ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, მე კარგად ვიცი ის პრობლემები, რომლიც აწუხებს კონკრეტულად ზუგდიდს, კონკრეტულად სამეგრელოს. ზუგდიდსა და სამეგრელოს ჰყავს ძალიან ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლება, ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც სჭირდება და დასჭირდება მხარში დგომა, თანადგომა და მე ვიქნები მზად დავეხმარო მათ იმ პროექტების და გეგმების განხორციელებაში რომელიც მათ აქვთ".
აღნიშნულ განცხადებას საკუთარ Facebook გვერდზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან") ანა წითლიძე გამოეხმაურა: "საკრებულოს თავმჯდომარეს მისი თავმჯდომარეობის განმავლობაში არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღია დამოუკიდებლად გუბერნატორისგან. ზუგდიდის მაჟორიტარებს, ქვარაიას ჩათვლით, თავისივე ოლქის წარმომადგენლების 95% არ იცნობს".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) ვებგვერდზე 2015 წლის აგვისტოში NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებია გამოქვეყნებული.ერთ-ერთი კითხვა კვლევაში ამომრჩეველთა მიერ საკრებულოში საკუთარი მაჟორიტარის ვინაობის ცოდნას ეხებოდა.
გრაფიკი 1:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, 2015 წლის აგვისტო
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC)აღნიშნული კვლევის მიხედვით, ზუგდიდში გამოკითხულ რესპონდენტთა 5%-მა სწორად იცის საკრებულოში საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი, 5%-მა არასწორად იცის, 90% კი საკუთარ მაჟორიტარს საერთოდ არ იცნობს.
გრაფიკი 2:
ზუგდიდის იმდროინდელი საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ ქვარაიას საქმიანობის შეფასება
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC)იგივე კვლევის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ ქვარაიას საქმიანობა გამოკითხულთა 5%-მა ცუდად, 44%-მა საშუალოდ, 15%-მა კარგად და 3%-მა ძალიან კარგად შეააფასა, 1%-ს კი არასდროს სმენია მის შესახებ. გამოკითხულთა 31%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, ერთმა პროცენტმა კი პასუხზე უარი განაცხადა.
დასკვნა
საქართველოში საზოგადოების განწყობის კვლევის მიხედვით, რომელიც 2015 წლის აგვისტოში ჩატარდა, ზუგდიდში რესპონდენტების 5%-მა სწორად იცოდა, ვინ იყო საკრებულოში საკუთარი მაჟორიტარი, 5%-მა არასწორად იცოდა, ხოლო 90%-მა კი საერთოდ არ იცოდა. ამავე კვლევის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოს იმდროინდელი თავმჯდომარის, მერაბ ქვარაიას საქმიანობას რესპოდენტების 5% ცუდად, 44% საშუალოდ, 15% კარგად, 3% კი ძალიან კარგად აფასებდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანა წითლიძის განცხადება არის სიმართლე.