• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აგრარული უნივერსიტეტი სასულიერო პირს პოლიციაში უჩივის

აგრარული უნივერსიტეტი სასულიერო პირს პოლიციაში უჩივის

ზუგდიდში გასულ კვირას მშენებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან სასულიერო პირმა 30-მდე მარადმწვანე ხე მოჭრა. აღნიშნულ ფაქტს ზუგდიდში მოქმედი

01/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ზუგდიდში გასულ კვირას მშენებარე ეკლესიის  მიმდებარე ტერიტორიასთან სასულიერო პირმა 30-მდე მარადმწვანე ხე მოჭრა. აღნიშნულ ფაქტს ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მეორე დღესვე მოჰყვა რეაგირება. არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ სპეციალური განცხადებით გარემოს დაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რომ აღნიშნულ ფაქტზე დროული რეაგირება მოხდეს.

 

„ფაქტ-მეტრთან“ საუბარში ფასანძემ განმარტა, რომ მრავალწლიანი მარადმწვანე ხეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარსაცავის მოვალეობას ასრულებდა.

 

„მრავალწლიანი მარადმწვანე ხეების  გაჩეხით გარემოს  ზიანი ადგება. გაუგონარი ვანდალური დანაშაული ჩაიდინა სასულიერო პირმა და ეს ფაქტი სათანადო რეაგირების გარეშე ნამდვილად არ უნდა დარჩეს“, - ამბობს იაგო ფასანძე.

 

იმ ტერიტორიაზე, სადაც ხეები მოიჭრა, ამჟამად მუშები იმყოფებიან. „ფაქტ-მეტრის“ კითხვებს მათ ირონიულად უპასუხეს: „სად ხედავთ აქ ხეებს, ისე, თუ გაინტერესებთ, ის ხეები, რომელსაც თქვენ ეძებთ, ქარმა წააქცია და შემდეგ ჰაერში თავისით გაფრინდნენ“.

 

ხეების მოჭრის მიზეზი სასულიერო პირმა, გერასიმე აბულაძემ განმარტა და აღნიშნა, რომ ხეები ნახევრად გამხმარი და გადაბერებული იყო.

 

„ხეები ნამდვილად მე მოვჭერი, რადგანაც იტალიიდან ახალ ხეებს ველოდები, კერძოდ, 580 ძირ კვიპაროსს, რომელსაც მრევლის ერთ-ერთი წევრი საჩუქრად მიგზავნის. ამ ხეების გვერდზე ვერ დავრგავდი და ამიტომ ტერიტორია მოვასუფთავე.

 

ჩემი გადაწყვეტილებით მოვჭერი და ნამდვილად არავის დაუვალებია. ხეების მოჭრით საგანგაშო არაფერი გამიკეთებია. როგორც ვიცი, კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ხეების მოსაჭრელად ნებართვა არ იყო საჭირო“, - ამბობს სასულიერო პირი.

 

ტერიტორია, სადაც 30-მდე მარადმწვანე ხე მოიჭრა, შპს „არგომეტრს“ ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი აგრარული უნივერსიტეტია. ჩვენ აგრარული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერ ბექა კოკაიას დავუკავშირდით, რომელმაც „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტა, რომ ამ ფაქტის გასარკვევად მათი წარმომადგენელი ზუგდიდში სპეციალურად ჩავიდა.

 

„ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე ჩავიდა და დადასტურდა, რომ ხეები ნამდვილად ჩვენს ტერიტორიაზე მოიჭრა. რა თქმა უნდა, ეს ქმედება უკანონოა, რადგან ჩვენ არანაირი ნებართვა ხეების მოჭრაზე არ  გაგვიცია. სასულიერო პირებმა აღიარეს, რომ სხვის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრეს ხეები და გაუგებრობისთვის ბოდიში მოიხადეს. ჩვენმა წარმომადგენელმა კანონის შესაბამისად იმოქმედა და განცხადებით პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას მიმართა. ამ ეტაპზე პოლიციის მხრიდან შესაბამის რეაგირებას ველოდებით“, - აცხადებს ბექა კოკაია.

 

სასულიერო პირი ხეების მოჭრის ფაქტზე პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა განმარტავს, რომ ამით პრობლემა მხოლოდ შპს „აგრომეტრთან“ შეექმნათ და იმედი აქვს, რომ მორიგდებიან.

 

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ საქმეებზე შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა და როგორც ეკა ბრეკიშვილი განმარტავს, ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტზე  საქმე დარეგისტრირებულია:

 

„ჯერჯერობით საქმე დავარეგისტრირეთ, როგორც წინასაგამოძიებო საქმე. პროკურორი  მუხლის დეფინიციასთან დაკავშირებით იმსჯელებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი“.

 

ამ ფაქტის გარშემო არსებულ პრობლემებზე ღიად ადგილობრივები საუბრობენ  და ამბობენ, რომ თავადვე ნახეს, როგორ იჭრებოდა სრულიად საღი და ჯანმრთელი ხეები.

 

„ეს ხეები იყო ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ჩემი შვილების ბავშვობის ნაწილი. ეს რომ შუა ქალაქში ყოფილიყო, ან სხვაგან, ურბანულ ტერიტორიაზე, კი, ბატონო, რაღაც გამართლებას მოუძებნიდა კაცი. საეკლესიო პირი, რომელიც კომენტარს აკეთებს აღნიშნულ დანაშაულზე, აცხადებს, რომ ხეები იყო გადაბერებული და ამიტომ მოხდა მათი მოჭრა.

 

ცნობილია, რომ ნაძვი 250-300 წელი ცოცხლობს. ადგილი, სადაც ეს ხეები იყო დარგული, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან სოფლის მეურნეობის მაშინდელ სამინისტროს ეკუთვნოდა და  ჩაის მეურნეობისა და წარმოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელი ტერიტორია იყო. ეს ხეებიც, როგორც სხვაგან,  ჩაის ნარგავების ქარსაფარი ზოლის ფორმატში იყო დარგული. ანუ ნაძვები, მაქსიმუმ, 60 წლისაა. როგორღაა 60 წლის ნაძვი გადაბერებული, იქნება ამიხსნას ვინმემ?!

 

ყველაზე უარესი კი ის არის, ანაფორიანი ადამიანი ამბობს, - მომინდა და ვჭრიო. ის, რომ ვიღაც ბერია, კონკრეტულ მონასტერში რაღაც პერიოდი აქვს გატარებული და ვიღაცებს ძალიან უყვართ, არ აკომპენსირებს მის უპასუხისმგებლო და  ბნელ მიდგომას კანონისა და სახელმწიფო საკუთრების მიმართ.

 

და კიდევ, განცდა დამეუფლა, რომ ის ადამიანი ვიღაცის ბრძანებას თუ მითითებას ასრულებს. ვეჭვობ, ოდესმე დაასახელონ, ვინ იყო დამკვეთი“, - ამბობს მაია კალანდია.

 

ჩვენ შევეცადეთ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმესთან დაკავშირებას, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა გვითხრა, მეუფე თბილისში იმყოფება და პატრიარქს მოსკოვში ვიზიტისთვის  დეტალების მოგვარებაში ეხმარება. თავად კი ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო.

 

ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშები ორმოებს იტალიიდან გამოგზავნილი 580 ძირი კვიპაროსის დასარგავად ამზადებენ, რომელსაც დაახლოებით 20 დღეში ელოდებიან. ხეების მოჭრის ინიციატორი და შემსრულებელი  სასულიერო პირი შემომწირველის ვინაობასაც არ გვიმხელს, მხოლოდ ამბობს, რომ ის იტალიაში მცხოვრები ქართველი და ხშირი შემომწირველია.

თეგები:
ბილ კლინტონი
პროცესშია
ანა წითლიძე
დავით ბატაშვილი
დავით კირკიტაძე
სკოლები
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
ლაშა ფარცვანია
ქუთაისის მერია
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ბათუმის ბულვარი
მივლინებები
ოკუპაცის კანონპროექტი
გონიოს ხიდი
თამარ შონია
თამარ შონია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა