30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 ოლქში გაიმართება. „ფაქტ-მეტრი“ ამ ოლქებში პირველ ტურში დაფიქსირებულ შედეგებს გაეცნო. იმისთვის, რომ შევაფასოთ, მაჟორიტარობის რომელმა კანდიდატმა დაიმსახურა ამომრჩევლის სიმპათია, კონკრეტულ ოლქში პარტიის მიღებული ხმების რაოდენობა მაჟორიტარის მიერ მიღებულ ხმებს შევადარეთ.

ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება კონკრეტული კანდიდატების პირად რეიტინგს და არა იმას, რომელ პარტიებს წარმოადგენენ ისინი. აქედან გამომდინარე, ამ სტატიაში მოყვანილი მონაცემები შესაძლოა, მეორე ტურში გასულთა შანსებზე გარკვეული მსჯელობის საშუალებას იძლევა.

მაჟორიტარობის კანდიდატების მიღებული ხმები, ხშირ შემთხვევაში, დიდად არ განსხვავდება იმავე ოლქში მისი პარტიის მიღებული ხმებისგან. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ოლქში კონკრეტული მაჟორიტარისა და მისი პარტიის შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

მაგალითად, ვაკის მე-2 ოლქში სწორედ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ოლქში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 17.95% მიიღო, თუმცა, ამომრჩევლების 22.25%-მა ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ელენე ხოშტარიას მისცა.

ამავე ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54.97% მიიღო, ხოლო მისმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიძინა გეგიძემ - მხოლოდ 48.94%.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს იმდენივე ხმა რომ აეღოთ, რამდენიც კონკრეტულ ოლქში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მაშინ პირველივე ტურიდან პარლამენტში მოხვდებოდნენ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები ზაზა პაპუაშვილი და ილია წულაია, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფო კილაძე, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი, ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე და ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნაკაიძე.

თუ არ ჩავთვლით დამოუკიდებელ კანდიდატებს, პარტიასთან შედარებით ყველაზე მეტი ხმა „მრეწველების“ კანდიდატმა ხაშურიდან, სიმონ ნოზაძემ აიღო. პირველ ტურში ის 31.96%-ით ლიდერობს იმ ფონზე, როდესაც ხაშურში მისმა პარტიამ მხოლოდ 4.56% მიიღო. ამომრჩეველი ყველაზე უარყოფითად ამავე ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ვალერი გელაშვილის, მიმართ არის განწყობილი. ვალერი გელაშვილმა ხაშურში მხოლოდ 20.11% აიღო, როდესაც „ოცნებას“ ხმა 38.12%-მა მისცა ხმა.

ოლქი

მაჟორიტარობის კანდიდატი

პარტია

მაჟორიტარის მიღებული ხმა

პარტიის მიღებული ხმა

სხვაობა

მთაწმინდა

სალომე ზურაბიშვილი

დამოუკ.

44.42%

-

44.42

ნიკა რურუა

ენმ

25.92%

23.38%

3.54

ვაკე

ბიძინა გეგიძე

ოცნება

48.94%

54.97%

-6.03

ელენე ხოშტარია

ენმ

22.25%

17.95%

4.3

საბურთალო

ლევან გოგიჩაიშვილი

ოცნება

46.89%

53.52%

-6.63

სევდია უგრეხელიძე

ენმ

17.2%

18.27%

-1.07

კრწანისი

ბექა ოდიშარია

ოცნება

48.24%

49.48%

-1.24

ირაკლი აბესაძე

ენმ

28.92%

27.86%

1.06

ისანი

ირაკლი აბუსერიძე

ოცნება

42.52%

43.27%

-0.75

გიორგი ონიანი

ენმ

24.51%

25.66%

-1.15

ისანი

დავით ჭიჭინაძე

ოცნება

48.13%

46.54%

1.59

ბესიკ კვიციანი

ენმ

27.37%

26.38%

0.99

ისანი

ბექა ნაცვლიშვილი

ოცნება

45.33%

46.16%

-0.83

ზაზა კედელაშვილი

ენმ

26.77%

26.07%

0.7

სამგორი

გიორგი მოსიძე

ოცნება

47.45%

44.71%

2.74

ირაკლი ნადირაძე

ენმ

24.11%

24.24%

-0.13

სამგორი

მარიამ ჯაში

ოცნება

42.58%

42.45%

0.13

დავით ჟღენტი

ენმ

27.79%

27.36%

0.43

სამგორი

შოთა ხაბარელი

ოცნება

45.28%

44.51%

0.77

გიორგი ხახნელიძე

ენმ

25.52%

25.55%

-0.03

დიდუბე

ზაზა პაპუაშვილი

ოცნება

47.03%

50.16%

-3.13

დათო ნეფეტვარიძე

ენმ

19.85%

20.64%

-0.79

დიდუბე

ილია წულაია

ოცნება

47.17%

51.09%

-3.92

ირაკლი დვალი

ენმ

20.89%

19.44%

1.45

ნაძალადევი

სოფო კილაძე

ოცნება

44.84%

50.81%

-5.97

მურმან თხელიძე

ენმ

19.84%

19.85%

-0.01

ნაძალადევი

მიხეილ ყაველაშვილი

ოცნება

47.13%

48.69%

-1.56

მამუკა გუგეშაშვილი

ენმ

25.39%

22.47%

2.92

ნაძალადევი

ზაზა გაბუნია

ოცნება

45.98%

45.08%

0.9

ლერი დემეტრაშვილი

ენმ

26.21%

23.88%

2.33

გლდანი

კობა კობალაძე

ოცნება

40.31%

42.45%

-2.14

ალექსანდრე ჩაფიჩაძე

ენმ

24.56%

25.35%

-0.79

გლდანი

ლევან კობიაშვილი

ოცნება

49.21%

44.2%

5.01

სერგო რატიანი

ენმ

30.43%

26.57%

3.86

გლდანი

ლევან კობერიძე

ოცნება

44.75%

45.38%

-0.64

გია ბარამიძე

ენმ

25.61%

24.44%

1.17

საგარეჯო

რომან მუჩიაშვილი

ოცნება

46.79%

47.77%

-0.98

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ენმ

24.88%

26.06%

-1.18

გურჯაანი

დავით სონღულაშვილი

ოცნება

43.91%

44.42%

-0.51

გიორგი ღვინიაშვილი

ენმ

32.45%

32.95%

-0.5

ლაგოდეხი

გურამ მაჭარაშვილი

ოცნება

37.08%

41.25%

-4.17

გურამ კაკალაშვილი

ენმ

23.58%

30.31%

-6.73

თელავი

ირაკლი სესიაშვილი

ოცნება

41.62%

38.92%

2.7

გიორგი ბოტკოველი

ენმ

35.39%

36.13%

-0.74

ახმეტა

გელა სამხარაული

ოცნება

47.23%

45.62%

1.61

შაქრო ტერტერაშვილი

ენმ

32.32%

32.6%

-0.28

რუსთავი

პაატა მხეიძე

ოცნება

44.98%

43.48%

1.5

მამუკა ჩიქოვანი

ენმ

31.95%

30.15%

1.8

რუსთავი

გიორგი ბეგაძე

ოცნება

46.79%

41.36%

5.43

დავით კირკიტაძე

ენმ

34.02%

32.69%

1.33

მარნეული

თამაზ ნავერიანი

ოცნება

43.41%

41.26%

2.15

აკმამედ იმამკულიევი

ენმ

47.91%

47.41%

0.5

მცხეთა

დიმიტრი ხუნდაძე

ოცნება

41.23%

48.8%

-7.57

ცეზარ ჩოჩელი

დამოუკ.

39.75%

-

39.75

კასპი

ირაკლი მეზურნიშვილი

ოცნება

45.65%

49.96%

-4.31

ნუგზარ ნონიაშვილი

ენმ

22.89%

23.17%

-0.28

გორი

თენგიზ ხუბულური

ოცნება

41.77%

46.62%

-4.85

ბადრი ბასიშვილი

ენმ

24.88%

27.05%

-2.17

ხაშური

სიმონ ნოზაძე

მრეწვ.

31.96%

4.56%

27.4

ვალერი გელაშვილი

ოცნება

20.11%

38.12%

-18.01

ახალციხე

ვაჟა ჩიტაშვილი

ენმ

44.07%

42.74%

1.33

გიორგი კოპაძე

ოცნება

39.65%

43.68%

-4.03

ქუთაისი

გენადი მარგველაშვილი

ოცნება

40.77%

43.53%

-2.76

გია თევდორაძე

ენმ

29.45%

31.4%

-1.95

ქუთაისი

დიმიტრი მხეიძე

ოცნება

45.88%

45.44%

0.44

აკაკი ბობოხიძე

ენმ

27.4%

28.75%

-1.35

ქუთაისი

კობა ნარჩემაშვილი

ოცნება

40.04%

39.26%

0.78

გიგი წერეთელი

ენმ

37.6%

38.71%

-1.11

ხარაგაული

კობა ლურსმანაშვილი

ოცნება

47.08%

47.88%

-0.8

გიორგი რობაქიძე

ენმ

26.48%

26.91%

-0.43

ზესტაფონი

შალვა კიკნაველიძე

ოცნება

43.86%

52.38%

-8.52

ზურაბ ბუცხრიკიძე

ენმ

27.4%

28.75%

-0.82

ჭიათურა

სულხან მახათაძე

ოცნება

34.33%

46.29%

-11.96

თეიმურაზ გაფრინდაშვილი

თავ.დემ.

19.1%

10.66%

8.84

ლანჩხუთი

ნინო წილოსანი

ოცნება

47.04%

58%

-10.96

აკაკი ჩხაიძე

დამ.

27.43%

-

27.43

ფოთი

ირაკლი ხახუბია

ოცნება

48.46%

49.82%

-1.36

ბექა ბასილაია

ენმ

25.71%

25.87%

-0.16

სენაკი

ირაკლი ბერაია

ოცნება

45.65%

43.19%

2.46

კობა ნაყოფია

ენმ

30.66%

34.5%

-3.84

ხობი

ირაკლი ბერაია

ოცნება

39.24%

43.55%

-4.31

მამუკა ჭოხონელიძე

ენმ

31.17%

36.98%

-5.81

ზუგდიდი

მერაბ ქვარაია

ოცნება

38.05%

41.85%

-3.8

ლევან კონჯარია

ენმ

31.13%

35.68%

-4.55

ზუგდიდი

ედიშერ თოლორაია

ოცნება

47.37%

44.53%

2.84

სანდრა რულოვსი

ენმ

45.71%

44.83%

0.88

წალენჯიხა

გოგა გულორდავა

ოცნება

43.26%

47.34%

-4.08

ლევან ქარდავა

ენმ

32.87%

35.83%

-2.96

ბათუმი

ფატი ხალვაში

ოცნება

41.2%

42.24%

-1.04

მირდატ ქამადაძე

ენმ

32.81%

33.14%

-0.33

ბათუმი

ლევან ბეჟანიძე

ოცნება

39.49%

44.39%

-4.9

გიორგი კირთაძე

ენმ

27.87%

27.83%

0.04

ბათუმი

მურმან ვახტანგაძე

ოცნება

43.91%

45.07%

-1.16

თემურ დუმბაძე

ენმ

29.94%

29.94%

0

ქობულეთი

კობა ნაკაიძე

ოცნება

40.46%

50.41%

-9.95

ჯანიკო ჯინჭარაძე

ენმ

24.35%

28.25%

-3.9

ხელვაჩაური

ილია ნაკაშიძე

ოცნება

42.62%

42.74%

-0.12

მიშა ბოლქვაძე

ენმ

28.73%

29%

-0.27