• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მმართველი პარტია და საეჭვო შემოწირულებები

მმართველი პარტია და საეჭვო შემოწირულებები

2016 წელს 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს 16 150 855 ლარის შემოწირულება, აქედან ყველაზე მეტი, 64% (10 286 735 ლარი) მიიღო ერთმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“.

01/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2016 წელს 1-ლი სექტემბრის მონაცემებით, პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს 16 150 855 ლარის შემოწირულება, აქედან ყველაზე მეტი, 64% (10 286 735 ლარი) მიიღო ერთმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საეჭვო შემოწირულებების სიას აქვეყნებს, მათ შორის არიან საჯარო მოხელეები, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ თავიანთი წლიური შემოსავლის დიდი ნაწილი შესწირეს.

კანონმდებლობით, პარტიის შემომწირველი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. ფიზიკური პირის შემოწირულება წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, იურიდიული პირის შემთხვევაში შემოწირულების მაქსიმალური ოდენობა 120 000 ლარია. ამასთანავე, შემომწირველი არ შეიძლება იყოს ანონიმური.

თუმცა ნებისმიერ პირს, კანონმდებლობის გვერდის ავლით, მესამე პირის დახმარებით შეუძლია, პარტიას გადაურიცხოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანხის ოდენობაზე მეტი. ასევე, შესაძლებელია, არ გამჟღავნდეს მისი ვინაობა.

არსებობს საეჭვო შემოწირულებები, რომლებიც შესაძლებელია, რეალურად სხვა პირის მიერ იყოს განხორციელებული. განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას საჯარო მოხელეების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები. კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ მათ დეკლარაციებში მითითებული წლიური შემოსავლის დიდი ნაწილი პარტიას შესწირეს.

საჯარო მოხელეების საეჭვო შემოწირულებები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, საეჭვო შემომწირველების სიაში მოხვდა საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა პაპუაშვილი. მან „ქართულ ოცნებას“ მიმდინარე წლის აგვისტოში 45 000 ლარი შესწირა, რაც მისი დეკლარირებული წლიური შემოსავლების 57%-ს შეადგენს.

ჩვენ დავუკავშირდით ზაზა პაპუაშვილს, მან ჩვენთან საუბრისას დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა: „მე არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია. ჩემი შემოსავლები ამ 4 წლის განმავლობაში საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ მე ეს შემოწირულება განმეხორციელებინა“.

პარლამენტარმა შოთა ხაბარელმა მიმდინარე წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა, ეს თანხა მისი წლიური ანაზღაურების 52%-ს შეადგენს.

ჩვენთან საუბარში შოთა ხაბარელი, ასევე, ადასტურებს, რომ ის „ქართული ოცნების“ შემომწირველია. „არავითარი ეჭვი არ არის, ეს არის ჩემი დანაზოგიდან გადარიცხული თანხა. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა სჭირდება და საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს თანხა გადამერიცხა“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

კიდევ ერთი პარლამენტარი, რომელიც საეჭვო შემომწირველების სიაში მოხვდა, ირაკლი სესიაშვილია. მან 2016 წლის აგვისტოში მმართველ გუნდს 20 000 ლარი შესწირა, რაც მისი წლიური შემოსავლის 30%-ს შეადგენს.

საეჭვო შემომწირველის სიაში მოხვდა პარლამენტარი გიორგი ხაჩიძე. მან „გირჩს“ წლის განმავლობაში 14 ათას ლარზე მეტი შესწირა, რაც მისი წლიური შემოსავლის 24%-ია.

„ქართული ოცნების“ შემომწირველია ახალციხის ყოფილი მერი და ახალციხეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე. მან პარტიას 2016 წლის აგვისტოში 10 000 ლარი შესწირა, რაც მისი ოჯახის შემოსავლის 14%-ია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა „ქართულ ოცნებას“ თავისი ოჯახის შემოსავლის 28%, 20 000 ლარი შესწირა.

საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა ლევან დვალმა მიმდინარე წლის ივლისში თავისი შემოსავლის 26% - 15 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“.

საეჭვოა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ გადარიცხული თანხაც. მან ივლისში წლიური შემოსავლის 26% - 20 000 ლარი შესწირა პარტიას.

ამ სიაში მოხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი მდივანი გიზო მჭედლიძეც. მან ივნისში წლიური შემოსავლის 46% - 60 000 ლარი შესწირა პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“.

ფიზიკური პირების საეჭვო შემოწირულებები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, დაფიქსირდა სხვა საეჭვო შემოწირულებები ფიზიკური პირებისგან. კერძოდ, ერთსა და იმავე დღეს სხვადასხვა პირებმა ერთნაირი ოდენობის თანხები შესწირეს ერთ კონკრეტულ პარტიას.

2016 წლის 25 მაისს „ქართულ ოცნებას“ 21 400-21 400 ლარი შესწირეს დავით მათიკაშვილმა და მიხეილ ხვედელიანმა. წინა დღეს კი „ქართულ ოცნებას“ ზუსტად იმავე ოდენობის თანხა შესწირა ზურაბ რუსიაშვილმა.

2016 წლის 8 ივნისს „ქართულ ოცნებას“ 21100-21 000 ლარი შესწირეს გიორგი ტრიპოლსკიმ და კახაბერ ჩიხლაძემ. მეორე დღეს კი იმავე პარტიას ზუსტად იმავე ოდენობის თანხები გიორგი ნოზაძემ და ირინა მურუსიძემ გადაურიცხეს.

სულ, 17 მსგავსი საეჭვო შემოწირულება დაფიქსირდა, აქედან 15 „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, 2 კი - „გირჩმა“.

რა თქმა უნდა, ვერ დავასკვნით, რომ ზემოაღნიშნული გადარიცხვების უკან ერთი კონკრეტული პირი შეიძლება იდგას, რომელიც კანონმდებლობის გვერდის ავლით, კონკრეტული პირების მეშვეობით, აფინანსებს პარტიას. ამასთანავე, ჩვენთან საუბარში საჯარო მოხელეები აცხადებენ, რომ მათ თავიანთი დანაზოგიდან შესწირეს პარტიას ფული და არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს.

თუმცა კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოება, როცა საჯარო მოხელე წლიური შემოსავლის დიდ ნაწილს პარტიას სწირავს. ასევე, კითხვის ნიშნებს აჩენს, როცა ერთი კონკრეტული პარტია ერთსა და იმავე დღეს სხვადასხვა პირისგან იღებს დიდი მოცულობისა და ზუსტად ერთნაირი ოდენობის თანხას.

ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულება და რაც მთავარია, ყველაზე მეტი საეჭვო შემოწირულებაც, მათ შორის საჯარო მოხელეებისგან, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა