• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
კახეთის უმატარებლო რკინიგზა

კახეთის უმატარებლო რკინიგზა

28/10/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
კახეთის რკინიგზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი იყო იმ დაპირებებს შორის, რომლის განხორციელებასაც 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კახეთის მაცხოვრებლებს დაპირდა. თუმცა, ბოლო ოთხ წელიწადში ხელისუფლებას ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია. კახეთის რკინიგზის მშენებლობა 1915 წელს დასრულდა. ამ დროიდან როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მატარებლები ინტენსიურად მოძრაობდა. რკინიგზის გაყვანა, ილია ჭავჭავაძის დისშვილის, კოტე აფხაზის თაოსნობით მოხერხდა. თუმცა, 90-იანი წლებიდან კახეთის რეგიონში სამგზავრო მატარებელი აღარ მოძრაობს. 2012 წლის 12 აპრილს შპს „საქართველოს რკინიგზა“ სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა, რომლის აქციების 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი" ფლობს. ჩვენ გურჯაანის რკინიგზის სადგურზე მივედით და იქ არსებული მდგომარეობა დავათვალიერეთ. სადგურის ტერიტორიაზე დარაჯი, სამი თანამშრომელი და რამდენიმე ძველი სატვირთო ვაგონი დაგვხვდა, რომელიც არ ფუნქციონირებს. ყოფილი რკინიგზის ადმინისტრაციის შენობაში კი რიტუალების დარბაზია განთავსებული (იხ. ფოტოები). რკინიგზის სალიანდაგო სამმართველოს  ინფორმაციით, სარკინიგზო ხაზზე მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება. როგორც ჩვენთან საუბარში სადგურის თანამშრომლებმა აღნიშნეს, კახეთის რკინიგზის ხაზზე, რომელიც გურჯაანის, თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და კაჭრეთის სადგურებს აერთიანებს, ტვირთი ძირითადად კვირაში ერთხელ, დედოფლისწყაროდან თბილისის მიმართულებით გააქვთ. „დედოფლისწყაროდან გააქვთ ხრეში თბილისში. იშვიათი ბიზნესმენია, რომ თელავისკენ სამშენებლო მასალა გადმოიტანოს. რომელ სამგზავრო მატარებელზეა საუბარი, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ჩვენც გაგვაუქმონ. რეაბილიტაციის მსგავსი არაფერი ყოფილა აქ. ჩვენ დავდივართ და ლიანდაგებს ბალახისგან ხელით ვასუფთავებთ. სხვა არც ტექნიკური და არც სამშენებლო სამუშაოები აქ არ ჩატარებულა“, - განუცხადა ფაქტ-მეტრს მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. საკითხის გასარკვევად საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონის უფროსს, გივი ჯავშანაშვილს შევხვდით. მისი თქმით, რკინიგზაში კახეთის მიმართულებით სამგზავრო რეისების შესასრულებლად არაფერი გაკეთებულა: „ჩვენ კაპიტალურ სამუშაოს არ ვასრულებთ. ამჟამად კახეთის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება თბილისი-თელავი, თბილისი-დედოფლისწყაროს მიმართულებით. რეისების სიხშირე ბიზნესმენებზეა დამოკიდებული“. კახეთში მცხოვრები მოსახლეობა მიიჩნევს, რომ რეგიონში რკინიგზის აღდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. „რკინიგზა რომ მუშაობდა, პროდუქტი გასაყიდად თბილისში მატარებლით მიგვქონდა. მგზავრობის ღირებულებაც იაფი იყო. ყველას არ ყავს საკუთარი ტრანსპორტი. ახლა პატარა სამარშუტო ტაქსში უნდა აიტანო ტვირთი, თან მგზავრობაც ძვირია. თუკი ყველაფერს კარგად გააკეთებენ, ტურისტებიც ივლიან, როგორც დასავლეთში. სტუდენტები ივლიან და ზამთარში, დიდი თოვლის შემთხვევაშიც, მგზავრობის პრობლემა აღარ იქნება“, - აღნიშნა ადგილობრივმა უშანგი ბერიკაშვილმა. 2012 წელს წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესახებ ფაქტ-მეტრმა ბიძინა ივანიშვილს თელავში, რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე შეახსენა. თუმცა, კახეთის რკინიგზაზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ ივანიშვილი ინფორმაციას არ ფლობდა. „არაფერი არ გაკეთებულა რკინიგზის მიმართულებით? მე კიდევ ვიცი, რომ ბევრი სამუშაოები მიდის. მე ახლა ვინტერესდები პირადად საჩხერით. ძალიან მიყვარს მატარებლით მგზავრობა, მანქანაზე მეტად. სატვირთოები ძალიან დაემატა მე როგორც ვიცი. რკინიგზაზე მუშაობა მიდის და ძალიან აქტიურად. სხვათა შორის, რკინიგზის „შეფი“ არის ძალიან ნიჭიერი კაცი - ბახტაძე მყავს მხედველობაში. კარგი გუნდის წევრია, ძალიან აქტიურად მუშაობს, რკინიგზაშიც სერიოზული ინვესტიციები იდება. კონკრეტულად, უკაცრავად, რომ არ მაქვს ინფორმაცია. მე კიდევ დავინტერესდები“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. კახეთის რკინიგზაზე 2012 წლიდან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას მივმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
თეგები:
წითელი ჯვარი
ირაკლი ქადაგიშვილი
შვედეთი
სკოლები
ალტ-ინტერვიუ
საპატრულო პოლიცია
ვაკის გამგეობა
ურსულა ფონ დერ ლაიენი
თამარ მოდებაძე
თამარ მოდებაძე

ყველა სიახლე

  • ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინათლოებისთვის რომ ბილიკი გავაკეთეთ, ისიც კი მითვისებული აქვს - ზოგი კაფეს, ზოგი მაღაზიას, ზოგი ბოსტნეულს

    ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინა...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ორჯერ მაღალია

    საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება.

    მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა