• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ამომრჩეველზე რამდენჯერმე მეტი დამკვირვებელი და ჟურნალისტი მარნეულში

ამომრჩეველზე რამდენჯერმე მეტი დამკვირვებელი და ჟურნალისტი მარნეულში

შაბათს მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართა. მიზეზი 8 ოქტომბერს მომხდარი ცნობილი მოვლენები იყო, რომლის შედეგადაც პოლიციამ 6 ადამიანი დააპატიმრა

24/10/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

შაბათს მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართა. მიზეზი 8 ოქტომბერს მომხდარი ცნობილი მოვლენები იყო, რომლის შედეგადაც პოლიციამ 6 ადამიანი დააპატიმრა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი უბნის შედეგები გააუქმა და ხელახალი არჩევნები დანიშნა.

 

განმეორებით არჩევნების მთავარი ინტრიგა ის იყო, შეძლებდა თუ არა მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი 50%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვას, თუ ამ ოლქში საბოლოოდ მე-2 ტურის დანიშვნა გახდებოდა საჭირო. მის მთავარ კონკურენტს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ თამაზ ნავერიანს მხოლოდ ამ ერთი უბნის ხმები ბარიერის გადასალახად არ ჰყოფნიდა.

 

სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე 1 426 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. უბანი  დაგვიანებით - 7:30-ზე გაიხსნა. ამასთანავე, წილისყრები დარღვევით ჩატარდა და ორი წილისყრა კომისიამ, ფაქტობრივად, გამოტოვა.

 

საარჩევნო უბანზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით იყვნენ დამკვირვებლები და ჟურნალისტები. საარჩევნო უბანი დაახლოებით 25 კვ.მ ფართობის ოთახში იყო განლაგებული, რაც ქაოსსა და პრობლემებს ქმნიდა - ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ეზღუდებოდათ მუშაობა, რადგანაც ფიზიკურად ვერ ეტეოდნენ საარჩევნო უბანზე.

 

ამან ლოგიკურად გამოიწვია შეფერხებები ხმის მიცემის პროცესში და ამომრჩეველთა რიგის წარმოქმნა, რადგან საარჩევნო უბანზე შემოსვლა ამომრჩევლისთვის საკმაოდ რთული გახდა.

 

პირველი ამომრჩეველი, ჰაჯიმურად მურადოვი უბანზე 8:15-ზე მოვიდა და მან ხმის მიცემის პროცედურა დაარღვია - საჯაროდ, სიების მაგიდასთან შემოხაზა სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი და ბიულეტენის კონვერტში ჩადების გარეშე აპირებდა საარჩევნო ყუთში ჩაგდებას.

 

ამ ფაქტზე რეაგირება არ მომხდარა არც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კობა ასანიძისა და არც კომისიის რომელიმე სხვა წევრის მხრიდან. ფაქტი საინფორმაციო ცენტრ „ALLMEDIA“-ს დამკვირვებელმა დააფიქსირა და კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდა, ასეთი არჩევანის გაკეთების უფლება არ მიეცა ამომრჩევლისთვის.

 

ამ დარღვევას „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“ წარმომადგენელი თეონა ქეცბაია გამოეხმაურა. მისი თქმით, კომისიას საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები და რეგისტრატორების ბეჭდები არ ჰქონდა დარიგებული, ხოლო მურადოვის საჯარო არჩევანი შესაძლოა, ქაოსის გამო მისი დაბნეულობით იყო გამოწვეული, ასევე იმით, რომ მას კომისიის არც ერთმა წევრმა არ მიუთითა, სად უნდა გაეკეთებინა არჩევანი.

 

გარდა ამისა, კომისიას არ გამოუცხადებია დალუქული ბიულეტენების რაოდენობები, სპეციალური ბეჭდის ნომერი, მითითების გარეშე ლუქის ნომერი. ასევე, როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, კენჭისყრის ფარულობას არღვევდა საარჩევნო კაბინის გვერდით მდგარი დამკვირვებელი, ვინაიდან, ჩამოფარებული ფარდის მიუხედავად, მას უპრობლემოდ შეეძლო იმის დაფიქსირება, რა შემოხაზა კაბინაში ამომრჩეველმა.

 

საარჩევნო უბანზე დილიდანვე გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, სოზარ სუბარი, მამუკა მდინარაძე. ასევე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე, ირმა ნადირაშვილი და კობა სუბელიანი.

 

შუადღის შემდეგ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ნაკადი შემცირდა.  ჩვენ ვცდილობდით, ამომრჩევლები ჩაგვეწერა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქალი ამომრჩევლების უმრავლესობას არ სურდა კომენტარის გაკეთება, ხოლო კაცები ამბობდნენ, რომ „ხმა საქართველოს მომავალსა და მშვიდობას მისცეს“.

 

ხუთი საათის მონაცემებით, 48-ე უბანზე 615 ამომრჩეველს ჰქონდა არჩევანი გაკეთებული. ამ დროისთვის ვითარება დაიძაბა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გზის გადაკეტვაზე საუბრობდნენ და ხელისუფლებას ამომრჩევლების მიზანმიმართულ შეფერხებაში ადანაშაულებდნენ. ამ საკითხზე გარკვეული შელაპარაკება მოხდა აკმამედ იმამკულიევსა და მამუკა მდინარაძეს შორის.

 

ჩვენ ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე, თუმცა, გზა არ იყო გადაკეტილი, ორივე მიმართულებით ყველას შეეძლო გადაადგილება. მიუხედავად ამისა, საღამოს გზა ერთი მიმართულებით გადაიკეტა, რასაც საცობების თავიდან არიდების მიზნით ხსნიდნენ.

 

საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. საკუთარი არჩევანი 1426 ამომრჩევლიდან 762 ადამიანმა გააკეთა. შედეგების დათვლას კომისიამ განსაკუთრებით დიდი დრო მოანდომა, კერძოდ, რვა საათიდან თორმეტ საათამდე პირველადი შედეგები საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, ღამის პირველი საათისთვის კი კომისიის თავმჯდომარე კობა ასანიძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

 

მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა აკმამედ იმამკულიევმა 68 ხმით გაიმარჯვა. შედეგების მიხედვით,  მეორე ტური მარნეულში გარდაუვალია. იმამკულიევმა - 381, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 313 ხმა მიიღო.

 

მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ამ უბანზე 9 საჩივარია დაწერილი და მათი განხილვა 24 ოქტომბერს მოხდება.

თეგები:
პრემიები
ირაკლი შიხიაშვილი
წითელი ჯვარი
ირაკლი ქადაგიშვილი
თამარ ჩუგოშვილი
სკოლები
ირაკლი ცეცხლაძე
ქამრან მამედოვი
ჯაბა ბერიძე
ნანა სისვაძე
ნანა სისვაძე

ყველა სიახლე

  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა