წარმოგიდგენთ ინტერვიუს წალენჯიხა-ჩხოროწყუს #67 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთან - ნინო სამუშიასთან, რომელიც არჩევნებზე „ლეიბორისტულ პარტიას“ წარმოადგენს.

რაც შეეხება ამ ოლქის სხვა კანდიდატებს: გოგა გულორდავას („ქართული ოცნება“), ლევან ქარდავას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), გიორგი ხარჩილავას („პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“), მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, აღნიშნული კანდიდატებისგან ჩვენს კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში? ნინო სამუშია („ლეიბორისტული პარტია“)

რადგანაც ჩემი მშობლიური რაიონია.

კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ა) უმუშევრობა - ეს საკითხი სოფლად გადაიჭრება: თხილის და დაფნის გადამუშავებელი საწარმოების, მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმების, ჩაის ფაბრიკების გახსნით. ბ) - უწყლობა, თუ თვითმართველობა, ამ საკითხის გადასაჭრელად გამოყოფილ თანხის უმეტესობას, საკუთარ ჯიბეში არ ჩაუშვებს, ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდება. ჩემს რაიონებში, მე  გაუწევ მონიტორინგს, რომ ეს ასე არ მოხდეს. გ) საძოვრების უქონლობა - დავაყენებთ საკითხს და მივიღებთ კანონს, რომელიც უცხოელებზე მიწების გასხვივებას აკრძალავს. შესაბამისად, გლეხს მეტი მიწა და საძოვარი დარჩება.

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ჩემი ერთადერთი წინასაარჩევნო დაპირებაა, რომ არ მოვატყუო ხალხი და შევასრულო და განვახორციელო ყველა ის პუნქტი, რაც პროგრამაში  გაწერილი გვაქვს. გვენდეთ ერთხელ მაინც და ამოგასუნთქებთ ხალხო!

კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

ჩემს რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენტურობაზე, მონიტორინგი სწორად განვახორციელო.

კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

არსებობს ამის საკანონმდებლო ბაზა, თვითმმართველობიდან მაჟორიტარს უფლება აქვს ყველა საჯარო ინფორმაცია გამოითხოვოს. თუ შემოვა ამომრჩევლის მხრიდან ჩემთან რაიმე სახის უკმაყოფილება-საჩივარი, დაუყოვნებლივ მექნება რეაგირება, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. ჩვენს ქვეყანაში არსებობს, სრულიად საკმარისი ეკონომიკური რესურსი ანუ ბიუჯეტი, ჩვენი დაპირებების შესასრულებლად, მხოლოდ კეთილი ნება არ იყო ამ მხრივ, ყოფილი თუ ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან,  რადგან მათი უპირველესი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი თანხა ბიუჯეტიდან, მათ საკუთარ ჯიბეებში გადანაწილებილუყო. "ლეიბორისტები" ამ მარაზმს დავასრულებთ კეთილსინდისიერებით და კანონმორჩილებით დავასრულებთ.

კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

ჩემს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით, შემდეგი კანონების ინიცირებას ვგეგმავ: აიკრძალოს დიდი ჰესების მშენებლობა, ეკოკატასტროფის თავიდან ასაცილების მიზნით. ასევე, უცხოელებზე მიწების გასხვისება აიკრძალოს.

კითხვა 7: რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

ადრე ვიყავი მომხრე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, მაგრამ ახლა რომ უყურებ პოლიტიკური პარტიების თავგასულობას, სჯობს პარტიულ-პროპორციული სისტემა გაქრეს და მხოლოდ მაჟორიტარული დარჩეს. ანუ, სჯობს ხალხმა  კერძო პირები აირჩიოს, მათ პასუხი მოსთხოვოს, შეუსრულებელ ვალდებულებებზე და საჭიროების შემთხვევაში უკან გამოიწვიოს.

კითხვა 8: პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

საპარლამენტო ოპოზიციას იგივე კანონიერი უფლებები აქვს, რაც პოზიციას. აქ საკითხს, მხოლოდ ხმათა რაოდენობა წყვეტს. ასე რომ, მზა საკანონმდებლო ბაზა გვაქვს ერთი დაპირებების შესასრულებლად და თუ ვინმე მმართველი პარტიიდან ჩემს დაბლოკვას შეეცდება, ამ შემთხვევაში საერთაშორისო შესაბამის ორგანიზაციებს მივმართავ.

კითხვა 9: გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

მაქვს კონკრეტული, რეალური ინიციატივები, რომლებიც ზუსტად მაქვს გაწერილი, ჩემს პირად პროგრამაში და რითაც საქართველოში უმუშევრობის პრობლემა უნდა მოიხსნას.

კითხვა 10: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

ამომრჩეველთან კომუნიკაციას იგივე  ინტენსივობით გავაგრძელებ, არც ტელეფონის ნომერს შევიცვლი, ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხებ და ყველას  მივიღებ. სადაც საჭიროება მოითხოვს, ყველგან მივალ.

კითხვა 11: არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

დეპუტატად დავრჩები, რადგანაც ვთვლი, რომ ამომრჩეველს ასე უფრო გამოვადგები.

კითხვა 12: რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?

ადგილობრივი თვითმართველობების ბიუჯეტი ხალხისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს და ამით არ მიეცემა თითმართველობას ცდუნების საშუალება არ მიეცემა...  ამგვარად, ის ამომრჩევლის წინაშე საკუთარ ფუნქციას უფრო ეფექტურად შეასრულებს.

კითხვა 13: გაქვთ თუ არა კონკრეტული მოსაზრებები რეგიონში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის?

მაქვს: 1. ირიგაციის საკითხი: ეს იქნება გვალვის დროს, მცენარეთა მორწყვისთვის მზადყოფნა; თუ მცენარეთა (მაგ. თხილის) ეპიდემიური დაავადებების დროს, მათი მასიურად, უფასოდ-სახელმწიფო ხარჯებით,  შეწამვლისთვის მზადყოფნა. 2. მეწყერსაშიში ზონების დროული დიაგნოსტიკისთვის, შესაბამისი სამსახურებისთვის ხელის შეწყობა და პრევენცია ზარალის. 3. კოლხეთის დაბლობზე მასიურად მოდებული ხავსის, მასიურად, უფასოდ, სახელმწიფო ხარჯებით შეწამვლა. 4. იდეაში არის ვარიანტები, რითაც შესაძლოა ხანძრის ჩამქრობი ვეტმფრენის შეძენა რეგიონისთვის.

კითხვა 14: უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

არა, დედაქალაქი უნდა იყოს დედაქალაქი, ეს ზედმეტ სახელმწიფო ხარჯებთანაა დაკავშირებული. ქუთაისს და სხვა რეგიონულ დიდ ქალაქებს, იქ მდებარე ფაბრიკა-ქარხნების აღდგენა-განახლებით და ახლის აშენებით უნდა დავეხმაროთ.

კითხვა 15: რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?

ჩვენს პარტიულ თუ მაჟორიტართა სიაში ქალთა სავალდებულო კვოტა დაცულია. გენდერული ბალანსის საკითხი პარტიაში მოგვარებულია. მეკითხებით რატომ? იმიტომ, რომ ასე ითხოვს თანამედროვე ეპოქა გლობალიზაციის.

კითხვა 16: თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

ეს სრულიად ზედმეტია. ისედაც ნათელია გამჩენი ღმერთისგან, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა! სხვაგვარად შეუძლებელია იყოს და აქსიომის მტკიცება უაზრობაა, ვინც არ უნდა ითხოვდეს ამას. ეს არ არის დისკრიმინაცია არავის!

კითხვა 17: აპირებთ თუ არა პარლამენტში საქათველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში? "

ლეიბორისტული პარტია", ამ ეტაპზე, მტკიცედ უჭერს მხარს ევროატლანტიკურ კურს. ამას წყეტს ლიდერი, მისი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე. მე არ დავუჭერ მხარს საგარეო ევროატლანტიკურ კურსს!  პირადად, ილია ჭავჭავაძის მიმდევარი ვარ ამ საკითხში და, ესე იგი, საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრე ვარ. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საკითხის მოსაგვარებლად, სახალხო დიპლომატია უნდა ჩაერთოს, რაც ჩვენმა პარტიამ  უკვე გააკეთა. დანიშნა ფახაზეთში და ოსეთში თავისი კოორდინატორები. მჯერა მეგობრობის ჩატეხილი ხიდი სახალხო დიპლომატიით აღსდგება და ჩვენ ვაიძულებთ ჩვენს ხელისუფალთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, რის შემდეგაც დადებითი შედეგის უდიდესი იმედი მაქვს.

დიდი მადლობა თქვენს გაზეთს საინტერესო კითხვებისთვის! გისურვებთ წარმატებებს! ჩვენი, "ლეიბორისტების", ხელისუფლებაში არჩევის შემთხვევაში, გპირდებით მედიასშუალებების უფრო მეტ თავისუფლებას.