ხაბეიშვილმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
დასუფთავების სამსახური, იგივე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“, მერიის დაფუძნებული ორგანიზაციაა და მისი ფუნქციები მხოლოდ ქალაქის დასუფთავებით არ შემოიფარგლება. თანამშრომლებს სხვა სამუშაოების შესრულებაც უწევთ. მაგალითად, გადასასვლელების დახაზვა და შეღებვა, ასევე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა.
მერიიდან მიღებული ინფორმაციით, „სპეციალურ სერვისებში“ დღეის მდგომარეობით 449 საშტატო ერთეული და 32 შტატგარეშე მოსამსახურეა (ჯამში 481). 449შტატს შორის მხოლოდ 18 მენეჯერული პოზიციაა გათვალისწინებული. შტატგარეშე თანამშრომელთა ძირითადი ნაწილი კი ტექნიკური პერსონალია. ეს ინფორმაცია ფაქტ-მეტრს „სპეციალურ სერვისებში“ დაუდასტურეს.
„სპეციალურ სერვისებში“ საშტატო თანამშრომლების ერთი თვის სახელფასო ფონდი 195 846 ლარით, შტატგარეშე თანამშრომლებისა კი 32 332 ლარით არის განსაზღვრული.
ცხრილი 1:დასაქმებულთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი
წელი | შტატიანი | შტატგარეშე | სახელფ. ფონდი |
2012 | 298 | 0 | 1 520 711 ლარი |
2013 | 332 | 0 | 2 023 461 ლარი |
2014 | 353 | 0 | 2 136 614 ლარი |
2015 | 353 | 0 | 2 136 614 ლარი |
2016 | 449 | 32 | 2 738 136 ლარი |
2012
წლიდან 2014 წლამდე ა(ა)იპ „სპეციალურ სერვისებს“ შპს „ქუთსერვის ჯგუფი“ ერქვა. ამ წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 55-ით, სახელფასო ფონდი კი 615 903 ლარით გაიზარდა. რაც შეეხება 2016 წელს, დასუფთავების სამსახურში შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა, 2015 წელთან შედარებით, 96-ით გაიზარდა. ამასთან, სამსახურს 32 შტატგარეშე თანამშრომელი დაემატა. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 601 522 ლარით მოიმატა სამსახურის თანამშრომელთა სახელფასო ფონდმაც.
დასკვნაფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ა(ა)იპ „სპეციალურ სერვისებში“ დასაქმებულია 449 ადამიანი, ამას 32 შტატგარეშე თანამშრომელი ემატება. აღნიშნულ სამსახურში შტატები და სახელფასო ფონდი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, ხაბეიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ა(ა)იპ-ის მენეჯმენტში 89 ადამიანია დასაქმებული, სიმართლეს არ შეესაბამება. მერიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მენეჯერულ პოზიციებზე 18 ადამიანი მუშაობს, ანუ 3-ით მეტი, ვიდრე გასულ წლებში.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მცდარი.