• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილის ზღვარზეა

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილის ზღვარზეა

საქართველოს მოსახლეობის 58%, ძირითადად თანხების უქონლობის გამო, ცილოვანი, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვების დეფიციტს განიცდის.

21/10/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქართველოს მოსახლეობის 58%, ძირითადად თანხების უქონლობის გამო, ცილოვანი, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვების დეფიციტს განიცდის. ამ მხრივ, კიდევ უფრო საგანგაშო მდგომარეობა სოფლად და დაბალშემოსავლიან ოჯახებშია.

 

მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს და დროდადრო ვალით ყიდულობენ საკვებს. ეს არის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ „საქართველოში კვების ეროვნული კვლევის“ შედეგები. კვლევა 2016 წელს გამოქვეყნდა და ის 2015 წლის მონაცემებს ასახავს.

 

ამავე კვლევის თანახმად, 10-17 წლის მოზარდთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოკლებულია ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საჭმელს, რაც აუცილებელია მოზარდის ორგანიზმისთვის.

 

მარტოხელა პენსიონერების 53% კი, უფულობის გამო, საერთოდ ვერ ახერხებს საკმარისი საკვების შეძენას.

 

კვების ეროვნული ანგარიშის თანახმად, საშუალოშემოსავლიანი ოჯახები საკვებზე შემოსავლის 50%-ს ხარჯავენ, ხოლო დაბალშემოსავლიანი ოჯახები - შემოსავლის 65%-ს. მაღალშემოსავლიან ოჯახებში კი სურსათზე შემოსავლის 35% მიდის.

 

კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად მიირთმევენ კარტოფილს, ლობიოსა და აჯაფსანდალს. ხილი და ხორცი ძირითადად მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვისაა ხელმისაწვდომი.

 

კვლევაში, ასევე, ხაზგასმულია, რომ „საქართველოში არაგადამდები ქრონიკული დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტორი არასრულფასოვანი კვებაა“.

 

ჩვენ დავუკავშირდით „ოქსფამის“ საქართველოს წარმომადგენლობას. სასურსათო უსაფრთხოების პროექტის ოფიცერი ნინო ედილაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბური კვლევა აქამდე არ ჩატარებულა და შესაბამისად, შედარების საშუალება არ გვაქვს, რომ ვნახოთ, რა ტენდენციაა, ამ მხრივ, ქვეყანაში. ნინო ედილაშვილი ჩვენთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც საკვებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას განაპირობებს.

 

„საქართველოში  მოხმარებული სურსათის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია. ადგილობრივი წარმოება მცირეა და ის არ არის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, რაც, თავის მხრივ, მაღალ ფასს განაპირობებს. დაბალი შემოსავალი და მაღალი ფასები - ეს ის ძირითადი გარემოებებია, რაც სურსათზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ქმნის.

 

რაც შეეხება საკვების დეფიციტს, ის ძირითადად მატერიალურ ხელმისაწვდომობას უკავშირდება, თუმცა რიგ შემთხვევებში, ასევე მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობას ჯანსაღი კვების მნიშვნელობასთან დაკავშირებით“, -განაცხადა სასურსათო უსაფრთხოების პროექტის ოფიცერმა ნინო ედილაშვილმა.

 

 

 

რა თანხა უნდა გვეყოს არსებობისთვის?

 

„საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, საშუალო მოხმარების საარსებო მინიმუმი 138.2 ლარია, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 156 ლარი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 261.6 ლარი.

 

„საქსტატი“ საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ითვლის. სასურსათო კალათით განსაზღვრულია სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვებისა და კალორიების რაოდენობა. სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და, ჯამში, 2300 კილოკალორიას შეადგენს.

 

საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სურსათის წილი 70%-ით განისაზღვრება, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი - 30%-ით. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასურსათო და არასასურსათო ხარჯების უთანაბრობა ცხოვრების დაბალ დონეზე მიუთითებს.

 

საკმარისია თუ არა 156 ლარი პირველადი მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად და რამდენად რეალურია არსებული საარსებო მინიმუმი? - ამ თემაზე ჩვენ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე გვესაუბრა.

 

„საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიიდან და დღეს არსებული მონაცემებიდან გამოდის, რომ ადამიანმა სურსათის გარეშე თვეში დაახლოებით 50 ლარი უნდა იკმაროს, რაც არარეალურია, რადგან აქ შედის ტრანსპორტის, ტანსაცმლის, კომუნალური გადასახადების, ჯანდაცვისა და სხვა უამრავი ხარჯი. ეს თანხა დაახლოებით მხოლოდ ტრანსპორტისა და კომუნალური გადასახადების ხარჯებს თუ დაფარავს, ზამთრის თვეებში კომუნალურსაც არ ეყოფა.

 

აქედან გამომდინარე, არასწორად მიმაჩნია, რომ არასასურსათო ხარჯებზე მხოლოდ 30% იყოს გათვალისწინებული. რეალურად საარსებო მინიმუმის მოცულობა გაცილებით მეტია, ის მინიმუმ 200 ლარი იქნება“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

 

„საქსტატი“ საარსებო მინიმუმს ასაკობრივ ჭრილში არ განიხილავს. რეალურად კი პენსიონერებისთვის და ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისთვის, რომელთაც ძირითად შემთხვევაში მუდმივად სჭირდებათ მედიკამენტები, გაცილებით მაღალია საარსებო მინიმუმის ღირებულება.

 

იმ ფაქტს, რომ საარსებო მინიმუმი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალურად დადგენილი 156 ლარი, „ოქსფამის“ კვლევაც ადასტურებს. რომლის თანახმადაც, იმ ადამიანებს, ვისაც იმდენი შემოსავალი აქვთ, რამდენიც საარსებო მინიმუმით არის განსაზღვრული, საკვებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა უჩნდებათ.

თეგები:
სიჭინავა
საშუალო ხელფასი
ვაგონშემკეთებელი ქარხანა
ლუდი
იმნაძე
ჭიათურა
მწვანეთა პარტია
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

    ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართვ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო

    EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უც...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა