2013 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა იყო.
კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ მსჯელობისას, საკითხთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა:
„აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ის იმყოფებოდა რუსულ სამხედრო ბაზაზე, სადაც განიხილეს რუსეთიდან ახალი სამხედრო ტექნიკის შემოტანის შესაძლებლობები, აგრეთვე, ის იმყოფებოდა რუსულ სამხედრო სანატორიუმში, სადაც ასევე განიხილეს რუსი სამხედროების, ვინც იქ ქართველების სისხლი დაღვარა, იმათი დასვენების საკითხები.“
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა და ნუგზარ წიკლაურის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის სიზუსტე გადაამოწმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალურიცნობით,მინისტრი სერგეი შოიგუ 2013 წლის 14 მაისს გუდაუთის (რუსეთის მე-7) სამხედრო ბაზას მართლაც სტუმრობდა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრმა „განსაკუთრებული ყურადღება ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს დაუთმო, ასევე, მშენებარე პარკირების ზონას, (“Особое внимание глава военного ведомства уделил условиям проживания военнослужащих базы, а также строящейся парковой зоне, предназначенной для размещения имеющейся и поступающей на вооружение новой военной техники.”), რომელიც განკუთვნილი იქნება არსებული და შეიარაღებაში გათვალისწინებული ახალი სამხედრო ტექნიკის განთავსებისთვის.“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ მინისტრის ვიზიტის ამსახველვიდეო სიუჟეტშინათქვამია, რომ მშენებლობის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. ასევე, ნაჩვენებია, როგორ აცნობენ მინისტრს ამ მიმართულებით სამხედრო ხელმძღვანელობის გეგმებს.
ცნობისთვის, უკანასკნელ პერიოდში, აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ბაზაზე რუსეთმა რამდენიმე სამხედრო წვრთნა ჩაატარა და სხვადასხვა დანიშნულების ახალი ტექნიკაც შეიტანა.მათ შორის, 2013 წლის აპრილში გამართული ტაქტიკურისწავლებებისაბრძოლო გასროლებით, რაშიც 400-ზე მეტი სამხედრო და 50 ერთეულზე მეტი საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობდა. ტაქტიკურ-სპეციალური სწავლებებიგაიმართააფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსულ ბაზაზე მარტშიც, ხოლო შავი ზღვის აკვატორიაში, მარტში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა წვრთნებმასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ღრმა შეშფოთება გამოიწვია.
რაც შეეხება 2012 წლის აქტივობას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურიინფორმაციით,სასწავლო წლის განმავლობაში, ქვედანაყოფების მიერ საცეცხლე მომზადებაში 2000-ზე მეტი მეცადინეობა შესრულდა. უწყების ცნობით, წინა წლის მონაცემებთან შედარებით ბაზაზე საბრძოლო მომზადების ინტენსივობა საშუალოდ 20%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ტექნიკას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ აპრილში გავრცელებულიინფორმაციით,სამხედრო ბაზაზე მსროლელ-მეზენიტეების მოსამზადებელ კომპიუტერულ ტრენაჟორს ელოდნენ. ბოლო პერიოდში, ბაზაზე ასევე შეიტანესახალი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. 2012 წელს კი, აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზა ახალი თაობის საკომუნიკაციო ტექნიკითაღიჭურვა,რაც სატელიტური კავშირის პორტატულ სადგურებს წარმოადგენდა. ამავე წელს ბაზაზე ახალისამედიცინო ტექნიკადა თანამგზავრული ტელეხედვით აღჭურვილისალაშქრო ავტოკლუბი(походный автоклуб ПАК-07) შეიტანეს.
დასკვნა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის განცხადება: „აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ის იმყოფებოდა რუსულ სამხედრო ბაზაზე, სადაც განიხილეს რუსეთიდან ახალი სამხედრო ტექნიკის შემოტანის შესაძლებლობები“, არისსიმართლე.