"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წარმომადგენელმა, მიხეილ ბექაურმა განაცხადა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი: "თუ ერთ სამსახურში 10-12 კაცი უნდა მუშაობდეს, მუშაობს 50-70". ბექაურმა გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებაზეც გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერში

 (4:03 წთ)  ისაუბრა: "ა(ა)იპ-ებში გაზრდილია დასაქმებულთა რიცხვი. დასაქმებულია 700 კაცზე მეტი, როცა უნდა იყოს 200. ეს ხალხი იქ შემთხვევით არ არის დასაქმებული, ეს არის ზუსტად ადმინისტრაციული რესურსი".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, 2011-2012

წლებში, (იქამდე, სანამ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდოდა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში 19 თანამშრომელი იყო დასაქმებული - შტატიანი 6,უშტატო 3, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილი - 10 ექსპერტ-კონსულტანტი.

დღეის მდგომარეობით, აპარატში სულ 24 თანამშრომელი მუშაობს - 16 შტატიანი და 8 ხელშეკრულებით აყვანილი.

რაც შეეხება საჯარო მოხელის საშუალო ანაზღაურებას, 2012 წლის სექტემბერიდან დღემდე საჯარო მოხელის საშუალო თანამდებობრივი სარგო არ შეცვლილა და 560 ლარს შეადგენს. უცვლელია ასევე საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურებაც, რომელიც 2 650 ლარია.

იმის მიუხედავად, რომ კასპის მუნიციპალიტეტში არც საშტატო ნუსხა და არც საშუალო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა არ შეცვლილა, 2011-12 წელთან შედარებით, სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ცხრილი 1:

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელფასო ფონდი 2011-2016 წლებში

2011 წელი 2012 წელი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი
220 300 ლარი 298 900 ლარი 476 500 ლარი 424 900 ლარი 400 800 ლარი 452 000 ლარი
 

რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას, გამგეობაში 2011 წელს 131 თანამშრომელი მუშაობდა, აქედან 125 შტატიანი, ხოლო 6 შტატგარეშე.

2012

წლის სექტემბრის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, შტატიანი თანამშრომლების რიცხვი 19-ით გაიზარდა (144), ხოლო შტატგარეშეების რაოდენობა იგივე დარჩა (6).

2014

წელს, საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების შედეგად, გამგეობაში შტატიანი თანამშრომლების რიცხვი 126, უშტატო თანამშრომელთა კი - 7 გახდა. 2011 წელთან შედარებით რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა, თუმცა 2012 წლის შემდეგ, თანამშრომელთა რიცხვი 17-ით შემცირდა.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურის საშუალო ანაზღაურება 420 ლარს შეადგენდა, ამჟამად ის 560 ლარია.

გაზრდილია ასევე გამგებლის თანამდებობრივი სარგო: 2011 წლის მონაცემებით, სახელფასო ანაზღაურების სახით გამგებელი ყოველთვიურად 2 360 ლარს იღებდა, ამჟამად მისი თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა 2 650 ლარს შეადგენს.

ცხრილი 2:

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელფასო ფონდი 2011-2016 წლებში

2011 წელი 2012 წელი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი
625 600 ლარი 900 100 ლარი 1 295 500 ლარი 1 125 400 ლარი 1 040 000 ლარი 1 146 000 ლარი

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ნინო ჯინიყაშვილის განმარტებით, სახელფასო ფონდის ზრდა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 19 ოქტომბრის ბრძანების

 საფუძველზე განხორციელდა. ამ განკარგულების მიხედვით, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრათ შემდეგ მოხელეებს: საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მოადგილეებს, სამსახურის უფროსს, საკრებულოს აპარატის უფროსსა და  თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელს.

აღსანიშნავია, რომ ბრძანებულების თანახმად, უმცროსი საჯარო მოხელის ხელფასის ზედა ზღვარი 560 ლარი იყო, რაც ამჟამადაც უცვლელია.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სამსახურებში თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა თუ არა და რა უჯდება ბიუჯეტს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება.

ცხრილი 3:

კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების საერთო მონაცემები 2011- 2016 წლებში

წელი ა(ა)იპების რაოდენობა თანამშრომელთა რაოდენობა სახელფასო ფონდი
2011 6 509 907 090 ლარი
2012 6 501 716 270 ლარი
2013 6 541 1 789 920 ლარი
2014 6 697 2 024 360 ლარი
2015 7 745 2 473 420 ლარი
2016 7 737 2 179 600 ლარი

2012

წელთან შედარებით, კასპის მუნიციპალური ა(ა)იპების სახელფასო ფონდი 1 463 330 ლარით, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 236-ით არის გაზრდილი.

ა(ა)იპ ქალაქ კასპის ბიბლიოთეკაში 2012 წელს 34 თანამშრომელი მუშაობდა, ხოლო სახელფასო ფონდი მთლიანად 64 610  ლარი იყო, 2013 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, ხოლო 2014-2015 წლებში გაიზარდა. ამჟამად, ამ ა(ა)იპ სამსახურში 40 თანამშრომელი მუშაობს, ხოლო შრომითი ანაზღაურების ხარჯი 112 860 ლარია. სახელფასო ფონდის ყველაზე დიდი რაოდენობა 2015 წელს დაფიქსირდა და 189 350 ლარი შეადგინა.

მნიშვნელოვნად გაზრდილია კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომელთა სახელფასო ფონდიც. თუ 2011 წელს მისი ოდენობა 37 ათას ლარს შეადგენდა, ამჟამად შრომის ანაზღაურებაზე 976 890 ლარი იხარჯება. ყოველწლიურად მატულობს თანამშრომელთა რაოდენობაც. 2011-12 წლებში 228 დასაქმებული ფიქსირდებოდა, თუმცა ამჟამად სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში 327 პირი მუშაობს. ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელფასო ფონდი 603 870 ლარით, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 99-ით გაიზარდა.

2011-2012

წლებიდან დღემდე სპორტის დაწესებულებების გაერთიანების თანამშრომელთა რაოდენობა და ხარჯები ორჯერ გაიზარდა. თუ 2011 წელს ამ ა(ა)იპ-ში 70 ადამიანი იყო დასაქმებული, ამჟამად თანამშრომელთა რიცხვი 121-ს შეადგენს. შესაბამისად, გაზრდილია სახელფასო ფონდიც. 2011 წელს შრომის ანაზღაურება სულ 158 280 ლარი იყო, დღეს კი აღნიშნული დაწესებულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში 301 110  ლარია გათვალისწინებული. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელფასო ფონდი 142 830 ლარით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 51-ით გაიზარდა.

დასაქმებულთა რაოდენობა ორჯერ გაზრდილია კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანებაშიც. ასევე კულტურის დაწესებულებების გაერთიანებაში.

თანამშრომელთა რაოდენობა 16-ით გაიზარდა კასპის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანებაში, თუმცა მნიშვნელოვნად შეცვლილია სახელფასო ფონდი. 2012 წელს ამ ა(ა)იპ დაწესებულებაში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებაზე 170 300 ლარი იხარჯებოდა, ამჟამად მისი რაოდენობა 391 900  ლარს შეადგენს.

ერთი წლის წინ ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეიქმნა. 2015 წლიდან დღემდე მისი თანამშრომელთა რაოდენობა და ანაზღაურება უცვლელია. აღნიშნულ სამსახურში 17 თანამშრომელი მუშაობს, ხოლო სახელფასო ფონდი 38 940 ლარს შეადგენს.

დასკვნა 2011

წელთან შედარებით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა - 2012 წლის შემდეგ თანამშრომელთა რიცხვი 17-ით შემცირდა. ეს ცვლილება 2014 წელს საჯარო მოხელეთა კონკურსის შედეგად მოხდა. კასპის საკრებულოში კი, აპარატის თანამშრომელთა რიცხვი 2012 წელთან შედარებით 5-ით გაიზარდა. რაც შეეხება ანაზღაურებას, სახელფასო ფონდი გაზრდილია, რაც კასპის გამგეობის ინფორმაციით, 2012 წლის 19 ოქტომბრის პრეზიდენტის (მიხეილ სააკაშვილი) განკარგულების საფუძველზე მოხდა. სახელფასო ფონდის მნიშვნელოვანი ზრდა 2013 წლიდან ფიქსირდება.

მოძიებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ "გირჩის" წარმომადგენელის განცხადება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში "შტატების გაბერვის" ნაწილში არაზუსტია, თუმცა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ზრდა ფიქსირდება.

რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებს, ბოლო ხუთი წლის მანძილზე თანამშრომელთა რიცხვი (236 თანამშრომლით) და სახელფასო ფონდი (1 მილიონ 463 ათას 330 ლარით) მნიშვნელოვნად გაზრდილია.

შესაბამისად, მიხეილ ბექაურის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი