარის ისტორიაში რეკორდულ ნიშნულს - 2.50-ს მიმდინარე წლის თებერვალში მიაღწია, გაზაფხულზე ლარი მნიშვნელოვნად

07/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2 წელია, ლარის გაუფასურება აქტუალურობას არ კარგავს. კურსმა ლარის ისტორიაში რეკორდულ ნიშნულს - 2.50-ს მიმდინარე წლის თებერვალში მიაღწია, გაზაფხულზე ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა და 2.13-მდეც კი ჩამოვიდა. თუმცა, ზაფხულში ლარის საშუალო კურსი 2.28 იყო, ხოლო სექტემბრიდან ისევ მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო. 7 ნოემბრისთვის ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2.44-ს მიაღწია.

 

ლარის კურსს სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა აყალიბებს. თუ ქვეყანაში დოლარის მიწოდება დოლარზე მოთხოვნას აღემატება, კურსი მყარდება. თუ მოთხოვნა უფრო მაღალია, კურსი უფასურდება. დოლარის მიწოდებას განსაზღვრავს ის, რამდენი დოლარი შემოდის ქვეყანაში და რამდენია საჭიროება. მეორე მხრივ, დოლარზე მოთხოვნა იზრდება, როდესაც ქვეყანაში ლარის მოცულობა იზრდება.

 

რა ხდება დღეს, რატომ უფასურდება ლარი ისევ? ამ კითხვას რომ მაქსიმალური სიზუსტით ვუპასუხოთ, ამისთვის საჭიროა, დოლარის შემომავალი და გამავალი ნაკადების შესახებ სრული ინფორმაცია გვქონდეს. ამ ინფორმაციას მოიცავს ქვეყნის საგადასამხდელო ბალანსი, რომელიც აჯამებს ქვეყნის ყველა სახის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობას. ლარის კურსის ცვლილების მიზეზების დროულ განსაზღვრაში პირველ პრობლემას სწორედ საგადასამხდელო ბალანსთან ვაწყდებით, რადგან საქართველოში ის მხოლოდ კვარტალურად ქვეყნდება 3 თვის დაგვიანებით. მაგალითად, რა ხდებოდა წელს ოქტომბერში, ამას გავიგებთ 2017 წლის მარტის ბოლოს და ისიც ოქტომბერს დაჯამებულს ნოემბერთან და დეკემბერთან. შეუძლებელია, ცალკე ერთი თვის მდგომარეობა ვნახოთ. დღეისთვის კი მხოლოდ 2016 წლის პირველი 6 თვის საგადასამხდელო ბალანსია ცნობილი, რომელიც დღევანდელი სიტუაციის ასახსნელად, ფაქტობრივად, არაფერში გვეხმარება.

 

დოლარის ნაკადებისგან განსხვავებით, ოპერატიულად ქვეყნდება ინფორმაცია ლარის მოცულობასთან (მასასთან) დაკავშირებით. ლარის მასა (ე.წ. M2 პარამეტრი) ბოლო 6 თვეში დაახლოებით მილიარდი ლარით (18%-ით) გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა. ლარის მასის ზრდა განაპირობა იმან, რომ ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დაიწყო, რეფინანსირების განაკვეთი (განაკვეთი, რომლითაც კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან სესხს იღებენ) 8%-დან 6.5%-მდე შეამცირა. ასევე, შეამცირა ლარში გაცემული სესხების სარეზერვო მოთხოვნა. ერთ მხრივ, მართალია, რომ ლარის გაზრდილი მასა ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მისი ზრდა აუცილებელია. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ეკონომიკა იანვარ-სექტემბერში მხოლოდ 2.6%-ით გაიზარდა და პროგნოზირებულ 3%-საც ვერ აღწევს, ბოლო 12 თვის ინფლაცია მინუს 0.2%-ია, ეროვნული ბანკი ლარის მასას ვერ შეამცირებს ლარის კურსის სტაბილურობის მიზნით, თუ ლარის კურსი ისეთ ნიშნულს არ მიაღწევს, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება.

 

რაც შეეხება დოლარის შემომავალ-გამავალ ნაკადებს, მეორე კვარტალის მონაცემებიდან ცხადი გახდა, რომ გაზაფხულზე ლარი მყარდებოდა, რადგან გაუმჯობესდა პირდაპირი და პორტფელური უცხოური ინვესტიციების ბალანსი და ავიღეთ ახალი საგარეო ვალები. ჯამში, მეორე კვარტალში ქვეყანაში 408 მლნ დოლარით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არ შენარჩუნდა სექტემბერ-ოქტომბერში.

 

მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში საქართველოს ექსპორტი და ფულადი გზავნილები გაიზარდა, ორივეს ჯამური ზრდა მხოლოდ 27 მლნ დოლარამდეა, რაც ლარის გამყარების მიზეზი ვერ გახდებოდა. უცხოელ ვიზიტორებში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა გვაქვს, მაგრამ სეზონური ფაქტორიდან გამომდინარე (ზღვის სეზონი დასრულდა), ოქტომბერში აგვისტოსთან შედარებით საქართველოში 320 ათასით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ ტურიზმიდან ოქტომბერში დაახლოებით 110 მლნ დოლარით ნაკლები შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე აგვისტოში.

 

უცხოური ვალუტის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა სახელმწიფოს მიერ აღებული უცხოური გრანტები და კრედიტები. ამ მიმართულებით, იანვარ-სექტემბერში მთავრობამ მოიზიდა დაგეგმილზე დაახლოებით 160 მლნ დოლარით ნაკლები. ვერ მიიღო ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტები და კრედიტები. თუ ამ თანხის მიღებას 2016 წლის ბოლომდე მაინც მოვახერხებთ, ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ლარს გამყარების მიმართულებით.

 

იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობამ დაგეგმილი საგარეო დაფინანსება სრულად ვერ მიიღო, თანხის დანაკლისი დაგეგმილზე მეტი საშინაო ვალის აღებით და ნაშთების გამოყენებით დაფარა. ეს კი ლარის მოცულობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რასაც ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა აქვს.

 

ხელისუფლება ლარის კურსის გაუფასურებაში, ტრადიციულად, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, დროებით მოვლენად მიიჩნევს და აჟიოტაჟსა და მოლოდინებს აბრალებს. არჩევნებამდე პოპულარული იყო წინასაარჩევნო განწყობაზე დაბრალება, მაგრამ ლარი არჩევნების შემდეგ უფრო გაუფასურდა. ასევე, ერთ-ერთი გამართლება იყო TBC ბანკის მიერ რესპუბლიკა ბანკის შეძენა და თანხების გადახდა, რაც არ იყო ისეთი მოცულობის თანხა, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეზერვებიდან გაყიდულ 160 მლნ დოლარს ვერ გადაეფარა. ამ დროს აშკარა იყო, რომ სექტემბრიდან უცხოური ვალუტის შემოსვლა-გასვლის ბალანსი გაუარესდა, ლარის მასა გაიზარდა, ეკონომიკის ზრდა შემცირდა (რაც გარკვეულწილად ლარზე მოთხოვნასა და კურსის სტაბილურობას განაპირობებს) და ლარის გაუფასურება გარდაუვალი იყო. ეროვნულმა ბანკმა კი მთავრობასთან შეთანხმებულად იმოქმედა, გაიზიარა არგუმენტები და წინასაარჩევნოდ, ასე თუ ისე, ლარის სტაბილურობა უზრუნველყო. ეს დაგვიჯდა 160 მლნ დოლარი, ლარი კი მაინც გაუფასურდა.

 

რამდენზე გაჩერდება ლარის კურსი, ზუსტად არავინ იცის, რადგან უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ ფაქტორების სრული კონტროლი და მართვა კი ხელისუფლების შესაძლებლობებს აღემატება.

თეგები:
ფსიქიატრია
ბილ კლინტონი
პროცესშია
ანა წითლიძე
სკოლები
ლაშა ფარცვანია
დავით რაქვიაშვილი
ბათუმის ბულვარი
ქუთაისის მერია
საქართველოს სტატისტიკის სამსახური
რომის პაპა
ერაყი
ცხოვრების დონე
ბესო ნამჩავაძე
ბესო ნამჩავაძე

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა