• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მილიონი ადამიანი სოფლებიდან ქალაქებში გადასახლდა

მილიონი ადამიანი სოფლებიდან ქალაქებში გადასახლდა

ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საცხოვრებელ ადგილებს ტოვებენ და ქალაქში გადადიან საცხოვრებლად.

27/10/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საცხოვრებელ ადგილებს ტოვებენ და ქალაქში გადადიან საცხოვრებლად. გლობალურ დონეზე ურბანიზაცია ეკონომიკური განვითარების თანამდევი პროცესია. 21-ე საუკუნეში ადამიანებს საშუალება აქვთ,  საცხოვრებლად ის გეოგრაფიული ადგილი აირჩიონ, სადაც უკეთესი ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებია.

 

ურბანიზაციის პროცესშია ჩართული საქართველოც. 2014 წლის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 1/3 (1 058 000 ადამიანი) შიდა მიგრაციაშია. მათი დაახლოებით ნახევარი ხუთ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავშია გადანაწილებული. თუმცა, შიდა მიგრანტთა დაახლოებით 33% თბილისშია ჩასახლებული.

 

თუ 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს 2002 წლის მონაცემებს  შევადარებთ, ვნახავთ, რომ მოსახლეობის რაოდენობა სოფლად 7.1%-ით არის შემცირებული. შედეგად, წინა  აღწერებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქისა და სოფლის მცხოვრებთა რაოდენობრივი თანაფარდობა. ქალაქის მოსახლეობის წილი 4.9%-ით გაიზარდა და 57.2%-ს გაუტოლდა.

 

ქვეყნის რეგიონებში მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება, 2002 წლის აღწერასთან  შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37.4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (29%), ყველაზე ნაკლები - აჭარაში (10.6%).

 

არასამთავრობო სექტორის ნაწილის შეფასებით, სოფლების დაცლის ძირითადი მიზეზი გაუსაძლისი ეკონომიკური პირობებია. სამუშაო ადგილების, განათლების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.

 

სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანები თვითდასაქმებულად ითვლებიან. თუმცა, მათი  რეალური შემოსავალი ძალიან დაბალია, რეალურად დასაქმება შეზღუდულია და არაპროდუქტიული. შესაბამისად, მოსახლეობა იძულებულია, საცხოვრებელი  ადგილი დატოვოს.

 

განსაკუთრებით შესამჩნევია სოფლად ახალგაზრდების სიმცირე. სკოლის დასრულების შემდეგ ისინი სასწავლებლად შედარებით დიდ ქალაქებში, ძირითადად თბილისში გადმოდიან საცხოვრებლად. სწავლის დასრულების შემდეგ კი ძველ საცხოვრებელ ადგილს მათი მცირე ნაწილი უბრუნდება.

 

სოფლის მოსახლეობის შესანარჩუნებლად ახალმა ხელისუფლებამ გარკვეული სახის პროგრამები განახორციელა, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“ და სხვა. აღნიშნული პოლიტიკის გაგრძელებაა  საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიღებული „კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“.

 

აღნიშნული კანონი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მთელ რიგ შეღავათებს სთავაზობს:

 

 

  • ფიზიკური პირები თავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან

 

 

  • მეწარმე პირი მაღალმთიანი საწარმოს სტატუსით, თავისუფლდება ქონებისა და მოგების გადასახადისგან

 

 

  • პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისთვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად - 100 ლარი, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის 2 წლის განმავლობაში - არანაკლებ 200 ლარი

 

 

  • ყოველთვიური დანამატი პენსიაზე არანაკლებ 20% და სოციალური პაკეტის 20%

 

 

  • ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის ღონისძიებები

 

 

  • დანამატი ექიმისთვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ექთნისთვის-სახელმწიფო პენსიის ოდენობით

 

 

  • საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგო არანაკლებ 35%, პროფსასწავლებლებში - შრომის ანაზღაურება არანაკლებ 35%; სპეციალური პროგრამის მონაწილე მასწავლებლებისთვის -შრომის ანაზღაურება არანაკლებ 50%. ამოქმედდება 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან.

 

 

მიუხედავად მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებისა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ  ეს პოლიტიკა უფრო სეგმენტური ხასიათისაა, რაც მსგავს მასშტაბურ პრობლემას ვერ გადაჭრის. გატარებულ რეფორმებს აუცილებლად ექნება შედეგი, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით შეაჩერებს შიდა მიგრაციის გაზრდილ ტალღას.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ურბანიზაციის დონე, საშუალოდ, 70%-ს აღწევს. აღნიშნულ ქვეყნებში ურბანიზაცია ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობები ცდილობდნენ, ურბანიზაცია შეენელებინათ. როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, მის ეკონომიკაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს მრეწველობისა და მომსახურების სექტორები, სოფლის მეურნეობის წილი კი მცირდება. შესაბამისად, მცირდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისა და სოფელში მცხოვრებთა წილიც. თუმცა, საქართველოში ურბანიზაციის პროცესს განსაკუთრებით ის ართულებს, რომ მოსახლეობა ძირითადად თბილისში მოდის და სოფლებთან ერთად რაიონული ცენტრები და ქალაქებიც იცლება.

თეგები:
დავით კირკიტაძე
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი
საყოველთაო დაზღვევა
ალექსანდრე ელისაშვილი
ანი ნადირაშვილი
ანი ნადირაშვილი

ყველა სიახლე

  • „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები გაუარესდა

    2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა